
რა არის დღეისთვის ამდენად პოპულარული ბოდიპოზიტივი და რატომ არ აქვს მას არავითარი კავშირი ადამიანის გარეგნობასთან.
ბოდიპოზიტივის შესახებ საუბრები თითქმის ერთნაირად ჯღერს.
ბოდიპოზიტივის მომხრეების თქმით, “ნებისმიერი ქალი, მიუხედავად მისი წონის, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, შეიძლება იყოს ლამაზი! ტეს ჰოლიდეი საერთოდ ტოპ-მოდელია!”
ჰეითერები: “მსუქნებო, ნუ ეცდებით, მაინც მახინჯები ხართ!”
იმედგაცრუებულები: “ასობით ბოდიპოზიტიური გვერდი მაქვს გამოწერილი, მაგრამ თავს მაინც ვერ ვგრძნობ ლამაზად ჩემი სხეულით/ასაკით/დაავადებით”.
დიარ ფრენდს, პრობლემა და საკვანძო შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ბოდიპოზიტივი ეხება მთელი სხეულის სიყვარულს, თუმცა, ეს მთლად სწორი არაა.
[მით უმეტეს, რომ საკუთარი თავისადმი სიყვარულის ცნება საოცრად დისკრედიტირებულია: პირველი, რაც მისი ხსენებისას წარმოსახვაში გვესახება, ესაა დეტოქსები, სპა, ბოსტნეულით სავსე თეფში, ისპანახის სმუზი, დღეში 2 ლ წყალი, დილაობით თამასას სავარჯიშო, გადაუდებელი მოგზაურობა კამბოჯაში და ნახევარმილიანი ნაბიჯებით უწყვეტი პირადი ზრდაა.]
ბოდიპოზიტივი – ესაა საკუთარი ხორციელებისგან მიღებული ბედნიერება. ესაა იმის გაცნობიერება, რომ ცხოვრება ერთია, რომ ცხოვრებაში 99% იმ ყველაფრისა, რაც შეიძლება მოვიდეს, სხეულის გავლით მოდის ჩვენთან. მაშინ, მისი წყალობით, ჩვენ შევძლებთ ზღვის ხმაურის მოსმენას ცხელ ქვებზე ჯდომისას; საყვარელი კერძების მირთმევას, როცა მშივრები ვართ; ჰამაკში წოლას, როცა დავიღლებით; წვიმის სურნელის შეგრძნებას, ფანჯარასთან ფინჯანი ყავით ხელში; სირბილს, საკუთარი ფეხების ძალით გაბედნიერებული; მათ ჩახუტებას, ვინც გვიყვარს; სექსით დაკავებას მასთან, ვისთანაც გვსურს; ახალი ქალაქების სილამაზით გაოცებას, ფეხის ძირებით ძველი ფილაქნების შეგრძნებისას; ცეკვას, საყვარელი მუსიკის მოსმენისას; სცენაზე გასვლას ან მედიტაციას მარტო ყოფნისას.
თითოეულ ჩვენგანს საკუთარი სია გვაქვს, განსხვავებული პუნქტებით, თუმცა, მათ ერთი რამ აერთიანებთ: ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ იმის წყალობით, რომ სხეული გვაქვს. ბოდიპოზიტივი სწორედ ამის გააზრებაა. და არამხოლოდ რაციონალურ დონეზე (შეიძლება, არც ამდენად), არამედ ემოციურზეც. როცა ეს გააზრება ხდება, საკუთარი სხეულის გადაყვარება უკვე ძალიან რთული იქნება. სხეულისადმი სიყვარული ბოდიპოზიტივის არსი კი არა, მისი შედეგია. უცნაურია, არ გიყვარდეს რაღაც, რაც ამდენ სიამოვნებას განიჭებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება.
საკუთარი სხეული რომ გიყვარდეთ, არაა აუცილებელი, იგი ლამაზად მიგაჩნდეთ. გთავაზობთ საინტერესო მეტაფორას:
მე მყავს ვირთხა მიშა. ოდესღაც, მიშა დიდი ზომის, დიდშუბლა, მოქნილი, სწრაფი, გლუვბალნიანი და მოელვარე შავთვალიანი ცხოველი იყო. ძალიან, ძალიან ლამაზი იყო. ახლა მიშა თითქმის 3 წლისაა – ადამიანური საზომით – 95 წლის. მას წაერთვა უკანა თათები, ბალანზე გორგლები გაუჩნდა, ერთ თვალს ვერაგად ეპარება კატარაქტა. იგი 3 წლის წინ მიყვარდა, არც ახლა შეცვლილა რამე. ვიღაც რომ მოსულიყო და ეთქვა: “თუ გინდა, მის ნაცვლად ყველაზე ლამაზ და ჯანმრთელ ვირთხას გაჩუქებ!” – საფეთქელთან თითს დავატრიალებდი და ვეტყოდი, როგორ იფიქრა, რომ რომელიმე სხვა ვირთხა მჭირდება მის ნაცვლად? რა თქმა უნდა, მიშა უკვე არ იყო ძველებური, მისი ცქერაც კი მტანჯავდა, მისი დანახვა კი მახსენებდა, რომ მალე უნდა მომკვდარიყო. ყველაფერს თავისი სახელი რომ დავარქვათ, მიშა უკვე საშინლად გამოიყურება! თუმცა, ეს ხომ ჩემი მიშაა, მიყვარს, მიუხედავად იმისა, თუ როგორ გამოიყურება, და ვერავითარი სხვა ვირთხა ვერ მომანიჭებს იმაზე მეტ ბედნიერებას, ვიდრე იგი.
საკუთარი სხეულისადმიმ ისეთივე დამოკიდებულება რომ მქონდეს, როგორიც მიშას მიმართ მაქვს, პლანეტაზე ყველაზე ბოდიპოზიტიური ადამიანი ვიქნებოდი. ხოლო ჩვენ ყველა საკუთარ სხეულზე ისე რომ ვფიქრობდეთ, როგორც მე – მიშაზე, ეკონომიკა დაეცემოდა, რადგან სპორტული კვებისა და ფიტნეს-პროდუქტების თითქმის ყველა მწარმოებელი, პლასტიკური ქირურგები და კოსმეტიკური ბრენდები გაკოტრდებოდნენ.