ღვთაებრივი საუზმე ორი ინგრედიენტით, რომლითაც დღეს ცნობილი იოგი იწყებს.

0
1229

თითოეულ ადამიანს აქვს თავისებური გაგება იმისა, თუ როგორი უნდა იყოს საუზმე. ვიღაცას გადარბენაზე ერთი ფინჯანი ყავა ჰყოფნის, ვიღაცას ბუტერბროდი და ჩაი ურჩევნია, ხოლო ვიღაც სახლიდან არ გავა, სანამ მსუყედ არ ისაუზმებს. საკვების შესახებ ყველას თავისი წარმოდგენა და თავისებური კვებითი ჩვევები აქვს.

Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ სადხგურუს რჩევებს, რომლებიც საკვებს ეხება. ინდოელი იოგი გვეუბნება, როგორია სწორი საუზმე, მისი აზრით, და რას მიირთმევს თავად ყოველ დილით, თავი საუკეთესოდ რომ იგრძნოს.

Photo credit: Depositphotos

როგორი უნდა იყოს საუზმე

“არ არსებობს კარგი ან ცუდი კვებითი ჩვევა. თუ ადამიანი ჩვევის მიხედვით მოქმედებს, ესე იგი, ის გაუაზრებლად, გაუცნობიერებლად მოქმედებს. ეს ნებისმიერ შემთხვევაში ცუდია. ადამიანის არსებობის არსი ხომ სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას ყველაფრის გააზრებულად გაკეთება შეუძლია. მაშინ, როცა ადამიანი რაღაცას გააზრებულად აკეთებს, იგი მშვენიერი და დახვეწილი ხდება.”

Photo credit: Depositphotos

“საკვები უნდა შეეფერებოდეს იმ სხეულს, რომლისთვისაც მას მივირთმევთ. საკვები ხომ ჩვენი სხეულის სამშენებლო მასალაა. თქვენ საკვებთან ექსპერიმენტი უნდა ჩაატაროთ. იგი იგრძნოთ არამხოლოდ ენით, არამედ სხეულით. უბრალოდ ისწავლეთ დაკვირვება იმაზე, თუ რამდენად კარგად გრძნობთ თავს ამა თუ იმ საკვების მიღების სემდეგ. ეს გაგების საუკეთესო გზაა.” – ირწმუნება სადხგურუ.

“თუ ჩვენს აშრებს ეწვევით, შეამჩნევთ, რომ აქ ადამიანები ძალიან აქტიურები არიან. ამასთან, ისინი დღეში მხოლოდ ორჯერ ჭამენ: დილის 10-ზე და საღამოს 7-ზე. ეს სავსებით საკმარისია. მართალია, დღის 4 საათისთვის კუჭი ცარიელი აქვთ, მაინც არ შიმშილობენ.

როცა ადამიანი შიმშილობს, მისი ენერგიის დონე დღითიდღე იკლებს. აი, ცარიელი მუცელი კი კარგია. თქვენი სხეული და ტვინი საუკეთესოდ მუშაობს მაშინ, როცა კუჭი ცარიელია. ამიტომაც ვიკვებებით ასე, საკვების მიღებიდან 2-2.5 საათის შემდეგ კუჭი ცარიელი რომ იყოს. ძილითაც ყოველთვის მშიერს გვძინავს.”

Photo credit: Depositphotos

როგორი საკვებია მისაღები

“თუ საკვები არასაკმარისად კარგია იმისთვის, რომ ხელით შეეხოთ, არამგონია, საკვებად ვარგოდეს. ადამიანი ვერ აკონტროლებს ჩანგლის სისუფთავეს, თუმცა, საკუთარი ხელების სისუფთავის კონტროლი ნამდვილად შეუძლია. როცა ჩემს თეფშზე რაღაც ჩნდება, საკვებს ხელით ვეხები. ვგრძნობ, შეიძლება თუ არა მისი ჭამა, მხოლოდ ამის შემდეგ ვსინჯავ. ჭამას მანამ არ ვიწყებ, სანამ არ შევეხები. როცა საკვები ჭამად არ ღირს, უბრალოდ არ ვსინჯავ მას. ჩემი ხელები პირველი საფეხურია.

უნდა გესმოდეთ, როგორ იმოქმედებს საკვები ჩვენში. უნდა აღმოჩნდეს თუ არა ეს საკვები ჩვენში? საკვების შეგრძნებით, თქვენ გეცოდინებათ, მიიღებთ თუ არა ამ დღეს სარგებელს საკვებისგან. არ არსებობს რეცეპტი, რომელიც ადამიანმა უნდა მიირთვას, რადგან ეს თავად უნდა იგრძნოს და ესმოდეს.” – ამტკიცებს ინდოელი იოგი.

Photo credit: Depositphotos

სადხგურუს საუზმე

და მაინც, სადხგურუ გვიყვება, თუ როგორი საუზმე მოსწონს მას ყველაზე მეტად. საქმე ისაა, რომ მის ცხოვრებაში ყოფილა ისეთი ეტაპიც, როცა მხოლოდ თხილითა და ბანანით იკვებებოდა. მამაკაცი დარწმუნებულია, რომ ამ პროდუქტებში ყველაფერია, რაც ადამიანს სჭირდება.

“ერთ მუჭა მიწისთხილს მთელი ღამით ვალბობდი წყალში. ამას + 1 ბანანი. ასეთი საუზმის შემდეგ, უფრო ენერგიული და აქტიური ვიყავი, ვიდრე სხვა ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულ კერძებს მიირთმევენ. ეს სრულყოფილი საკვებია.” – ამტკიცებს გურუ.

Photo credit: Depositphotos

იოგს სჯერა, რომ, თუ მიწისთხილის 6-8 საათით ჩავალბობთ, მას მოშორდება ყველაფერი ცუდი, დარჩება მხოლოდ საუკეთესო. მთავარია, პროდუქტი ძალიან კარგად დაღეჭოთ. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია იმაში დარწმუნებაც, რომ მიწისთხილი ნორმალურ პირობებშია მოყვანილი, ყოველგვარი საეჭვო სასუქის გარეშე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისგან სარგებელს ვერ მიიღებთ.

აგრეთვე, შეგიძლიათ, ჩალბობილი მიწისთხილი ათქვიფოთ ბლენდერში ბანანთან ან სხვა სასურველ ხილთან ერთად. შეგიძლიათ, თაფლი დაუმატოთ. 2 წუთში მაგიდაზე შესანიშნავი საუზმე იდება. თუ რაღაც უფრო თხევადია საჭირო, უბრალოდ დაუმატეთ წყალი. 4-5 საათით დანაყრება გარანტირებულია.

Photo credit: Depositphotos

თქვენ რას ფიქრობთ სადხგურუს კვებით რჩევებთან დაკავშირებით? თქვენ რას მიირთმევთ დილაობით?