
დღეს Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ქვედაბოლოების ნაკრებს, რომელთა დახმარებით ფეხებს ვიზუალურად დააგრძელებთ და უფრო მოხდენილს გახდით. გიამბობთ, თუ რომელი მოდელები და ტექნიკა დაგეხმარებათ ტანის ვიზუალურად გაწელვაში, წელის გამოკვეთასა და სიმაღლეში რამდენიმე სანტიმეტრის დამატებაში.
Zarina, 107 ლარი
არაფერი ადიდებს ქალის სხეულს ისე, როგორც ე.წ. wrap skirts. ასე აჭრილი ქვედაბოლო სხეულის პროპორციებს აბალანსებს, სილუეტს უფრო გამოხატულს და ქალურს ქმნის. აირჩიეთ მაღალწელიანი ქვედაბოლო მუხლამდე გრძელი ან ოდნავ ქვემოთ – ასე ფეხს ვიზუალურად დააგრძელებთ და სხეულს მოხდენილს გახდთ.
ASOS DESIGN, 66 ლარი
ზოლებიანი პრინტის ქვედაბოლო ფეხის დაგრძელების ამოცანას შესანიშნავად გაუმკლავდება. განსაკუთრებით წვრილი, ღია ფერის ზოლები მუქ ფონზე. ხაზები ძალიან მკვეთრი ან ერთმანეთთან ძალიან ახლოს არ უნდა იყოს. ზოლებიანი პრინტი ეფექტურია მაღალწელიან საშუალო ან მაქსიმალური სიგრძის ქვედაბოლოებზე.
Mango, 290 ლარი
დაპლესილი საშუალო სიგრძის ქვედაბოლო სხეულზე კარგად მუშაობს. ნაკეცების წყალობით დამატებითი ვერტიკალური ხაზები ჩნდება, რომლებიც სხეულს მოხდენილს ხდის და ფეხებს აგრძელებს. უფრო მეტი ეფექტისთვის პლესებიან ქვედაბოლოს წვეტიანი, ქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამეთ და წელის გამოკვეთა არ დაგავიწყდეთ.
ASOS DESIGN, 106 ლარი
მაღალწელიანი ქვედაბოლო–ფანქარი წელის და თეძოების გამოკვეთაში დაგეხმარებათ. ფეხების ვიზუალურად დასაგრძელებლად ერთი და იმავე ფერის კოლგოტი და ფეხსაცმელი შეუხამეთ – ასე ტანსაცმლიდან ფეხსაცმელზე ნაზ გადასვლას შექმნის, რაც სხეულს ვიზუალურად დააგრძელებს.
Lime, 116 ლარი
ასიმეტრიული ქვედაბოლო სტილს სიმკვეთრეს შემატებს. სწორად შერჩეული სიგრძის ქვედაბოლო უსწორმასწოროდ აჭრილი კუთხეებით ისეთ ეფექტს შექმნის, როგორც პლისებიანი ქვედაბოლო – ვერტიკალურ ხაზებს ამატებს, ფეხებს აგრძელებს და სიმაღლეს ზრდის. სჯობს ქუსლიან ფეხსაცმელს და მინიმალისტურ ზედას შეუხამოთ.
United Colors of Benetton, 265 ლარი
ფრიალა ქვედაბოლო სხეულს არა მხოლოდ ჰაეროვანს და ქალურს გახდის, არამედ ვიზუალურად დააგრძელებს და სიმაღლეს შეგმატებთ. არჩევანი მაღალწელიან მოდელებზე გააკეთებთ, რომ წელს ხაზი გაუსვათ. დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამეთ.
ASOS DESIGN, 98 ლარი
ფეხის დაგრძელების ამოცანას გრძელი ჩაჭრილი ქვედაბოლო შესანიშნავად გაუმკლავდება. სხეულს ვიზუალურად აგრძელებს და ფეხებს „უსასრულოს“ ქმნის. ქუსლიან ფეხსაცმელთან ერთად ჩაიცვით (თუ ჩექმები ან ბოტილიონი – მხოლოდ მომდგარი).