საშინაო მოვალეობებისა და იმის შესახებ, თუ ვინ უნდა ხეხოს უნიტაზი დიდ ოჯახში

0
887

საკითხი იმის შესახებ, თუ როგორია ოჯახში საყოფაცხოვრებო მოვალეობების სამართლიანი გადანაწილება, ერთ-ერთი ყველაზე სადავოა. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე შრომატევადიც. მრავალი მეოჯახე წყვილი თვეებისა და წლების განმავლობაშიც კი ვერ თანხმდებიან მის გადაჭრაზე. ვიღაცას კომპრომისზე წასვლა არ სურს, ხოლო ვიღაც, პირიქით, მაქსიმალურად ცდილობს, თავი აარიდოს ამ კონფლიქტურ თემას იმ იმედით, რომ ყველაფერი თავისით დალაგდება.

Photo credit: Depositphotos

Girl.ge-ის რედაქციას სჯერა, რომ მიწაში თავის ჩამალვა არაფერს მოგიტანთ. უკეთესი ხომ იქნება, თუ დაუყოვნებლივ გადაწყვეტთ ყველა საყოფაცხოვრებო ნიუანსს და მშვიდად დატკბებით თანაცხოვრებით, ვიდრე ყოველდღე იჩხუბოთ იმაზე, თუ ვინ უნდა გადაწმინდოს თაროები და ვის შეხვდება შავი სამუშაოები. როგორ ფიქრობთ?

საოჯახო მოვალეობების გადანაწილება

სახლის დალაგების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო მცდარი შეხედულება გახლავთ ის, რომ წესრიგის დამყარება ქალის წმინდა მოვალეობაა. მამაკაცმა ხომ “ამ წვრილმანებზე” არ უნდა იდარდოს. მას ხომ გაცილებით მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისია აკისრია – უზრუნველყოს ოჯახი.

Photo credit: Depositphotos

საერთოდ, ღირს იმის თქმა, რომ დღეისათვის მსგავსი დამოკიდებულება არამხოლოდ არააქტუალური, არამედ სასაცილოც კია? ნუთუ, ახლა, როცა ქალი მამაკაცივით მუშაობს და სამსახურში ისევე იღლება, როგორც თავისი ქმარი, არ იმსახურებს თავისი მეუღლის ბანალურ მხარდაჭერას საყოფაცხოვრებო საქმეების შესრულებაში?

Photo credit: Depositphotos

დიახ, ვიღაც შეიცხადებს, თურმე, ურთიერთობათა განვითარების სცენარი, რომელშიც ქალი საშინაო სიმყუდროვესა და ბავშვებზე ზრუნავს, მამაკაცი კი ოჯახს ფინანსურად უზრუნველყოფს, ვიღაცას ჯერ კიდევ აწყობს. ძალიან კარგი. თანამედროვე სამყაროში არ არსებობს იდეალური ოჯახის ერთი კონკრეტული მოდელი. ამიტომ, თითოეულ ადამიანს თავისებური წარმოდგენა ექნება ოჯახის ბედნიერებასა და კეთილდღეობაზე.

Photo credit: Depositphotos

თუმცა, ესეც არ აუქმებს იმას, რომ საყოფაცხოვრებო საქმეები ერთ-ერთ მეუღლეს მთლიანად არ უნდა ეკისრებოდეს. მსგავსი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია საშინაო მოვალეობების მკვეთრად განსაზღვრა. ამასთან, უმჯობესი იქნება, თუ ამას ჯერ კიდევ თანაცხოვრების დასაწყისში გააკეთებთ.

Photo credit: Depositphotos

ხოლო, ჩვეულებრივი საუბრის ნაცვლად, გთავაზობთ, წერილობით გადაანაწილოთ საყოფაცხოვრებო მოვალეობები. ასე ოჯახის თითოეული წევრის დავალება კონკრეტულად იქნება განსაზღვრული და დადგენილი. თავისი მოვალეობა რომ არავის დაავიწყდეს, მიამაგრეთ სია თვალსაჩინო ადგილას და, საჭიროებისამებრ, დაუბრუნდით მის შესწავლას.

Photo credit: Depositphotos

ამის შემდეგ, საყოფაცხოვრებო პრობლემებზე კამათის მიზეზი უბრალოდ აღარ გექნებათ. რახან ერთხელ უკვე გადაწყდა, თუ ვინ გადაწმენდს მტვერს და ვინ ჩახეხავს უნიტაზს, ამ საკითხის ხელახლა გავლა საჭირო აღარ იქნება.

თქვენ გქონიათ მსგავსი კონფლიქტი ოჯახში? როგორ გადაწყვიტეთ საკითხი? გაგვიზიარეთ გამოცდილება!