
თუ ბუნებამ თხელი და დახვეწილი ცხვირუკა არ გარგოთ წილად, არ იდარდოთ. Girl.ge-ის რედაქცია გასწავლით, როგორ შეამციროთ იგი ვიზუალურად, მარტივი ხრიკის გამოყენებით.
არსებობს მაკიაჟის დაუჯერებლად გრძელი და შესასრულებლად რთული ხრიკები, რომლებიც სახის ნაკვთების შესაცვლელად მოიგონეს. თუმცა, ჩვენ ვიპოვეთ მარტივი და ეფექტური გზა ცხვირის ვიზუალურად დაპატარავებისთვის, რომელსაც აბსოლუტურად ყველა მოახერხებს. იგი შეიმუშავა ვარსკვლავურმა ვიზაჟისტმა, ლორენ ანდერსონმა, რომელმაც თავისი გამოგონება პორტალ Byrdie-ზე გააზიარა.
როგორ დავაპატარავოთ ცხვირი მაკიაჟით
მხოლოდ სამი მარტივი ნაბიჯი!
1. წაისვით ჰაილაითერი

მთავარია, იგი არ იყოს ზედმეტად მოელვარე და კანზე მხოლოდ 1-2 ტონით იყოს ღია. წაისვით ჰაილაითერის ზოლი ცხვირის ზურგზე, შემდეგ შეწყვიტეთ და წერტილი დასვით ცხვირის წვეროზე. გამოსახეთ ერთგვარი ძახილის ნიშანი !
2. გადაანაწილეთ

თითის ბოლოებით “გადღვიბეთ” მასა კანში და გაათანაბრეთ კიდეები.
3. წაისვით პუდრი

ფუნჯის დაბოლოდებით აიღეთ ფხვიერი პუდრი, ჩვეულებრივზე 1 ტონით მუქი, ჩამოფერთხეთ ზედმეტები და წრიაული მოძრაობებით გადაანაწილეთ თვალის შიდა კუთხიდან ნესტომდე, გაიმეორეთ იგივე მეორე მხარეს. ეს დაგეხმარებათ ცხვირის ვიზუალურად დაპატარავებაში.