ქალის პროვოკაციული თხოვნები, რომლებზეც მამაკაცი არ უნდა წამოეგოს

0
737

ყველამ იცის, რომ ჩვენს ქვეყანაში, უმეტეს შემთხვევაში, სახლში მამაკაცია “მთავარი”. ხანდახან, სხვა ვარიანტებიც გვხვდება, თუმცა, ხშირად მაინც ასეა. როგორ განსაზღვრავენ ჩვენი მტკიცე მამაკაცები, რა არის სწორი და რა – არა? ასე ვიტყვით – სიტუაციას გააჩნია.

Photo credit: Depositphotos

ერთადერთი, რისი დამატებაც მინდა, არის ის ფაქტი, რომ თითოეული მამაკაცი ვალდებულია, იზრუნოს თავის ქალზე ან გოგონაზე. გაითვალისწინოს მისი აზრი, მისი სურვილები და მოთხოვნილებები. სახლის ტირანობა ყველაზე საშინელი გადაწყვეტილებაა. მეორე მხრივ, მამაკაცს არც სისუსტის მუდმივი გამოვლინება უხდება, მამაკაცურობა საჭიროა.

მტკიცე მამაკაცები

მოკლედ, მამაკაცმა მუდმივად უნდა შეინარჩუნოს წონასწორობა თავისი პარტნიორის “მინდებსა” და მართლაც მნიშვნელოვან საკითხებს შორის. თუ პირველ ვარიანტს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ, ბინის შეძენის, ბავშვის გაჩენის და მსგავსი საკითხები მამაკაცმა აუცილებლად უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს.

Photo credit: Depositphotos

სადღაც, გულის სიღრმეში, ყველა ადამიანი ოდნავ მაინც ეგოისტია. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ადამიანი კარგია თუ ცუდი. ყველას უნდა, ცოტათი მაინც გაანებივროს საკუთარი თავი ყურადღებით ან გემრიელი საკვებით თუ კარგი ნივთებით. ეს აბსოლუტურად ნორმალურია. თუმცა, ჩვენ გვინდა, მცირე რჩევები მივცეთ მამაკაცებს, უფრო სწორად, ჩამოვთვალოთ ის საკითხები, რომლებზეც თავის პარტნიორს არავითარ შემთხვევაში არ უნდა დათანხმდეს.

1. ოჯახური ბიუჯეტი

არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ მთელი ხელფასი მეუღლეს, საოჯახო ბიუჯეტის განსაკარგავად. კერა – დიახ, კი ბატონო. თუმცა, არა ის, რაც ფულს ეხება. არ აქვს მნიშვნელობა, ეკონომიკური ფაკულტეტი დაასრულა თუ არა. ასეთი მიდგომა უიღბლობას მოგიტანთ. მამაკაცმა დროის გარკვეული ნაწილი უნდა დაახარჯოს ფინანსური ანგარიშების შესწავლას და მისი ხელფასიც მასვე უნდა ჰქონდეს.

Photo credit: Depositphotos

ცუდად ნუ გამიგებთ, ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ იქედან გამომდინარეობს, რომ სხვაგვარად მამაკაცი სახლში თავს მნიშვნელოვნად ვერ იგრძნობს. იგი ვერ შეძლებს ვერავითარი ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც მოითხოვს გარკვეულ კაპიტალს, ესე იგი, ის ვერ შეძლებს მეტის მიღწევას. თუმცა, თუ ძალიანგსურთ, წყვილს შეუძლია შექმნას ცალკეული მცირე ანგარიში, რომელზეც ოჯახის ძირითადი საჭიროებებისთვის გამოყოფს თანხას.

2. კაპრიზები

რა თქმა უნდა, ნებისმიერი თავმოყვარე მამაკაცი ხანდახან ანებივრებს საყვარელ ქალს საჩუქრებით. თუმცა, თუ ამას საჭიროდ ჩათვლის. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ, ახლა კი ნებისმიერ ქალს შეუძლია, საკუთარი ფულით შეიძინოს ესა თუ ის ნივთი. რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ზომიერების ფარგლებს.

Photo credit: Depositphotos

თუმცა, თუ ყოველ გასეირნებაზე გოგონა გთხოვთ ნახევარი მაღაზიის ყიდვას, თანაც, ამას სხვადასხვა მანიპულაციის გამოყენებით ან უშუალოდ გეუბნებათ – ეს ნორმალური არ არის. ამ შემთხვევაში, მამაკაცი კარგად უნდა დაუფიქრდეს მიმდინარე სიტუაციას. შესაძლოა, შეძლოს თავის პარტნიორთან შეთანხმება. თუმცა, მის სურვილებს არ უნდა აჰყვეს.

3. მოკრივე გამოძახებით

შესაძლოა, გოგონა ზედმეტად არასწორად იგებს ფრაზას “მამაკაცზე დაყრდნობა შეიძლება”. იგი უკვე ფიქრობს, რომ მისი მამაკაცი მსოფლიოში ყველაზე მაგარი მებრძოლია და ერთი ხელის მოსმით გადაჭრის ნებისმიერ უსიამოვნებას, უხეში ძალის გამოყენებით. პრობლემა მძღოლებთან, ვიღაცამ რიგში ფეხზე დააბიჯა, მაღაზიაში ეუხეშეს? “საყვარელო, მოდი, საქმე გაურჩიე ამ იდიოტს!”

Photo credit: Depositphotos

“საყვარელი” კი, შესაძლოა, თავადაც ხვდება, რომ საქმე არა სხვებში, არამედ მის საყვარელ ქალშია. ყვირილი და უამრავ ადამიანზე თავდასხმა ხომ სულელური და უპერსპექტივო საქციელია. თუმცა, რას იზამს, ის ხომ კაცია. ბუნებრივია, ასეთი სიტუაციები არ უნდა დაუშვათ. დარწმუნებული ვარ, საუბარი და სიტუაციის გაანალიზება საუკეთესო გამოსავალი იქნება.

4. ცხოვრება ნათესავებთან

გოგონას ან ცოლის მშობლებთან ცხოვრება ძალიან ცუდი აზრია. რა თქმა უნდა, თუ ცხოვრება ისე შემოტრიალდა, რომ სხვა არჩევანი უბრალოდ არ გაქვთ, ასეთი ნაბიჯის გადადგმა მოგიხდებათ. თუმცა, სხვა შემთხვევებში, ამაზე უარის თქმას გირჩევთ. ხშირად, ახალგაზრდა ოჯახთან ერთად ცხოვრებას სიდედრი ითხოვს. ვითომ, დალაგება, რეცხვა, მომზადება – ყველაფერს თვითონ გააკეთებს, თქვენ კი დაისვენებთ.

Photo credit: Depositphotos

რეალურად, ყველაფერი პირიქით ხდება. სიდედრი და ცოლი თქვენ ზურგს უკან განიხილავენ ყველა თქვენს არასწორ ნაბიჯს. მამაკაცს არასდროს დაუჭერენ მხარს. რატომ? როცა მამაკაცი სამსახურში წავა, სიდედრს შეიძლება ჩაერთოს “მზვერავის” ფუნქცია და უბრალოდ დაიწყოს ბინის ყველა კუთხეში რამე სკანდალურის ძიება. იქნებ, ის ქალიშვილს ღალატობს? მოკლედ, ნათესავები ერთჭერქვეშ საშინელი გადაწყვეტილებაა. მტკიცე მამაკაცები ამას არ დაუშვებენ.

ნუ მიიღებთ ჩვენს სტატიას გაფრთხილებად. თქვენ თვითონ უნდა გააანალიზოთ სიტუაციები და მიიღოთ გადაწყვეტილებები. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ, მოგცემთ რამდენიმე რჩევა, რომლებიც, ჩვენი მოკრძალებული აზრით, გამოგადგებათ სამომავლოდ. წარმატებებს გისურვებთ!