5 საშიში ზონა, რომლებიც თქვენს ასაკს გასცემს: როგორ შევაჩეროთ დაბერება?

0
983

გამოყვანილი ფიგურა, მოდური მაკიაჟი, უნაკლო მანიკური და მოდური ვარცხნილობა – რა თქმა უნდა, ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, არსებობს ზონები, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს – სწორედ ისინი გასცემს თქვენს ასაკს, მიუხედავად ყველა მცდელობისა. Girl.ge-ის რედაქცია ახლა გასწავლით, როგორ უნდა შეინარჩუნოთ სილამაზე და ახალგაზრდობა ამ ზონებში.

სილამაზის შენარჩუნება მხოლოდ კოსმეტიკითა და კოსმეტოლოგთან რეგულარული ვიზიტებით შეუძლებელია. ბუნებრივი სილამაზე ყოველდღიური მუშაობაა: კვება, რეჟიმი, ცხოვრების წესი და იმ 5 ზონის სწორი მოვლა, რომლებიც პრობლემად გექცევათ, თუ არ იზრუნებთ მათზე. საუბარია სახის ოვალზე, თვალებზე, ტუჩებზე, დეკოლტეს ზონაზე, კისერსა და ხელებზე. თითოეული მათგანის სწორად მოვლის წესებზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში.

1. სახის ოვალი

Photo credit: Shutterstock

აქვე გეტყვით, რომ ღაბაბი და სახის ჩამოწეული კონტური შეიძლება სხეულის არასწორი მდგომარეობის, არასწორი თანკბილვის ან ჭარბი წონის შედეგი იყოს. თუმცა, თუ საუბარი პათოლოგიებზე კი არა, დროით გამოწვეულ ცვლილებებზეა, აუცილებელია ბრძოლის ნაადრევად დაწყება. ნუ უგულებელყოფთ სახის ყოველდღიურ თვითმასაჟს. იგი მარტივი დაკვრითი მოძრაობებით სრულდება, არანაკლებ 2-3 წუთის განმავლობაში, ხელის ზურგით. პროცედურისთვის სასარგებლოა ჩვეულებრივი დღის ან ღამის კრემის გამოყენება. რა თქმა უნდა, მის ხარისხს დიდი მნიშვნელობა აქვს! რაც უფრო მეტ ნატურალურ სასარგებლო ინგრედიენტს შეიცავს, მით უფრო ეფექტური იქნება თვითმასაჟი.

2. თვალები

Photo credit: Shutterstock

თვალის გარშემო კანი ყველაზე თხელია. “იხვის თათებისა” და ტომრების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია დამატენიანებელი ან მკვებავი საშუალებების გამოყენება. თვალის გარშემო კანისთვის კრემი ბრინჯის მარცვლის ზომის წვეთი – ცოტათი უნდა შეიზილოთ თითებზე. საშუალება, რომელიც სხეულის ტემპერატურამდეა გამთბარი, მარტივად გასცემს აქტიურ ნივთიერებებს. სპეციალისტები გვირჩევენ ლანოლინის, პარფიუმერული ინანთებისა და მინერალური ზეთების შემცველი კოსმეტიკისთვის თავის არიდებას. კრემი უნდა წაისვათ არათითის მსუბუქი მოძრაობით, მოერიდოთ მოძრავ ქუთუთოს. თვალის ნიღბები არაუმეტეს კვირაში 2-3-ჯერ უნდა გამოიყენოთ. ისინი სქელ ფენად უნდა წაისვათ, რომ შეიქმნას სათბურის ეფექტი, რომელიც ნივთიერებებს კანში უფრო აქტიურად შეღწევაში ეხმარება.

3. ხელები

Photo credit: Shutterstock

როცა სკარლეტ ო’ჰარამ სცადა თავის მოჩვენება, თითქოს მისი ცხოვრება ჩვეულებრივ, მდიდრულ რუტინას დაუბრუნდა, რეტ ბატლერი სწრაფად მიუხვდა ტყუილს, როცა ქალბატონის ხელები დაინახა. სკარლეტს არ ჰქონდა ხელების სილამაზის შენარჩუნების ისეთი საშუალებები, როგორებიც თანამედროვე ქალებს გვაქვს. პირველ რიგში, ესაა საყოფაცხოვრებო ხელთათმანები, რომლებიც სახლში მუშაობისას უნდა გამოიყენოთ. საყოფაცხოვრებო ქიმია, მიუხედავად მწარმოებლების დაპირებებისა, მაინც ცუდად ისახება ხელის კანზე. მეორეც, ქუჩაში გასასვლელი ხელთათმანები, წლის ცივ პერიოდში. ისინი აუცილებლად ბუნებრივი ქსოვილისგან უნდა იყოს დამზადებული – სინთეტიკა კანს ართმევს სითხეს, ხელები კი უხეშდება. მესამეც, ხელების მოვლისთვის არსებობს უამრავი საშუალება და მათი ხაზები, რომლებიც შედგება გამწმენდი (სკრაბი), დამატენიანებელი და მკვებავი პროდუქტებისგან. ნუ იტყვით უარს კომპლექსურ მოვლაზე, რამდენადაც ხელის კანი საკმაოდ თხელია და ამ ზონაში ქონის ჯირკვლების მუშაობა არაა საკმარისი ყოველდღიური სტრესის დასაძლევად. კრემი დღეში არანაკლებ ორჯერ უნდა გამოიყენოთ, ამიტომ საყვარელი კრემის შეფუთვა სამუშაო მაგიდაზე სულ უნდა გედოთ. აუცილებლად წაისვით კრემი იდაყვებზეც – ისინი გამოშრობისა და ქერცლვისკენაა მიდრეკილი.

4. კისერი

Photo credit: Shutterstock

როგორი მოვლილიც არ უნდა იყოს ქალბატონი, თუ კისერს არ უთმობს საკმარის ყურადღებას, იგი (ანუ კისერი) აუცილებლად გაამჟღავნებს ნამდვილ ასაკს. ლამაზი კისრის მიღება შეუძლებელია სწორი დგომის გარეშე, ამიტომ, სპორტული ვარჯიშები და საყელოს ზონის მასაჟი რეგულარულ ჩვევად უნდა აქციოთ. კისრის მოვლა 25 წლიდან უნდა დაიწყოთ. სწორედ ამ ასაკში წყდება ბუნებრივი კოლაგენის გამომუშავება, კისერზე კი ჩნდება “ასაკობრივი რგოლები” – ღრმა ჰორიზონტალური ნაოჭები. სწორი კრემის შერჩევა საქმის მხოლოდ ნახევარია. საუკეთესო კოსმეტიკასაც კი არ ექნება შედეგი, თუ მას არასწორად გამოიყენებთ. კრემი ოდნავ უნდა გაათბოთ ხელებში, შემდეგ კი გადაინაწილოთ კისერზე, ქვემოდან ზემოთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიზილოთ კრემი წრიული მოძრაობებით, რადგან კისრის კანი მარტივად იწელება! სხეულის ამ ნაწილის სილამაზე ბალიშზეცაა დამოკიდებული. ნაოჭების გაჩენას რომ არ შეუწყოთ ხლეი, აირჩიეთ ორთოპედიული ბალიში სპეციალური ჩაღრმავებებით.

5. დეკოლტე

Photo credit: Shutterstock

სტატისტიკის მიხედვით, დეკოლტეს ზონის კრემები მოვლის ხაზებში ყველაზე ნაკლები მოთხოვნით სარგებლობენ. ამაოდ! ამ ზონის კანზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას: ჰორმონული ცვლილებები, სტრესი, წონაში მატება ან კლება. რამდენადაც მკერდი არა კუნთი, არამედ ჯირკვლოვანი ქსოვილია, ვარჯიში დაგეხმარებათ მისი ფორმის შენარჩუნებაში, თუმცა, 100%-იან გარანტიას ვერ მოგცემთ. დეკოლტეს ზოლს მოვლა სჭირდება! გელით ან შხაპ-გელით წმენდა, რბილი სკრაბით აქერცლვა, შემდეგ ტონიკი (ის, რომელსაც სახეზე ისვამთ), რომელიც უზრუნველყოფს კრემის საუკეთესო შეწოვას, და დეკოლტესთვის განკუთვნილი კრემი. კარგი იქნება, თუ მასში C ვიტამინი და მცენარეების ექსტრაქტ-ზეთებიცაა. დეკოლტე რომ დიდი ხნის განმავლობაში ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს, უარი თქვით მზის აბაზანებზე. ტოპების გარეშე. სხივები აშრობს ნაზ კანს და იწვევს პიგმენტური ლაქების გაჩენას.