
ყიდვისას ნებისმიერ ტუჩსაცხს იდეალური ფორმა აქვს, მაგრამ რაც უფრო ხშირად იყენებს ქალი ტუჩსაცხს, მით უფრო მეტად ეცვლება წვერის ფორმა. სწორედ ტუჩსაცხის წვერს შეუძლია მფლობელის შესახებ ბევრი საინტერესო რამის თქმა. როგორი ხასიათი აქვს ქალს, ამას მისი ტუჩსაცხი გეტყვით.
Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ქალის ხასიათის გაშიფვრას მისი ტუჩსაცხის წვერის ფორმით.
- ბასრი წვერი. ქალი თავდაჯერებულია და კრიტიკას ვერ იტანს. ყოველთვის თაყვანისმცემლების გარემოცვაშია, რადგან თავის ეფექტურად წარმოჩენა შეუძლია. მასთან კამათი უსაფუძვლოა. საკუთარ სიმართლეში ყოველთვის თავდაჯერებულია. საკუთარ ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს.
- ბრტყელი წვერი. პირდაპირი და გულახდილი ქალია. ინტრიგებს არ ხლართავს, ყოველთვის იმას ამბობს, რასაც ფიქრობს. ასეთ ქალს საიდუმლოებებს ხშირად ანდობენ, რადგან იციან, რომ ჭორაობას არ დაიწყებს.
- ფორმა ყიდვის დღიდან არ იცვლება. ამ შემთხვევაში ქალის ხასიათის გამოცნობა მარტივია, მას დაგეგმილი ცხოვრება უყვარს. დღის წესრიგს იცავს, ქაოსს და უთავბოლოობას ვერ იტანს. სახლში ყოველთვის იდეალური წესრიგი აქვს ისე, როგორც პირად ცხოვრებაში. თავის პრობლემებზე არავისთან საუბრობს.
- მრგვალი ფორმა მკვეთრი კუთხეების გარეშე. ძალიან შრომისმოყვარე ქალი. თითქოსდა, უშრეტ ენერგიას ფლობს. ცხოვრებაში ათასობით იდეის მოფიქრება და განხორციელება შეუძლია. შეუდარებელი კულინარიული შესაძლებლობებით გამოირჩევა. ჩვეულებრივ, კეთილი და მზრუნველი დედაა.
- წვერი, როგორც ნემსი. ასეთ ქალს ქარიშხალი მოაქვს და მის შემდეგ ყველაფერი თავდაყირა დგება. მშვიდად ცხოვრება არ შეუძლია. კამათი უყვარს და მიზნისკენ მიისწრაფვის. თუ რამე ჩაიფიქრა, მისი შეჩერება შეუძლებელი იქნება. ბრბოში ადვილად გამოარჩევთ, ყოველთვის გამორჩეულია.
- V-ს მსგავსი წვერი. ცოცხალი და ინტელიგენტი ქალი. კითხვა უყვარს და შანსს არ გაუშვებს, რომ თავისი ერუდიცია წარმოაჩინოს. კარიერაში წარმატებას აღწევს, კარგი, საქმიანი გონება აქვს. საყვარელ ადამიანთან საერთო ენას ადვილად პოულობს.
- ასიმეტრია. ქალის ხასიათის გამოცნობა ბუნდოვანი ტუჩსაცხის ფორმით რთულია. ხშირად, ასეთი ქალი მსახიობია, რომელსაც სიტუაციებზე მორგება ახასიათებს. თავის ჭეშმარიტ პიროვნებას კარგად მალავს. ერთ წამში შეუძლია სიბრაზე სიხარულით შეცვალოს.
- ორივე მხრიდან თანაბრად ჩაჭრილი. ასეთი ქალი ყოველთვის იღიმის. რომანტიკა უყვარს და ხშირად საკუთარ ოცნებებსა და ფანტაზიებში დაფრინავს. შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს და ნებისმიერი კომპანიის სული და გული ხდება.