7 ნიშანი იმისა, რომ თქვენი დაქალი ფარულად გემტერებათ

0
341
Photo credit: Getty Images

თქვენი ურთიერთობა დაქალთან უცნაურად გეჩვენებათ? თითქოს, ყველაფერი კარგადაა, არ კამათობთ, თქვენთვის არასდროს გაუკეთებია რამე ცუდი, მაგრამ გრძნობთ, რომ რაღაც ისე ვერ არის? Girl.ge-ის რედაქცია გაგაცნობთ 7 ნიშანს, რომლებიც დაგეხმარებათ იმის გაგებაში, რომ ეს ქალბატონი თქვენი დაქალი კი არა, ფარული მტერია.

1. გასწავლით ცხოვრებას

რა თქმა უნდა, ეს კარგია, როცა თქვენთვის კარგი უნდათ. დაქალს სტუმრად პატიჟებთ, რომ ყველაფერი ამოთქვათ და ცრემლებში ჩაიხრჩოთ, პასუხად კი იღებთ უპატიებელ რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იცხოვროთ. პრობლემა არა რჩევებში, არამედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი საუბრის შემდეგ, თავს სულელად და უიღბლოდ მიიჩნევთ. ა, ჰო, მსუქნადაც.

2. გეუხეშებათ

შეპარულად უხეშობს, თითქოს ქსელური ტროლიაო: “რა კარგი მაკიაჟი გისვია! მუწუკები და ლაქები საერთოდ არ გიჩანს!” გეჩვენებათ, რომ ამას თავისი ბუნების გამო აკეთებს და არა თქვენთვის გულის ტკენის მიზნით – ნუ, არ შეუძლია ადამიანს ნორმალური კომპონენტების თქმა, ხდება ხოლმე. არა, არ ხდება ხოლმე! სისულელის ან საზიზღრობის წამოროშვა ნებისმიერს შეუძლია, ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე, ხანდახან. თქვენი დაქალი კი ისევ გირჩევთ, არ იყიდოთ ჩექმა, რომელიც გრძელფეხებიანისთვის შეიკერა? აი, ესეც შემთხვევით წამოროშა, აბა რა…

3. ყურადღებას თქვენს წარუმატებლობებზე ამახვილებს

არა თავის, არამედ საზოგადო ყურადღებას, ამას ვგულისხმობდი. ადგა და რესტორანში, დაბადების დღეზე დაგპატიჟათ, მთელი მაგიდის გასაგონად კი იყვირა: “ანას აღარ დაუსხათ, თორემ წინა წელს მაგიდაზე იცეკვა!” თითქოს, ეს ხუმრობა იყო, თქვენ კი ლოყები აგიწითლდათა და ფეხქვეშ მიწის გასკდომაზე ოცნებობთ, რადგან ყველა დამცინავად გიყურებთ: “ჰა-ჰა, დღეს რას შეგვისრულებთ?” ყველამ იცის, რომ ერთხელ გათიშვამდე დალიეთ, და ახლა ყველა ამაზე დაგცინით, საშინელებაა!

4. კვებავს თქვენს შინაგან დემონებს

მაგიდაზე ცეკვას დავუბრუნდეთ: ეს ხომ მან დაგალევინათ ამდენი. სწორედ იმიტომ, რომ იცოდა, მაგალითად, რომ დალევა არ შეგეძლოთ. იქნებ, თქვენ დათრგუნვისა და დეპრესიისკენ ხართ მიდრეკილი, დარწმუნებული იყავით, რომ ყველაზე ბნელ დღეს მოვა და იმდენ გამოუვალ სიტუაციასა და დარდს აგკიდებთ, რომ ნემსის ყუნწში გაგაძვრენთ.

5. არაფრად აგდებს თქვენს განცდებს

“კარგი ერთი, მაგაზე არ იდარდო!” – მისი საყვარელი “მხარდაჭერაა”. ჩვენ ყველა ასე ვამბობთ, როცა რაღაც უმნიშვნელო ხდება – საყვარელი ფინჯანი გატყდა, მაგალითად, ან პაემნის წინ ფრჩხილი გადაგტყდათ. თუმცა, თუ კოლეგა თქვენი ადგილისთვის იბრძვით, საყვარელ ადამიანთან ხელჩართული ორთაბრძოლა გქონდათ ან თქვენს კატას სიმსივნე აღმოაჩნდა (ღმერთმა დაიფაროს), იგი მაინც გეტყვით: “ნუ ღელავ!” ეს თქვენს დასამშვიდებლად კი არა, იმისთვისაა, რომ მიგახვედროთ – თქვენი პრობლემები, გლობალურ დათბობასთან შედარებით, არაფერია. საერთოდ, რაზე ფიქრობ? ქვეყანაში კრიზისია, ეს კი კატის გამო ტირის, ფუ. და თავს დაუყოვნებლივ დამნაშავედ და საცოდავად გრძნობთ. თქვენს განცდებს სხვებს ახვევთ თავს, ოხ!

6. იღებს და სანაცვლოდ არაფერს გაძლევთ

ბუნებრივია, იღებს ყველაფერს, რისი გაცემაც შეგიძლიათ. ფულსაც სესხულობს, ჩანთასაც თხოულობს, თქვენი ენერგიით, ემოციებითა და დროითაც იკვებება. მისგან კი ვერაფერს იღებთ. მემანიკურეს მობილურის ნომერი წაეშალა, თქვენი კატის გამოკვება თქვენი არყოფნის დროს არ შეუძლია, რადგან ახალი შეყვარებული ჰყავს (“ამ დროს კატისთვის არ მეცლება, ხომ გესმის, დაქალო?”), არც საუბარი შეუძლია – ცალი ფეხით გასცდა ზღურბლს. მისთვის რაღაც მნიშვნელოვნის მოყოლა გინდოდათ, ცხოვრებაში რაღაც არსებითი ცვლილება მოხდა და მსმენელი გჭირდებათ? ბოდიში, ქურაზე წვნიანი დარჩა დადგმული, აჰა.

7. ვერ ენდობით

იგი მუდმივად გაღალატებთ, ყოველ ჯერზე კი გამართლება აქვს. სავსებით შემთხვევით წამოაყრანტალა თქვენი საშინელი საიდუმლო, აი, ენიდან წაიკითხეს. უბრალოდ დაავიწყდა თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გადმოცემა, ამ მომენტში თავი სხვა რამით ჰქონდა დაკავებული. მას საერთოდ არ უნდოდა თქვენზე ცუდის თქმა თქვენი შეყვარებულის დედასთან, უბრალოდ, ხომ არ წავიდოდა, უპატივცემულობა იქნებოდა! რა თქმა უნდა, გწყინთ, მაგრამ ეს ხომ მას არ უნდოდა, ასე გამოუვიდა! სწორედაც რომ უნდოდა. რაც უფრო სწრაფად დაასრულებთ ურთიერთობას მასთან, მით უკეთესი.