როგორ შევარჩიოთ ძვირადღირებული და ხარისხიანი ჩანთა: რას მივაქციოთ ყურადღება მაღაზიაში

0
327

ბევრი გოგო დარწმუნებულია, რომ კარგი ჩანთა ძვირადღირებული ჩანთაა. თუმცა Girl.ge-ს რედაქცია ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. მნიშვნელოვანია არა ფასი, არამედ ის, თუ როგორ გამოიყურება. კარგი და ხარისხიანი ნიმუში შეგიძლიათ ნახოთ როგორც პრემიუმ ბრენდების კოლექციებში, ასევე მასმარკეტში. ამისთვის კარგი ჩანთის მთავარი ნიშნები დაიმახსოვრეთ და შეძენისას მათ ყურადღება მიაქციეთ.

1. ფორმას ინარჩუნებს

DANSE LENTE, 955 ლარი

ეს პუნქტი მხოლოდ უხეში ჩარჩოს მქონე ჩანთებს არ ეხება. რბილი, შეფუთული ჩანთაც ფორმას უნდა ინარჩუნებდეს. თუ შეამჩნიეთ, რომ ქსოვილი ადვილად ნაოჭდება, ერთ მხარეს იხრება, სადღაც იბერება – ეს დაბალი ხარისხის ნიშანია! გვერდი აუარეთ!

2. სწორი ნაკერები

MARC JACOBS, 1318 ლარი

ნაკერებს ყურადღება აუცილებლად მიაქციეთ – მასზე დამოკიდებულია არა მხოლოდ ჩანთის გარეგნობა, არამედ ისიც, თუ რამდენ ხანს გაგიძლებთ. პირველი, რამაც უნდა შეგაშფოთოთ – გამოშვერილი ძაფები. დიახ, მათი მოჭრა შეიძლება, თუმცა დიდი ალბათობით, უფრო შორს გავრცელდება. ნაკერი ირიბი ან ძალიან ამობურცული არ უნდა იყოს – ასეთი დეტალები შეუიარაღებელი თვალით ჩანს.

3. არაფერი ზედმეტი

AESTHER EKME, 980 ლარი

უხვი დეკორი – იაფი ჩანთის ერთ–ერთი მთავარი ნიშანი. როგორც წესი, ხელოვნური ბრილიანტები, მძივები, ჯაჭვები და სხვა „მორთულობა“ ყურადღების გადატანას ემსახურება. მათ გამო მასალის დაბალი ხარისხის შემჩნევა რთულია. გარდა ამისა, ყიდვის შემდეგ ასეთი დეტალები ფერს კარგავს, ძვრება ან უბრალოდ იკარგება. ეს კი ჩანთის გარეგნობას ნამდვილად არ ალამაზებს.

4. მძაფრი სუნის არ ქონა

STAUD, 988 ლარი

ჩანთის ქსოვილს მნიშვნელობა არ აქვს, მას მძაფრი სუნი არ უნდა ჰქონდეს. გაურკვეველი არომატი მიგითითებთ, რომ მწარმოებელმა მასალის ხარისხზე დაზოგვა გადაწყვიტა. ბევრი გოგო ჩივის, რომ ჩანთის სუნი თევზის სუნს ჰგავს. მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ რიგი არაკეთილმოსურნე მწარმოებლები ტყავის გასარუჯად თევზის ცხიმს იყენებს, რაც მზა ნაწარმის ღირებულებას მნიშვნელოვნად ამცირებს. არა ნაკლებად მძაფრი არომატი აქვს კაზეინის წებოს ან ქიმიკატებს, რომლებიც ტყავის დამუშავებისა და შეღებვისას გამოიყენება. თუ მაღაზიაში რაღაც „უცნაური“ იგრძენით, გირჩევთ, ჩანთა გადადოთ. უცნაური სუნის მოშორება რთულია და დრო სჭირდება. გარდა ამისა, ასეთმა შენაძენმა შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები, როგორიცაა ალერგია ან კანის გაღიზიანება.

5. კვალს არ ტოვებს

STUDIO AMELIA, 1100 ლარი

უხარისხო ჩანთამ შეიძლება ტანსაცმელი დაალაქავოს და კანზე კვალი დატოვოს. შეძენამდე ჩანთის ზედაპირს ღია ფერის ცხვირსახოცი გადაუსვით, რომ საღებავის მდგრადობა შეამოწმოთ. თუ ტესტი გავლილია, შემდეგ ეტაპზე გადადით!

6. ორიგინალია

TWIN-SET, 1065 ლარი

ლუქს ბრენდის ჩანთის ყალბი ნიმუში არასდროს შეიძინოთ. პირველ რიგში, ეს ცუდი ტონია. მეორეც, 90% შემთხვევაში ყალბი ნიმუშის გამოვლენა ერთი შეხედვით შეიძლება. მესამეც, იაფი ასლის შერჩევისას მაღალი ხარისხის იმედი არ გქონდეთ.

სჯობს ბიუჯეტური ბრენდის მოდელებს გადახედოთ. მათ შორის ძვირადღირებული ჩანთების ღირსეულ ალტერნატივას იპოვით.

7. ფერს ყურადღება მიაქციეთ

STUDIO AMELIA 1187 ლარი

გაჯერებული, თანაბარი ჩრდილი მიგანიშნებთ, რომ ჩანთა ხარისხიანად არის დამზადებული. ზედაპირი დაათვალიერეთ და ლაქების, ნახეთქების ან ზოლების არსებობა შეამოწმეთ (თუ, რა თქმა უნდა, ეს დიზაინერის ჩანაფიქრი არაა). თუ ასეთი ნიშნები შეამჩნიეთ, შეძენისგან თავი შეიკავეთ.