
დღეს Girl.ge-ის რედაქცია მოგიყვებათ, თუ ვის უყვარდება ზოდიაქოს ნიშნებს შორის ერთხელ და სამუდამოდ, და ვის – დღეში ერთხელ!
მე-12 ადგილი – მერწყული
სიმართლე რომ ვთქვათ, მერწყული ამ რეიტინგში საერთოდ არ უნდა ყოფილიყო. იმიტომ კი არა, რომ ზედმეტად თავქარიანები არიან: როგორც წესი, მერწყული ხანგრძლივ ურთიერთობებს ანიჭებს უპირატესობას. თუმცა, ჩვენ აქ ერთმოყვარეების რეიტინგი გვაქვს და არა მეოჯახეების, რადგან მერწყულს ეს ეპითეტი არსაიდან არ ერგება: იგი იშვიათად თუ იქნება ერთმოყვარე, რამდენადაც ძალიან იშვიათად თუ შეუძლია ქალის ჭეშმარიტად შეყვარება. ამიტომ, საპატიო ბოლო ადგილი კი მივანიჭეთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მერწყული აქ არ უნდა იყოს.
მე-11 – ტყუპები
ეს ხომ ძალიან მარტივია: ტყუპებისთვის სიტყვა “სამუდამოდ” და “მონობა”, “თავისუფლების უვადო აღკვეთა”, “კუბო, კუბო და სამარე” – ერთმანეთის სინონიმებია, ამიტომ, თავად აზრი იმის შესახებ, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ 1 ქალი უნდა უყვარდეს, თავშიც კი არ გაუვლის: “ეს საერთოდ კანონიერია?” – ტყუპები კითხულობენ ხოლმე. ერთზე მეტი ვარიანტი არ მექნება? არასდროს? მეხუმრებით? ეს მხოლოდ ჯოჯოხეთში თუ შეიძლება მოხდეს.
მე-10 – მშვილდოსანი
მშვილდოსნებს გულრფელად სწამთ, რომ ერთმოყვარეები არიან. მართლა! აი, მშვილდოსანს თუ შეუყვარდა, მისთვის არ იარსებებს არც ერთი სხვა ქალი, მხოლოდ ერთი ეყვარება! ხვალ კი, რა თქმა უნდა, ისევე ეყვარება სხვა, რადგან ზეციური კანცელარია მშვილდოსანს უხვი სიყვარულით აჯილდოებს. სიმართლე რომ გითხრათ, მისი სიყვარულის მარაგი ეყოფა ქალთა მთელ ლეგიონს. ჩვენს რედაქციას არ ესმის, რატომ მიეცა მშვილდოსანს ამდენი, თუმცა, უნდა ითქვას, რომ კარგად უმკლავდება.
მე-9 – ვერძი
ვერძისთვის ყველაფერი მარტივადაა: მას უყვარს ქალი მანამ, სანამ მასში ყველაფერი მოსწონს. როგორც კი მის იდეალურ მექანიზმში რაღაც აირევა ან, რაც ხშირად ხდება, ყოფაცხოვრებაში მოუხერხებელი ხდება, ვერძი მარტივად წყვეტს მის სიყვარულს და უყვარდება სხვა, თანაც, არანაკლებ გულწრფელად. სწორედ ასეთივე პერსპექტივით უყვარს იგი სიცოცხლის ბოლომდე. ნულოვანი პერსპექტივით, ანუ.
მე-8 – თევზები
თევზები სიყვარულში თავს ისე გრძნობენ, როგორც თევზი წყალში, აკვარიუმში წყალი კი, როგორც იცით, ხშირად უნდა ცვალოთ, თორემ თევზი თავს ცუდად იგრძნობს. არა იმიტომ, რომ თევზია ასეთი ნაზი. არამედ იმიტომ, რომ თავად ისაქმებს ამ წყალში. ნუ, მოკლედ, ხომ გამიგეთ.
მე-7 – კირჩხიბი
კირჩხიბი იქეთ-აქეთ იყურება და ვერაფრით გაურკვევია, საით წავიდეს: ერთი მხრივ, იგი უჩვეულოდ მოსიყვარულეა, მეორე მხრივ – უნდა ოჯახი, ბავშვები, კატა და ყველაფერი. ამიტომ, კირჩხიბთან ყველაფერი ქალზეა დამოკიდებული: იპოვის ისეთს, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში უბრძანებს მის სიყვარულს – მასაც თვინიერად ეყვარება. ვერ იპოვის – დაიწყებს ძებნას. ყველა, ვინც უკვე იპოვა, არ არის ის, მაგრამ მაინც ხომ უნდა შეუყვარდეს! ანუ, კირჩხიბი ასე ფიქრობს რატომღაც. ჩვენი აზრით, მემუარებში რამე რომ ჰქონდეთ ჩასაწერი, იმიტომ. ცხოვრების დანარჩენ სფეროებში ხომ არაფერი ექნება აღსაწერი.
მე-6 – კურო
საპატიო შუა ადგილი ჰოროსკოპში დაიკავა კურომ – თავისი გამოხატული სიძუნწისთვის მადლიერმა ნიშანმა. ანუ, იგი არაა სხვისი შეყვარების წინააღმდეგი, თუმცა, ის, რაც ემოციურად ჩადო ამ ურთიერთობაში, უბრალოდ აღარ იქნება მნიშვნელოვანი? არა, ურჩევნია, არ გაფლანგოს მისი განცდები! იგი წლების განმავლობაში დაარწმუნებს საკუთარ თავს, რომ ყველაფერი კარგადაა, სანამ ქალი თავად არ ჩამოშორდება. მაშინაც კი, გულწრფელი ვიქნებით, არ გაიქცევა სხვის შესაყვარებლად, ჯერ ისევ ამ ქალს შეაწუხებს: იქნებ გადაიფიქროს? ემოციებს დაზოგავს.
მე-5 – მორიელი
ლიდერთა ხუთეულს ხსნის მორიელი, რომელსაც, რატომღაც, ეტალონურ ქალთა მუსუსად მიიჩნევენ. ეს, სიმართლე რომ ვთქვათ, გასაკვირი სულაც არაა – უბრალოდ, მორიელი ყველას უნდა და სასურველი არსებულად მიაჩნიათ. რეალურად კი, თუ მორიელს მართლა შეუყვარდა, ეს გრძნობა ხანგრძლივი იქნება, სამუდამო თუ არა. ამიტომ, თუ მორიელს ნამდვილად შეუყვარდა, ესე იგი, ეს მართლაც გამორჩეული ქალია. ძვირფას ნივთებს კი მორიელი არ კარგავენ, მაშინაც კი, თუ ეს ნივთები ადამიანები არიან.
მე-4 – ლომი
თითქმის ლიდერთა სამეულამდე მისული ლომი ძალიან მოსაწყენი მამაკაცია: უბრალოდ უყვარდება და დიდხანს უყვარს. მართალია, ყოველთვის 1 ქალი არ მიჰყვება სიცოცხლის ბოლომდე, თუმცა, ყოველთვის გულწრფელად უყვარს და არასდროს – რამდენიმე ერთად. მოსაბეზრებელია. დასაწერი არაფერია. ამიტომაც არ ვაძლევთ მედალს.
მე-3 – თხის რქა
ლიდერთა სამეული კი გახსნა თხის რქამ – მამაკაცმა, რომელსაც საერთოდ არ შეუძლია შეყვარება, უბრალოდ, ნახევარ ცხოვრებას იმ თვისებების ჩამოწერაში ატარებს, რომლებიც მის რჩეულს უნდა ჰქონდეს, ცხოვრების დანარჩენ დროს კი გაატარებს ამ სიის შესაბამისი კანდიდატის ძებნაში. როცა პოულობენ, ეს მათთვის ისეთი შვებაა! ბუნებრივია, ეს ნიშანი კიდევ ერთ ამდენს აღარ დახარჯავს სხვა ქალის საპოვნელად.
მე-2 – სასწორი
მოულოდნელობაც ასეთი უნდა! ვერცხლის მედალი შეხვდა თავქარიან სასწორს, რომლის სამეჯლისო წიგნაკში, როგორც წესი, თავისუფალი ადგილი უკვე აღარ არის. რეალურად, ყველაფერი ელემენტარულად აიხსნება – ეს კი სასწორის ბუნება არ გახლავთ: უბრალოდ სიყვარული და რომანი ორი დიდი განსხვავებაა! ამიტომ, სასიყვარულო ფრონტზე გამარჯვებების შთამაგონებელი სია ერთია, მთელი ცხოვრების ჭეშმარიტი სიყვარული კი – სულ სხვა. აი, სწორედ მასზე ქორწინდება სასწორი. ასე 40 წლით.
1-ლი – ქალწული
მძიმე შემთხვევაა. ქალწულისთვის. ეს იმიტომ, რომ ქალწულს კი არ უყვარდება, არამედ იწყალებს – ჯანდაბას, ძვირფასო, მოდი, ვცადოთ. რამდენადაც ქალწულთან “ცდა”, ჩვეულებრივ, ძალიან საინტერესოა, ერთ მშვენიერ დღეს ქალწული ხვდება, რომ უფსკრულში ჩაიხედა, უფსკრულმა კი – მასში. სულ ესაა. სასპენსი, კათარსისი, სისტემის გადატვირთვა. ქალწული ასეთი სიყვარულების საწინააღმდეგო ანტივირუსს თავად დაიყენებს. საკმარისია, ისედაც არ იცის, ეს სად წაიყვანოს!