სილამაზის ქალღმერთი: მონიკა ბელუჩის 15 თვალისმომჭრელი ლუქი

0
825

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალბატონი, მონიკა ბელუჩი უკვე მრავალი წელია, თავისი სტილის ერთგული რჩება. მსახიობს ექსპერიმენტების მოყვარულს ვერ ვუწოდებთ: მან ზუსტად იცის, რა უნდა, და ირჩევს ტანსაცმელს საკუთარი გემოვნებიდან გამომდინარე, არ აქცევს ყურადღებას საზოგადოებრივ ტრენდებს. Girl.ge-ის რედაქციამ მოაგროვა იტალიელი ქალღმერთის 15 ყველაზე თვალწარმტაცი ლუქი, რომლებიც ისტორიაში შევიდა.

Photo credit: Getty Images

მოტკეცილი მოდელი, ღრმა დეკოლტე, შავი მაქმანი – მონიკამ იცის, როგორ ააღელვოს გარშემო ყველა მამაკაცი… სიმართლე ვთქვათ, ქალებიც!

Photo credit: Getty Images

ნაღებისფერი აბრეშუმის კომბინაცია იდეალურად ერგება მსახიობის დახვეწილ ფიგურას. მაღალი ვარცხნილობა და გრძელი საყურეები ხაზს უსვამს კისრის სიგრძესა და მხრების ხაზს. ნაზი, მგრძნობიარე და ელეგანტური. ბრავო, მონიკა!

Photo credit: Getty Images

ამ კაბაში ახალგაზრდა ბელუჩი ზღაპრულ ფერიას გვაგონებს. თავშეკავებული კანისფრისა და მკვეთრი ომბრეს ძალიან უჩვეულო შერწყმა, დახვეწილი, მოდგმული ზედა და მსუბუქი, დაფენილი ქვედა ნაწილები მსახიობის ლუქს სითამამეს ანიჭებს.

Photo credit: Getty Images

მონიკა ბელუჩი წითელ ტანსაცმელში აალებადი კომბინაციაა! მსახიობმა იცის ზომიერება, ამიტომ არასდროს ტვირთავს გარეგნობას ზედმეტი დეტალებით. კაბის ლაკონიური დაფარვა, უბრალო ვარცხნილობა და მინიმალური რაოდენობის სამკაული – სწორედ ისაა, რაც ქალს სჭირდება გამომწვევი, მაგრამ არა კეკლუცი ლუქისთვის.

Photo credit: Getty Images

ბელუჩის მოსწონს მამაკაცის ტანსაცმელი, მამაკაცის ტანსაცმელსაც მოსწონს ბელუჩი. მკაცრ ტანსაცმელში ვარსკვლავი არანაკლებ მომხიბლავად გამოიყურება.

Photo credit: Getty Images

შავი აბრეშუმის ფუფუნება, მოტკეცილი სილუეტი, აქცენტი მხრებზე – მონიკამ იცის თავისი ძლიერი მხარეები და მოხერხებულად გამოკვეთს მათ.

Photo credit: Getty Images

ხავერდის დიდჭრილიანი, კეთილშობილი მწვანე კაბა იტალიელის ფიგურას მილიმეტრების სიზუსტით იმეორებს, მის ფორმებს კი უფრო კვეთს. სიმართლე უნდა ითქვას, ეს ვარსკვლავის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოსვლა იყო.

Photo credit: Getty Images

არც უბრალო დაფარვას, არც ფერის სიმუქეს არ შეუძლია ვარსკვლავის გარეგნობისთვის ჩრდილის მიყენება. პირიქით, მკაცრი შავი კაბის ფონზე მსახიობის სილამაზე მხოლოდ გამოიკვეთა.

Photo credit: Getty Images

მდიდრული ოქროსფერი კაბა არამხოლოდ სახეს, არამედ ფიგურასაც მოუხდა. რბილი ნაკეცები წელსა და თეძოებზე კი სხეულის მრუდებს მხოლოდ უფრო მკვეთრად უსვამს ხაზს.

Photo credit: Getty Images

მონიკასთვის ცოტათი უჩვეულო ლუქი იყო. ელეგანტური შა-თეთრი კაბა და გლუვი ხვეულები ძველი ჰოლივუდის სტილში მსახიობს წითელი ხალიჩის დედოფლად აქცევს.

Photo credit: Getty Images

საუკეთესო ლუქებისთვის მოდურ ჯილდოს რომ გავცემდეთ, ამ აბრეშუმის ალისფერ კაბაში მონიკა მისი ლაურეატი გახდებოდა. შეუდარებელია თხემით შლეიფამდე!

Photo credit: Getty Images

ისევ შავი და ისევ მაქმანი, ისევ შეუდარებელი ლუქი!

Photo credit: Getty Images

ამ მუქ ლურჯ კაბაში კი მონიკა პირდაპირი მნიშვნელობით ბრწყინავდა წითელ ხალიჩაზე.

Photo credit: Getty Images

ნამდვილი იტალიური გამობრწყინება მონიკა ბელუჩისა და რობერტო ბოლეს შესრულებით. მსახიობმა გადაწყვიტა, ვა-ბანკზე წასულიყო და ერთ ლუქში შეათავსა წითელი ფერი და მაქმანები. გაამართლა!

Photo credit: Getty Images

მონიკა Valentino-ს ნახევრადგამჭვირვალე შავ კაბაში, გვერდით კი მისი კარგი მეგობარი, ვალენტინო გარავანი. შესანიშნავი დუეტი ამ სიტყვების ყველა გაგებით.