
როგორ ავირჩიოთ ქუთუთოების ჩრდილები სწორად, როგორ გავუსვათ ხაზი ჩვენი ფერის ტიპსა და თვალის ფერს? მარტივად! Girl.ge-ის რედაქცია ამას ვარსკვლავების მაგალითზე გასწავლით.
ცისფერი/ლურჯი თვალები
თქვენი ძლიერი მხარეები: სწორი მაკიაჟის დახმარებით, თვალების ძლიერად გამოკვეთა შეგიძლიათ. გარდა ამისა, თვალის ეს ფერი ეხამება ისეთ მოდურ ჩრდილებს, როგორებიც, მაგალითად, ოქროსფერი ან იასამნისფერია. აიღეთ მაგალითი რიზ ვიზერსპუნის ან თეილორ სვიფთისგან – ამ ლამაზმანებმა იციან, როგორ გაუსვან ხაზი მათ სილამაზეებს.
თქვენთვის შესაფერისი ჩრდილები: ოქროსფერი, იასამნისფერი, ნაღებისფერი, მოლურჯო-ვერცხლისფერი.
თაფლისფერი თვალები
თქვენი ძლიერი მხარეები: ეს ისეთი ფერის თვალებია, რომლებთანაც ყველაზე მკვეთრი ექსპერიმენტების ჩატარება შეიძლება! ალბათ, ესაა თვალის ერთადერთი ფერი, რომელიც მაძღარ ლურჯ ან მწვანე ფერებსაც კი აიტანს. არა, სკოლის მებუფეტეს არ დაემსგავსებით, პირიქით, თაფლისფერი უფრო გაღრმავდება. აიღეთ მაგალითი კირა ნაითლისა და ქენდალ ჯენერისგან.
თქვენთვის შესაფერისი ჩრდილები: ლურჯი, შავი, ყავისფერი, მწვანე.
მწვანე თვალები
თქვენი ძლიერი მხარეები: ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ელფერი ყველაზე იდუმალი, თითქმის დემონური იერით გამოგარჩევთ. ამასთან, მხოლოდ მწვანე თვალების მფლობელებს შეუძლიათ მოწითალო ქვეტონის ჩრდილების შერჩევა – ეს თვალის ფერს უფრო გაჯერებულს ხდის!
თქვენთვის შესაფერისი ჩრდილები: ბორდოსფერი, იისფერი, მუქი ვარდისფერი, ბრინჯაოსფერი.
ნაცრისფერი თვალები
თქვენი ძლიერი მხარეები: გაგიმართლათ, რადგან რუხი თვალები ქამელეონივითაა. ჩრდილების ფერის მიხედვით, შეგიძლიათ დაარეგულიროთ თქვენი თვალის ფერი, მისცეთ მას ოდნავ მომწვანო ან მოლურჯო ელფერი. ისწავლეთ ვარსკვლავებისგან: ემილი ბლანტის ყავისფერი ჩრდილები მის თვალებს ცისფრად აქცევს, დაკოტა ჯონსონის ატმისფერმა მაკიაჟმა კი მსახიობი მწანეთვალებად აქცია. სასწაულია, არა?
თქვენთვის შესაფერისი ჩრდილები: ყავისფერი, ვერცხლისფერი, ცისფერი, ატმისფერი.