
ზამთარი გახურებულია, ამიტომ საფუძვლიანად ჩათბილვას ვაგრძელებთ. ზამთრის სტილის მთავარი ნაწილი ქუდია, რომელიც არა მხოლოდ გათბობთ, არამედ მთელი სტილის განწყობას ქმნის. Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ 10 ყველაზე მოდურ თავსაბურავს ცხვრის ტყავით, რომლის ტარებაც გაზაფხულამდე მოგინდებათ.
ცხვრის ტყავის ქუდი მოდური და თბილი ზამთრის თავსაბურავია. ის ისეთი ხაზგასმული არაა, როგორც ბეწვის ქუდი, მაგრამ არც ძალიან მარტივი, როგორც კლასიკური ნაქსოვი ბინი. ეს შეიძლება იყოს ყურებიანი ქუდი, პანამა, ბინი, ბერეტი – არჩევისას თქვენი გემოვნებით და ზედა ტანსაცმლით იხელმძღვანელეთ.
2021 წლის მოდური ცხვრის ტყავის ქუდები
Befree, 35 ლარი
ყურებიანი ქუდი სიცივისგან, ქარისგან და თოვლისგან საიმედოდ დაგიცავთ. გთავაზობთ უნივერსალურ კრემისფერ დალიანდაგებულ მოდელს ბეწვის ნაწილით. შეგიძლიათ ნებისმიერ ყურთუკს ან დუტის ქურთუკს შეუხამოთ როგორც ქალაქში, ასევე მთის კურორტზე ჩასაცმელად – აქსესუარი სხვადასხვა ყოველდღიურ ლუქს ადვილად ერწყმის. ასეთი ქუდი ბეწვის პალტოსთან და ტყაპუჭთან საინტერესოდ გამოიყურება. მსგავსი ფერის მოკლე შარფი და თბილი ნაქსოვი ხელთათმანი შეუხამეთ.
ASOS DESIGN, 53 ლარი
ცხვრის ტყავის ქუდი ბინი – ნაქსოვი მოდელის უჩვეულო ალტერნატივა. პასტელური სალბის შეფერილობა ზამთრის სტილს განაახლებს და მასში მოკრძალებულ აქცენტს შექმნის. ქუდი ნებისმიერ მოსაცმელს შესანიშნავად ეხამება, იქნება ეს ყურთუკი, ქურქი, ტყაპუჭი თუ გრძელი პალტო. მასთან ერთად ნეიტრალური ფერის და გლუვი ტექსტურის შარფი გლუვი და ხელთათმანები გამოიყენეთ, რომ სტილი არ გადატვირთოთ. უფრო თბილ ამინდში ასეთი ქუდი ჯინსის ოვერსაიზ ქურთუკს და ტყავის ჟაკეტს შეუხამეთ.
ASOS DESIGN, 53 ლარი
თუ წინა ვარიანტი თქვენთვის ძალიან მოსაწყენია, მაშინ უფრო მოდურ, უჯრედულ ვარიანტს დააკვირდით. ის ბაზური ჩრდილების პალტოსთან ჰარმონიულ კომბინაციას ქმნის. მაგალითად, შეგიძლიათ აქლემისფერ პარლტოსთან ერთად ჩაიცვათ და შინდისფერი შარფი და შავი ფეხსაცმელი შეუხამოთ. ამ სეზონზე უჯრედული დუტის ქურთუკები მოდაშია, ამიტომ ერთ ლუქში სხვადასხვა უჯრედების კომბინირების არ შეგეშინდეთ – ეს ბევრი მოდის მიმდევრის საყვარელი ტექნიკაა. ბეწვის უჯრედული ქუდი ტყაპუჭს შესანიშნავად შეავსებს – დინამიურ, კომპლექსურ და ტექსტურირებულ სტილს მიიღებთ.
Glamorous, 67 ლარი
ჯერ კიდევ გასულ სეზონზე პანამა ქუდებმა საზაფხულო გარდერობიდან ზამთარში გადაინაცვლა. დიზაინერები ცივ სეზონზე ტყავის, ვინილის ან ბეწვის მოდელებს გვირჩევენ. გთავაზობთ ხელოვნურ დათრიმულ პანამას ნეიტრალურ კრემისფერში. მოკლე დუტის ქურთუკს, ოვერსაიზ ყურთუკს და ბეწვს იდეალურად უხდება. ასევე შეგიძლიათ თავისუფლად აჭრილ პალტოსთან, ლაქიან ტყაპუჭთან ერთად (კონტრასტული ტექსტურების მოდური კომბინაცია შეიქმნება), ხოლო მოგვიანებით გაზაფხულზე და ნაადრევ შემოდგომაზე – ქურთუკ ბომბერთან, ჯინსის ქურთუკთან, ნაქსოვ კოსტუმთან ერთად.
My Accessories, 67 ლარი
ორმხრივი პანამა – მოდური და პრაქტიკული შენაძენი, რომელიც ერთდროულად 2 ტრენდულ ტექსტურას ეხამება – ლაქის ტყავს და ცხვრის ტყავს. თუ ტყავის ქურთუკი ან ქურთუკი–ავიატორი გაცვიათ, პანამის ბეწვის ვარიანტი აირჩიეთ. თუ ზამთარში ბეწვის ქურქს ან პალტოს იცვამთ, სჯობს ლაქის ტყავის პანამა აირჩიოთ.
Ruslan Baginskiy, 689 ლარი
ზამთრის ყურებიანი ქუდი ნატურალური ან ხელოვნური ცხვრის ტყავით – იდეალური თავსაბურავი ცივ ზამთარში. შავი ფერის მოდელი ღია ფერის ტანსაცმელს ჰარმონიულად ერწყმის. მაგალითად, შეგიძლიათ შეუხამოთ კრემისფერი პალტო, თეთრი ყურთუკი ან კრემისფერი ტყაპუჭი. თუ თქვენი ზამთრის ტანსაცმელიც შავი ფერისაა, თეთრი შარფით და ღია ფერის ხელთათმანებით გააზავეთ.
SHEIN, 19 ლარი
საყვარელი, ფუმფულა, დათბილული ქუდი პომპონით სიმყუდროვეს და სინაზეს შეგმატებთ. შესანიშნავია მათთვის, ვისაც ჩვეულო ნაქსოვი ქუდები ბეწვის პომპონით მობეზრდა. ქუდი უხდება ყურთუკს და ქურთუკს, ქურქს და პალტოს. მასთან ერთად რბილი, გრძელი შარფი და მსხვილად ნაქსოვი ხელთათმანები მაჯაზე ბეწვის ნაწილით გამოიყენეთ.
ASOS DESIGN, 44 ლარი
თუ ბერეტის მოყვარული ხართ, ყურადღება ამ ხელოვნური ცხვრის ტყავის საინტერესო მოდელს მიაქციეთ. ასეთი თავსაბურავი ნებისმიერ პალტოს, მოკლე დუტის ქურთუკს და ქურქს უხდება. გვიან გაზაფხულსა და ნაადრევ შემოდგომაზე მკაცრ კოსტუმს, ნაქსოვ კაბას და მოცულობით ჟაკეტს, ჯინსებს იდეალურად უხდება. ბერეტი საკმაოდ ნეიტრალურია, ამიტომ ლუქში უფრო აქცენტური აქსესუარების დამატების არ შეგეშინდეთ.
NAGRI, 22 ლარი
კიდევ ერთი აქტუალური თავსაბურავი – ბეისბოლის ქუდი. ცივ სეზონზე გთავაზობთ ხელოვნური ცხვრის ტყავის მოდელს, რომელიც სპორტული და ქუჩის სტილის მოყვარულებს ძალიან მოეწონებათ. მას შეგიძლიათ დაუმატოთ ნაქსოვი კოსტუმი, ქურქი და ზამთრის ბოტასები. კარგი ვარიანტია შარვალი კარგო, ჰუდი და ღია ფერის ოვერსაიზი ქურთუკი. გაზაფხულზე ბეისბოლის ქუდი მოცულობითი ჯინსის, ქურთუკი–პერანგის ან 90-იანი სტილის სვიტერის შესანიშნავი დანამატი გახდება.