
ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში საინტერესო იგავ-არაკს წავაწყდი. ზოგადად, ისინი დიდად არ მიყვარს, მაგრამ ეს კონკრეტული მართლა ძალიან მომეწონა. იგი ღმერთსა და ქალს ეხება. აგრეთვე, ცოტას იმაზეც ვისაუბრებთ, თუ როგორ ხდება მამაკაცის მოზიდვა ქალის ცხოვრებაში.

მამაკაცის მოზიდვა ქალის ცხოვრებაში
მოკლედ, იგავ-არაკის არსი ასეთია:
ღმერთთან ერთი ქალი მივიდა და მამაკაცი სთხოვა საკუთარი თავისთვის. ღმერთმა ჰკითხა:
– როგორი მამაკაცი გინდა?
– ძლიერი, მამაცი და მტკიცე. როგორც გემის კაპიტანი.
– კარგი.
– ისიც მინდა, რომ ჭკვიანი და საზრიანი იყოს. მასთან ნორმალურად საუბარი რომ შემეძლოს და არ იყოს მოსაწყენი.

ღმერთმა უპასუხა:
– ასე არ ხდება. ჭკვიანი ყოველთვის წინდახედული და დაკვირვებულია, ესე იგი, მტკიცე ვერ იქნება და გადაწყვეტილებებს სწრაფად ვერ მიიღებს. მამაცი კი ხშირად უგულებელყოფს საფრთხეს, რაც საზრიანობაზე არ მიუთითებს.
მაშინ ქალმა თქვა:
– კარგი, მაშინ ვნებიანი საყვარელი იყოს, ნამდვილი კაზანოვა, ჩემზე რომ გიჟდებოდეს და ხელის გულზე მატარებდეს.
– ეს შესაძლებელია.
– მაგრამ, ჩემზე ჩაციკლული არ იყოს, როგორც საწყალი პიერო თავის მალვინაზე.

ღმერთმა უკვე შეუბღვირა ქალს:
– ესეც ძალიან რთულია. ჩვეულებრივ, როცა უყვართ, დიდხანს და ხშირად იტანჯებიან. აქედან მოდის ჩაციკლულობაც.
მესამედ ქალი უკვე დანებდა:
– კარგი, მაშინ მდიდარიც იყოს.
– ეს მარტივია.
– ოღონდ, გულუხვიც უნდა იყოს.

ღმერთმა ამოიოხრა და მიუგო:
– გულუხვს არ შეუძლია სიმდიდრის დაგროვება. მდიდარი იმიტომაცაა მდიდარი, რომ ფულს არ ფლანგავდა.
ღმერთმა კიდევ ერთხელ ამოიოხრა და ქალი თხოვნის დაუკმაყოფილებლად გაგზავნა.
აი, ასეთი ჭკუისსასწავლებელი ისტორიაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იდეალური არავინაა, შეუძლებელია, ასე იყოს. ამიტომ, ნურასდროს დაელოდებით მეორე ნახევრისგან ზედმეტს.

სხვათა შორის, ცხოვრებაში სიყვარული რომ მოვიზიდოთ, არსებობს რამდენიმე შესანიშნავი აფირმაცია. მაგალითად:
- საკუთარ თავს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფას ადამიანად მივიჩნევ. ასეა!
- ლამაზი და მომხიბლავი, უნიკალური ყვავილი ვარ. ჩემი მსგავსი არავინაა, რაც შესანიშნავია!
- ქალური სილამაზისა და მიმზიდველობის ტალღებს ვასხივებ.
- გულს ვუხსნი სიყვარულს.
- ვგრძნობ, რომ ვუყვარვარ.
- თავს სიყვარულის უფლებას ვაძლევ. ეს უსაფრთხოა.
მაგალითად, გაიმეორეთ ეს სიტყვები ძილის წინ ან ნებისმიერ მოსახერხებელ დროს, შედეგს მალევე შენიშნავთ.

ყოველთვის გონივრულად მიუდექით პარტნიორის არჩევას. ყურადღებით მოუსმინეთ საკუთარ თავსაც, იმის გასაგებად, თუ რა გჭირდებათ ბედნიერებისთვის კონკრეტულად თქვენ. გვითხარით, თქვენ რომელ თვისებებს აფასებთ პარტნიორში ყველაზე მეტად.