
ერთი შეხედვით, მარტივი ნივთია.
რა არის მასში განსაკუთრებული? სინამდვილეში, თითოეული გასაღები ერთგვარი საიდუმლოს გამხსნელია. ის უბრალოდ ნივთი არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
უძველესი დროიდან გასაღები ძალიან ძლიერი სიმბოლოა, რაღაცის ფლობის სიმბოლო.
- ქალაქის გასაღები სიმბოლურად მის ძალას გამოხატავდა.
- გამარჯვებულისთვის გასაღების გადაცემა მორჩილების ფორმალურ აღიარებას ნიშნავდა.
- გასაღები დედამიწის ქალღმერთის, კიბელეს და ერთგულების ატრიბუტი იყო.
- ტრადიციულად, სახლის გასაღებს დიდი ოჯახის უფროსს აძლევდნენ.
- ვატიკანის გერბზე სწორედ გასაღებებია გამოსახული, თან ოქროს გასაღები სულიერი ძალის სიმბოლოს წარმოადგენს, ხოლო ვერცხლის გასაღები – საერო ძალის.
- გასაღები არის ძალაუფლება, თავისუფლება, არჩევანის ძალა, ცოდნა, შთაგონება, სტიმული.
- თუ გასაღებს დაკარგავთ, კარს ვერ გააღებთ.
გასაღები, როგორც რაღაცის ფლობის ერთ–ერთი უძველესი სიმბოლო, ცხოვრებაში სწორი გზის და დანიშნულების პოვნაში დაგეხმარებათ. გასაღები ბედნიერების, წარმატების და ახალი ცოდნის კარს გაგიღებთ. თუ სამსახურს ვერ პოულობთ ან რთულ ამოცანას ვერ ხსნით, ტელეფონის ეკრანზე გასაღების სურათი დააყენეთ და აზრობრივად თქვენს გზაზე ყველა დაბრკოლების კარი გააღეთ.
გააზიარეთ და წარმატება თქვენთანაც მოვა.