ღვთისმშობლის მითითებები: რას გვასწავლის წმინდა ქალწული

0
2099

რთულ წუთებში, თითქოს, არც ერთ ადამიანს არ შეუძლია ლოცვის გარეშე გაძლება. შეუძლებელია, ამ დროს არ გაგვახსენდეს ქალწული მარიამი, წმინდა ღვთისმშობელი, რომელიც მსოფლიოში ყველა დედას ასახიერებს. მოდით, წლის დასაწყისშივე ავიღოთ მაგალითი და მხარდაჭერა ღვთისმშობლისგან, რათა მთელი წელი მშვიდობიანი და ხელსაყრელი იყოს.

Photo credit: Depositphotos

Girl.ge-ის რედაქციამ გადაწყვიტა, ჩამოეთვალა ის კეთილშობილი რჩევები, რომლებსაც დიადი დედა გვასწავლის. გამოიყენეთ ისინი როგორც საკუთარი, ისე სხვა ადამიანების საკეთილდღეოდ.

რას გვასწავლის ქალწული მარიამი

1. თქვით “კი”

უთხარით “კი” ყველაფერ უცნობს. სწორედ ასე მოიქცა ღვთისმშობელი, როცა ზეციდან ანგელოზი მოევლინა იმის შესატყობინებლად, რომ იგი უფალმა ვაჟის გასაჩენად აირჩია. მან ეს მთელი პასუხისმგებლობით მიიღო. ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. ვუთხრათ ყველაფერ უცნობს “კი”, რადგან არ ვიცით, რა მოგვიმზადა ღმერთმა რეალურად.

Photo credit: Depositphotos

2. შეინარჩუნეთ სიმშვიდე

ცხოვრებაში ისეთი სიტუაციებიც გვხვდება, როცა, თითქოს, ფეხქვეშ ნიადაგი გვეცლება. რთულია ემოციების დაოკება, როცა სულში იმედგაცრუება სახლდება და ყველაფერი ხელიდან გვეცლება. ამ შემთხვევაში, მიენდეთ უფალს, როგორც ეს თავად ღვთისმშობელმა გააკეთა.

3. ნუ შეუშინდებით დახმარების შეთავაზებას

ჩვეულებრივ, ჩვენ არ ვჩქარობთ სხვებისთვის დახმარების შეთავაზებას, ხშირად, ვხელმძღვანელობთ პრინციპით, რომ ეს მას არ სჭირდება. ამ დროს უნდა გავიხსენოთ ქალწული მარიამი, რომელსაც საშინელი განსაცდელი – ვაჟის დაკარგვა მოუვლინა უფალმა. თუმცა, მან ამის შემდეგაც შეინარჩუნა ძალა, დახმარებოდა სხვებს.

Photo credit: Depositphotos

4. ბავშვები ცხოვრების აზრები არიან

ბავშვებს არ აქვთ ისეთი გამოცდილება, როგორიც ზრდასრულებს, მათ გონებაში ზოგიერთი ცნება ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული. ამიტომ, იყავით მშვიდად, დაეხმარეთ გაგებაში და მხარი დაუჭირეთ მათ. როგორც ეს ღვთისმშობელმა გააკეთა, როცა იესო დაიკარგა, 3 დღეში კი ტაძარში იპოვეს.

5. მორჩილება სისუსტე არაა

მიუხედავად იმისა, რომ მარიამს დედამიწაზე ყველაზე მაღალი მისია დაეკისრა, ამის გამო მას არ უტრაბახია. რეალურად, მას უსაზღვრო ძალა ჰქონდა, რომელიც საკუთარი ინტერესებისთვის არასდროს გამოუყენებია. თავის ჯვარს ისევე ატარებდა, როგორც მისი შვილი, უბრალოდ ასრულებდა ყველა ცხოვრებისეულ დავალებას. ნუთუ, ეს არ არის მისაბაძი მაგალითი?

Photo credit: Depositphotos

6. იპოვეთ ძალა საკუთარ თავში

ღვთისმშობელმა საკუთარი თავი ვაჟზე ზრუნვას მიუძღვნა. იგი ყოველთვის პოულობდა საკუთარ თავში ძალას მის მხარდასაჭერად, ყველაზე რთულ მომენტებშიც კი ვაჟის მხარეს იყო. როგორც ჩვენ, როგორც არ უნდა გვიჭირდეს, დაღლილი ვიყოთ ან სხვა მიზეზით ვიყოთ დათრგუნული, უნდა ვიპოვოთ დრო და ძალა იმისთვის, რომ ახლობლებზეც ვიზრუნოთ. გავუზიაროთ მათ სითბო და ზრუნვა. ცხოვრება უფრო ნათელი და სასიამოვნო ხდება, როცა ვიღაცას ვჭირდებით.

ლოცვა ღვთისმშობლისადმი

“ვუგალობ მადლსა შენსა, დედუფალო, და გევედრები, გონებაჲ ჩემი აღავსე მადლითა, წარმიმართე მე, რაჲთა ვიდოდე გზასა უფლისა მცნებათასა. გალობასა შინა მღვიძარებით განმაძლიერე, რომელი დახსნილობისა ძილითა შეპყრობილ ვარ. საკრველთაგან ცოდვათა ჩემთასა განმხსენ მეოხებითა შენითა, სძალო ღმრთისაო. ღამით და დღით დამიცევ ბრძოლათაგან ეშმაკისათა და განმარინე მე. რომელმან ცხოვრების მომცემელი ღმერთი მუცლად იღე, მე, მომწყდარი ვნებათაგან განმაცხოველე. რომელმან ნათელი დაუღამებელი ჰშევ, სული ჩემი დაბნელებული განანათლე. დიდებულო მეუფისა საყდარო, ტაძრად სულისა წმიდისა განმწმიდე მე. რომელმან მკურნალი იგი ყოველთა ჰშევ, განკურნენ სულისა ჩემისა ვნებანი დამძიმებულნი. რომელი ვიგვემები ღელვათა შინა ამის სოფლისათა, მყუდროებად მიმაწიე. მიხსენ მე ცეცხლისა მისგან საუკუნოჲსა და დაუცადებელად მტანჯველისაგან მატლისა. ნუ მიჩვენებ მე ეშმაკთა ჩემ ზედა მოხარულთა, რომელსა მიქმნიან მრავალნი ცოდვანი. განმაძლიერე ბრძოლასა შინა ვნებათასა, ყოვლად უბიწოო ქალწულო. უცხო მყავ მე ყოვლისაგან სატანჯველისა და ყოველთა ღმერთსა შემაწყნარე. ზეცისა სიხარულსა ღირს-მყავ მიმთხვევად ყოველთა თანა წმიდათა. ყოვლადწმიდაო ქალწულო, შეისმინე ვედრებაჲ უღირსისა და უხმარისა მონისა შენისა. უფსკრული ცრემლთა მომმადლე, დედუფალო, რაჲთა მწიკვლი სულისა ჩემისა განვიწმინდო. სულთქმაჲ ლმობიერი გულსა ჩემსა მომივლინე, დედუფალო. უძლური ესე ვედრებაჲ ჩემი შეისმინე, წმიდაო, და ღმრთისა სახიერისა შესწირე. უზეშთაესო ანგელოზთაო, უზეშთეას ვნებათა გამომაჩინე. ნათლით შემოსილო, სამკვიდრებელ დაამკვიდრე ჩემთანა მადლი შენი და სუნელ მყავ მე. ხელთა აღვიპყრობ და ბაგეთა ჩემთა შეგინებულთა აღვახვამ ქებად შენდა. ყოვლადწმიდაო, სულისა განმხრწნელთა ვნებათაგან მიხსენ მე დაუცხრომელითა ვედრებითა შენითა ქრისტეს მიმართ, რომელსა შვენის პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.”

Photo credit: Depositphotos

ღვთისმშობლის მიმართ ლოცვა საკუთარი მზრუნველი დედისადმი მიმართვას ჰგავს. იგი ყოველთვის მოისმენს ყველა საიდუმლოს, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, მისი კეთილი ნების იმედი გვქონდეს. გისურვებთ კარგ განწყობას და მადლობა, რომ ჩვენთან ხართ!