
Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ნოვოსიბირსკელი ასტროლოგის, ელენა ალმახის 2021 წლის პროგნოზს ცეცხლოვანი ზოდიაქოს ნიშნებისთვის. ნახეთ, რა ელით ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს (ვერძი, ლომი და მშვილდოსანი) 2021 წელს.
ვერძი
წლის დევიზი: „ყველას თავისი სიმართლე აქვს, მაგრამ ჭეშმარიტება არავინ იცის“.
წლის თემა: მოძრაობა სიცოცხლეა! დიდხანს ერთ ადგილას არ გაჩერდეთ, უფრო მეტი იარეთ, ირბინეთ, იცურავეთ!
წლის მიზანი: სამომავლო პერსპექტიული გეგმის შედგენა, მინიმუმ 5-7 წელზე. თქვენთვის ახალი ცხოვრება იწყება.
თუ გააკეთებთ, გამოგივათ: ნებისმიერ რთულ სიტუაციაში სასაცილო მომენტები ეძებეთ. გახსოვდეთ: ის, რაც სასაცილოა, შეუძლებელია საშიში იყოს.
თავი შეიკავეთ: მეგობრებთან ინტენსიური ურთიერთობისგან. ისინი ყურადღებას გაგიფანტავენ, შეცდომაში შეგიყვანენ და ისეთ გამოცდილებას გაგიზიარებენ, რომელიც არ გჭირდებათ.
დაძაბული დრო: დაბადების დღიდან მე-8 თვე, ბოლო თვე დაბადების დღემდე, მაისი და დეკემბერი.
შესაძლებლობების რეალიზების დრო: დაბადების დღიდან 1–ლი და მე-5 თვე, იანვარი.
ლომი
წლის დევიზი: „ადამიანი შეიძლება დიდებული იყოს თავისი გრძნობების და არა მხოლოდ გონების წყალობით!“ (თ. დრაიზერი)
წლის თემა: პიროვნების როლი (სავსებით შესაძლებელია თქვენი!) ინდივიდუალური კოლექტივების და საზოგადოებრივი ერთეულების პროგრესში.
წლის მიზანი: წვრილმანებისა და დეტალების გათვალისწინებით სიბეჯითის და საქმის გულმოდგინედ შესრულების სწავლა, კრიზისის პირობებში გუნდის მართვისას ემოციური სტაბილურობის შენარჩუნება.
თუ გააკეთებთ, გამოგივათ: პერსპექტივების დანახვა. სცადეთ არა 1 წლით, არამედ 30-40 წლით წინ გაიხედოთ.
თავი შეიკავეთ: ქაოსისგან, რესურსების გაფლანგვისგან, ყველასთვის თავის მოწონების სურვილისგან – თქვენ ხომ პიტნის ტკბილეული არ ხართ.
დაძაბული დრო: დაბადებიდან მე-8 თვე, დაბადების წინა თვე, მაისი.
შესაძლებლობების რეალიზების დრო: დაბადებიდან 1–ლი და მე-5 თვე, თებერვალი, აპრილი.
მშვილდოსანი
წლის დევიზი: „დალოცეთ ისინი, ვინც გდევნით, რადგან გაუცნობიერებლად ნათელი მომავლისკენ გიბიძგებენ: (ე. რერიხი)
წლის თემა: ძველის დანგრევა, კრიზისი და გადაკეთება. პროცესს ფილოსოფიურად მიუდექით.
წლის მიზანი: მოსმენის სწავლა. ლაპარაკი შეგიძლიათ, ასე არაა? ახლა სცადეთ, ოპონენტებს არა მხოლოდ მოუსმინოთ, არამედ გაუგოთ და კიდევ უფრო უკეთესი – იგრძნოთ ან თუნდაც ის მაინც გაიგოთ, რას გრძნობს ოპონენტი. ვერ შეძლებთ?
თუ გააკეთებთ, გამოგივათ: ინტერნეტში ინსტაგრამის პირადი გვერდის ან სხვა პირადი გვერდის წარმატებულად მართვა.
თავი შეიკავეთ: ცხოვრებაში შემოსული სიახლისგან დაუყონებლივ მატერიალური შედეგების მიღების სურვილისგან. მოთმინება იქონიეთ!
დაძაბული დრო: დაბადებიდან მე-8 თვე, დაბადების წინა თვე, მარტი.
შესაძლებლობების რეალიზების დრო: დაბადებიდან 1–ლი და მე-5 თვე, სექტემბერი.