5 ბრძნული აზრი ჩინური „ცვლილებების წიგნიდან“, რომელიც 2021 წლის ბედნიერად გატარებაში დაგეხმარებათ

0
667

უკვე დიდი ხანია ჩინური „ცვლილებების წიგნი“ ყველაზე ზუსტ და საინტერესო მკითხაობად ითვლება. მას ბევრი ცნობილი და წარმატებული ადამიანი იყენებს, რომ მომავალში ჩაიხედოს და სასარგებლო რჩევა მიიღოს. Girl.ge-ს რედაქციამ მკითხველებისთვის იმკითხავა და სასარგებლო რჩევები მიიღო. ნახეთ, რას გირჩევთ ცვლილებების წიგნი 2021 წელს!

მოკლედ: ნაკლებად ეგოისტები უნდა ვიყოთ, მოთმინება გამოვიჩინოთ, სირთულეების არ შეგვეშინდეს, თანამოაზრეები შემოვიკრიბოთ და სიბრძნის წყაროს ვენდოთ, რომელიც ჩვენშია!

ცვლილებების წიგნი „ი ცზინი“ ჩვ.წ.აღ.–მდე 700 წლის წინ დაწერეს და სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციისთვის სასარგებლო რჩევებს მოიცავს.

1–ლი რჩევა: გასამარჯვებლად მოვლენები არ დააჩქაროთ

ცვლილებების წიგნი გვასწავლის მოთმინება გამოვიჩინოთ, როცა წინ მწვანე შუქი ანთია და სწრაფად გაჭრა გვსურს. სიჩქარე სიკეთეს არ მოგიტანთ, ხოლო გამარჯვება, რომელიც თითქმის უკვე ხელში გაქვთ, შეიძლება აჩქარებით დაკარგოთ.

მოკლედ, პირველი რჩეევა: ყველაფერში სიფრთხილე და მოთმინება გამოიჩინეთ!

მე–2 რჩევა: მიზნების სწრაფად გასახორციელებლად პარტნიორები მოძებნეთ

ცვლილებების წიგნის მე–2 რჩევა ამბობს: სხვებთან ერთად უფრო ძლიერი გახდებით და მიზნებს უფრო სწრაფად მიაღწევთ. როგორც ამბობენ, ერთი ადამიანი ველზე მეომარი არაა. ჩინური სიბრძნეც ზუსტად ასეთია. გაერთიანდით, ადამიანები სწრაფად სწავლობენ და იზრდებიან.

მეორე რჩევა: გაერთიანება და ერთობა!

მე–3 რჩევა: უმაღლესი სიბრძნე ჩვენშია!

საკუთარი თავი რომ შეიცნოთ და ამ სამყაროში თქვენი ადგილი იპოვოთ, ცვლილებების წიგნი გირჩევთ საკუთარ თავში უმაღლესი სიბრძნის წყაროს არსებობა მიიღოთ. ეს სიბრძნე, ეს ძალა მზეს ჰგავს. გათბობთ, მხარს გიჭერთ და მიმართულებას გაძლევთ.

მესამე რჩევა: ყველა პასუხი შიგნით ეძებეთ და ნანახს ენდეთ.

მე–4 რჩევა: სირთულეებს არ დანებდეთ!

მიზნებს რომ მიაღწიოთ და ოცნებისკენ თავდაჯერებულმა იაროთ, მეტაფორული გაგებით წყალი უნდა გახდეთ. წყალი ნებისმიერ დაბრკოლებას ლახავს და არასდროს ჩერდება. მისთვის გადაულახავი არაფერია!

ასე ადამიანმა, რომელიც დასახულ გზაზე მიდის, დაბრკოლების წინ უნდა შეჩერდეს, ცოტა ძალისხმევა გაიღოს და დროებითი სირთულე გადალახოს.

მეოთხე რჩევა: დროებითმა სირთულემ არ შეგაშინოთ, მათი გადალახვა შესაძლებელია.

მე–5 რჩევა: სხვების დახმარებით იმოქმედეთ

სხვებთან მიმართებაში მოქნილობა გამოიჩინეთ, მათზე არ იძალადოთ და ზეწოლა არ მოახდინოთ – ეს, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა, რომელიც ყველასთვის სასარგებლო იქნება.

სასურველის მისაღებად სხვების მორჩილება არ გჭირდებათ, უბრალოდ მათში საუკეთესო გრძნობები უნდა გააღვიძოთ და მოტივაცია მისცეთ, რომ გამოგყვეთ.

მეხუთე რჩევა ცვლილებების წიგნიდან: ეგოიზმზე უარი თქვით, სხვების მიმართ სიყვარული და სიკეთე გამოიჩინეთ.