
14 იანვარს დასრულდა ურანის ხანგრძლივი რეტროგრადიული პერიოდი, რომელიც ჯერ კიდევ 2020 წლის აგვისტოში დაიწყო. ასტროლოგიაში ურანი მართავს მერწყულს, ეს კი სურპრიზებისა და ცვლილებებისკენ ლტოლვის ვარსკვლავური ხორცშესმაა. ხოლო მერწყულის უძველესი მმართველი სატურნი სწორედ ახლა იმყოფება მშობლიურ ნიშანში. სურპრიზებისა და ცვლილებების პლანეტა ურანი აგრძელებს კუროში მოძრაობას, რაც მოულოდნელ ცვლილებებს მოიტანს საქმიან და სოციალურ ცხოვრებაში, ფინანსურ გეგმებში. მოემზადეთ, ცვლილებები გელით, თანაც, უკეთესობისკენ!
ურანის აქტიურობას ახლა უხვად კრავს დეზს მოუთმენელი მარსი, რომელიც, მართალია, აქტიური მოქმედების პლანეტაა, თუმცა, ახლა კუროს ნიშანში იმყოფება, რაც ცუდად ისახება მარსის წინსვლაზე. გამოდის, რომ მარსისა და კუროს ორმხრივი უსიყვარულობა არ აძლევს ურანს ენერგიის საჭირო ნაკადს, თუმცა, ამავდროულად, იგი იღებს მანამდე უკმარის იმპულსს მერწყულში მძლავრი სტელიუმისგან: მერკური, სატურნი, იუპიტერი და მთვარე ურანს დაეხმარება თავის დანიშნულებებთან გამკლავებაში.
რას ნიშნავს ეს? ჩვენ ველით ცვლილებებს, ამჯერად კი, როგორც ჩანს, ისინი გვიახლოვდება: პლანეტები გვიწინასწარმეტყველებენ რადიკალურ ცვლილებებსა და ჩანაცვლებებს, ზოდიაქოს ყველა ნიშნის ცხოვრებაში! ნუ ჩავარდებით პანიკაში – ეს ცვლილებები აუცილებლად მოგვიტანს უკეთეს ცხოვრებას.
გაიგეთ, კონკრეტულად როგორი ცვლილებები გელით, Girl.ge-ის რედაქციის მიერ მომზადებული ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით.
ვერძი
თუ მკაფიო ფინანსური გეგმა გაქვთ, ხელი პულსზე უნდა გედოთ: ვერძისთვის პირდაპირი ურანი უეცარი ცვლილებების მარაგია მატერიალური სარგებლით. ყურადღება მიაქციეთ საფულესა და საბანკო ანგარიშს. შესაძლოა, დადგა დრო, არამხოლოდ საკუთარი ფასი აღიაროთ, არამედ გადადგათ გარკვეული აქტიური ნაბიჯები, სამყარომ რომ დაგაჯილდოვოთ.
კურო
შესაძლოა, უეცრად შეგეცგვალოთ საკუთარი გარეგნობის, შინაგანი იმიჯისა და იმის აღქმა, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეთ სხვების თვალებში. რთული სიტუაციაა, როცა ეს სამი რადიკალურად განსხვავებული სახეებია, ეს თქვენს ცხოვრებაში გაუგებრობას მოიტანს. გადადგით ნაბიჯი ცვლილებებისკენ, რომლებსაც ურანი გპირდებათ: მიიღეთ საკუთარი ჭეშმარიტი არსი, ეს სიმშვიდეს დაგიბრუნებთ.
ტყუპები
თქვენი ქვეცნობიერი, პირდაპირი ურანის გავლენით, ზედმეტად დაკავებულია, ამიტომაც ითვისებთ სტაბილურ ფასეულობებს, რომლებიც შეიძლება მხოლოდ დეტალებში იცვლებოდეს. თქვენ სჭირდებით სამყაროს, ეს უდავო ფაქტია, უბრალოდ მიეჩვიეთ ამაზე არამხოლოდ ფიქრს, არამედ მათ მიღებასაც.
კირჩხიბი
თქვენ გარშემო შეიძლება გაჩნდნენ ახალი ადამიანები, რომლებსაც ურთიერთობა სწყურიათ. ურანი გვპირდება, რომ ეს იქნებიან საინტერესო პიროვნებები და სახალისო ნაცნობები, რომლებიც დაგეხმარებათ ოცნებების განხორციელებაში. დასთანხმდით სამყაროს და მიიღეთ ძღვენი, ეს ხომ ახალი პერსპექტივები და დადებითი ცვლილებები იქნება. ახლა საუკეთესო დროა ჰორიზონტის გასაფართოებლად.
ლომი
ცვლილებები კარიერისა და ცხოვრებისეული გზის ბალანსში გელით. ურანმა გადაწყვიტა, შეერყია ეს ჰარმონია და გადაეტანა რეალობის რელსებზე, თქვენი დამსახურების შესაბამისად. ესაა შესანიშნავი ნიშანი იმისა, რომ სამყარომ დამსახურებულად დაგაფასათ, უბრალოდ ახალი შესაძლებლობების გამოყენებაა საჭირო.
ქალწული
როგორც იქნა, დადგა დრო, გადახედოთ თქვენს ძველ ჩვევებს, მოიშოროთ წინასწარი წარმოსახვები და მზად იყოთ ახლის შესახვედრად. სწორედ პირდაპირი ურანის ხელმძღვანელობით გამოდის ეს იდეალურად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდება ცვლილებები ჯანმრთელობის, პირადი ცხოვრებისა და სამსახურის სფეროებში, უიშვიათესი შანსი გაქვთ, შეინარჩუნოთ ჰარმონიული ბალანსი ცხოვრების ამ სამ მნიშვნელოვან სფეროს შორის. არ იმუშაოთ ჯანმრთელობის ხარჯზე, არ დაგავიწყდეთ პირადი ცხოვრება პროფესიულის გამო – ეს დაუჯერებლად ძვირფასი თვისებაა. არ გაუშვათ ცვლილებები უკეთესობისკენ.
სასწორი
თქვენთვის ოქროს ხანა დგება – სწავლობთ ფინანსების უფრო ეფექტურად მართვას, რამაც შეიძლება მოულოდნელი ფორმები მიიღოს. ბიუჯეტის განაწილება ქორწინებაში ან პარტნიორობაში? ვალების მართვის ახალი, პროგრესული სტილი? თუ ახალი ფინანსური ინსტრუმენტების ათვისების შესაძლებლობა გაჩნდა, არ გაუშვათ იგი ხელიდან და არ გახსნათ ყულაბა ცვლილებებისთვის განსხვავებული ხმის მინიჭების უგნური მიზნით, ეს ის შემთხვევა არაა.
მორიელი
თქვენი ცვლილებები პირადი ცხოვრების აღქმას ეხება და რაღაც მუმდმივად იცვლის პოლარულობას, ხან საკუთარი შეხედულება პარტნიორობაზე, ხან ბალანსი ან სტატუსის ცვლილებები. თუ მარტო ხართ, ეს ახალი ურთიერთობების დრო იქნება. გახსოვდეთ, თუ თქვენთვის ზოგადი ფასეულობებია მნიშვნელოვანი, ეს ურთიერთობებში ჰარმონიას მოგიტანთ.
მშვილდოსანი
თქვენი თვითშეგრძნება საკუთარ თავს მთელი ხმით გახსენებთ და დაჟინებულ ყურადღებას მოითხოვს. ეს შეიძლება იყოს ჯანმრთელობა ან პროფესიული გამოფიტვის პირველი ნიშნები, თუმცა, ახლა უნდა დათმოთ თქვენი მუდმივი შეუპოვრობა და აჩქარება და სიყვარულით მოუსმინეთ საკუთარ თავს. გამოიყენეთ ეს მომენტი, ეს ცვლილება აუცილებლად გააუმჯობესებს თქვენს ცხოვრებას.
თხის რქა
მიმოიხედეთ, სადღაც თქვენთან ახლოს, ვიღაცას თქვენი კრეატიული, პერსპექტიული, შემოქმედებითი პროექტი სჭირდება! მაშინაც კი, თუ ეს საკმაოდ რიგითი საკითხია პროფესიული სფეროდან, სწორედ ახლა შეუძლია ურანს მისი გადაჭრა შემოქმედებითი თვალსაზრისით, წარმატებული ორიგინალურობის დამატებით.
მერწყული
თქვენი მისწრაფება ახალი შთაბეჭდილებებისკენ არ აუქმებს იმას, რომ სწორედ ჩუმი დასასვენებელი ჰავანის არსებობა გაძლევთ სტაბილურობისა და უსაფრთხოების შეგრძნებას. თქვენი სახლი იქაა, სადაც თქვენი გულია და, შესაძლოა, მას გადასახლება მოუხდეს. იცვლებით, თქვენთან ერთად კი იცვლება თქვენი სახლიც, ამიტომ, გადასვლის მოულოდნელი იდეა სულაც არაა ისეთი შემთხვევითი, როგორიც გგონიათ: სამყარომ გადაწყვიტა, თქვენი საგზაო ჩემოდანი განაახლოს.
თევზები
გადაწყვიტეთ, აღარ გაჩუმდეთ და გამოთქვათ ყველაფერი, რაც გულს გიმძიმებთ? შესანიშნავი მომენტია საჭირო აქცენტების გასაკეთებლად. თქვენი ფასეულობები მნიშვნელოვანია, თამამად შეგიძლოიათ მათი გაჟღერება და სხვებისგან მათი პატივისცემის მოთხოვნა. რა თქმა უნდა, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს უხერხული და მოურიდებელიც კია, თუმცა, სცადეთ და შვებას მაშინვე გრძნობთ. ეს მთავარი დაბრკოლებაა საკუთარი თავის ისეთად აღქმის გზაზე, როგორიც ხართ. ნუ შეგეშინდებათ, პირდაპირი ურანი თქვენს მხარესაა.