
Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ ფსიქოლოგიურ ტესტს, რომლის დახმარებით გაიგებთ, რას უნდა ელოდოთ უახლოეს მომავალში. სურათზე მოცემული ოთხი წერილიდან ერთ–ერთი აირჩიეთ. მასში უახლოესი მომავლის პროგნოზი წერია.
თუ უკვე არჩევანი გააკეთეთ, შედეგები წაიკითხეთ.
პირველი წერილი
თუ თქვენი მზერა ამ გრაგნილზე შეჩერდა, დროა ახალ საქმეს ხელი მოკიდოთ. აი, უმოქმედობა, საკუთარ თავსა და ძალებში დაეჭვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება! უბრალოდ წინსვლა გააგრძელეთ და სასურველ შედეგებს მიაღწევთ.
მეორე წერილი
თუ მეორე გრაგნილი აირჩიეთ, ახლა საპასუხისმგებლო მომენტი გაქვთ. თუ ყველაფერს ხვალისთვის არ გადადებთ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. მთავარია – მიღებული ფული სწორად და კორექტულად გამოიყენოთ. უახლოეს მომავალში გართობასა თუ სიამოვნებაზე ფულის ხარჯვა არ ღირს. თუ კაფეში წასვლა ან მეგობრებთან ერთად გართობა ძალიან გსურთ, დანაზოგიდან ცოტა ფულის აღება შეიძლება.
მესამე წერილი
თუ მესამე გრაგნილი აირჩიეთ, რადიკალური ცვლილებები გელოდებათ. ის თქვენი ცხოვრების ყველა კუთხეს შეეხება. სამსახურში მოსალოდნელია წარუმატებლობა, გამორიცხული არაა მის გარეშე დარჩეთ. თუ ასეთი რამ მოხდება, იმედი არ გაიცრუოთ და არ განაწყენდეთ! ცხოვრება დიდ სიურპრიზს გიმზადებთ! მის მისაღებად ისე მოიქეცით, რომ ცვლილებებმა უკეთესი ცხოვრება მოგიტანოთ!
მეოთხე წერილი
თუ ეს გრაგნილი მოგეწონათ, სავარაუდოდ, თავს დამტყდარი პრობლემები თავისით გაქრება და მოგებული დარჩებით. მომავალში წარმოუდგენელი ბედის წყალობა გელით. ცხოვრება დასვენების და ძალების მოკრეფის საშუალებას მოგცემთ, რადგან ცხოვრებაში შავი ზოლის შემდეგ ყოველთვის თეთრი იწყება.