
ზამთარს როგორც არ უნდა სურდეს, ადრე თუ გვიან გაზაფხულისთვის ადგილის დათმობა მოუწევს. ალბათ, მოუთმენლად ელოდებით, როდის დასრულდება სიცივე და კაშკაშა მზე გამოანათებს, ჩიტები აჭიკჭიკდებიან და პირველი ყვავილები თავს წამოყოფს.
იმის მიუხედავად, რომ გაზაფხულის პირველ დღეებში ჯერ კიდევ საკმაოდ ცივა, სულში მაინც გაზაფხულის სითბოს და მხიარულებას, მხნეობის მატებას ვგრძნობთ. ზამთრის ძილქუშის შემდეგ ირგვლივ ყველაფერი ნელ–ნელა იღვიძებს.
Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ საინტერესო თამაშ–მკითხაობას, რომელიც გიამბობთ, თუ რას მოგიტანთ გაზაფხული.
ამისთვის ამ ლამაზ ყვავილებს შეხედეთ და გვიპასუხეთ, რომელი მოგწონთ ყველაზე მეტად? რომელს ანიჭებთ უპირატესობას: ნაზი თეთრყვავილა, ხასხასა ტიტა თუ მდიდრული მიმოზა. ყვავილის არჩევისას აუცილებლად შინაგან ხმას მოუსმინეთ.
ყვავილი № 1
მიმოზა ამბობს, რომ ამ გაზაფხულს სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ. მთავარია, ცვლილებებმა არ შეგაშინოთ. არ ინერვიულოთ, ყველაფერი გამოგივათ.
ყვავილი № 2
ტიტა სურვილების ასრულებას გპირდებათ. დაგეგმვა თამამად დაიწყეთ და ჩანახატები გააკეთეთ. ჩაფიქრებულის განხორციელებას შეძლებთ.
ყვავილი № 3
შროშანა სინაზის და რომანტიკის მაუწყებელია. ამ გაზაფხულზე არა მხოლოდ ყვავილები, არამედ თქვენც გაიფურჩქნებით. ამის მიზეზი კი სიყვარული გახდება. მოემზადეთ, ეს გრძნობა კვლავ თავბრუს დაგახვევთ.
ყვავილი № 4
თეთრყვავილა მიგანიშნებთ, რომ როგორც იქნა გაწეული შრომისთვის ჯილდოს მიიღებთ. ღირსეულად დაგაფასებენ. მთელი გაზაფხული თქვენი შრომის ნაყოფით ისიამოვნებთ და ცოტას დაისვენებთ.
ყვავილი № 5
ზაფრანა (კროკუსი) წარმოუდგენელ იღბალს გპირდებათ. მთელი გაზაფხული ის ფეხდაფეხ გამოგყვებათ. ახალი მწვერვალების დასაპყრობად ენერგიით სავსე იქნებით. ცხოვრების ყველა სფეროში წარმატებას მიაღწევთ.