მერკური მერწყულში: ტყუპები ინავარდებს, კუროს კი გუთნის თრევა მოუწევს

0
800

მეგობრული და უდარდელი მერკური, როგორც იქნა, გამოვიდა სერიოზული და საქმიანი თხის რქის ზემოქმედების არეალიდან. 8 იანვრიდან, ყველა ექსტროვერტი შვებით ამოისუნთქებს და გაეშურება წვეულებებზე, გასართობად, ინტროვერტები კი, მათ-და გასაკვირად, იგრძნობენ, რომ კარგი იქნება საუბარი. ჰაერის ნიშნებისთვის, მერკური მერწყულში გამოყოფს გარკვეულ დღეებს, ამიტომ ტყუპებს, სასწორებსა და მერწყულებს შეუძლიათ ყველა ბონუსის მიღება, დაფიქსირებულ მორიელებს, კუროებსა და ლომებს კი მოვლენებით გაჯერებული პერიოდი დაუდგებათ.

მერწყული – გახსნილი ურთიერთობების ნიშანია, ესაა მეგობრები, კამპანიები, წვეულებები, კოლეგები, კოლექტიური სიმღერები, სიჩუმისა და კერვის კლუბები. თქვენი სოციალური ცხოვრება აყვავდება, გამარტივდება კონტაქტის დამყარება – იქნება ეს პირადი თუ საქმიანი. ახლა საუკეთესო დროა ახალი ნაცნობებისა და მეგობრების გასაჩენად.

ამ პერიოდში, ნებისმიერი ნიშანი აღმოაჩენს თავის თავში ტიპურ მერწყულურ თვისებებს – თვითგამოხატვის(განსაკუთრებით, საზოგადოებრივი) დაჟინებულ მოთხოვნილებას, რადგან ეს საუკეთესო გზაა თანამოაზრეების საპოვნელად. ამიტომ, თამამად გაუზიარეთ შთაბეჭდილებები, მოყევით სოც.ქსელებში იმის შესახებ, თუ რა გაღელვებთ, გიხარიათ ან ნერვებს გიშლით. თამამად გახსენით დაუჯერებელი ფლეშმობები და ჩართეთ მათში ნაცნობები, მეგობრები, შემთხვევითი გამვლელები. ახლა მარტივია თანამოაზროვნეების პოვმა ყველაზე დაუჯერებელ გატაცებებში, მაშინაც კი, თუ ეს იქნება იშვიათი წავების გადარჩენა ან აქტიური ვეგანიზმი. მთავარია, არ გადაეშვათ რადიკალურ უკიდურესობაში, როცა საუკეთესო დაქალი გულის შეტევას მიიღებს თქვენს ნაგვის ურნაში ნაგეთსების ყუთის დანახვისას.

თხის რქის საქმიან პრაგმატიზმს სიახლე და მერწყულში შესული მერკურის მსუბუქი ენერგია სჭირდება, სწორედ ეს დაგეხმარებათ შრომასა და დასვენებას შორის ჰარმონიისა და ბალანსის შენარჩუნებაში. დატკბით, ჩვენ ხომ 2021 წლის პირველი რეტროგრადიული მერკური გვიახლოვდება, თანაც, იგი უკვე ძალიან ახლოსაა. 30 იანვრამდე გექნებათ მომზადების დრო.

  • ვერძი

თქვენი გარემოცვა თქვენთვის პირად მხარდამჭერ ჯგუფად იქცევა, რომელიც მზად იქნება პომპონების ფრიალისთვის. მოხერხებული ვერძისთვის, მერკური მერწყულში შესანიშნავი დროა სულიერი ამაღლებისთვის, რამდენადაც აქტიური მხარდაჭერა იგრძნობა ყველაფერში. თქვენი ქარიზმა მაქსიმუმამდე იმატებს და მუდმივად ზეცისკენ მიიწევს, ამიტომ, მისი პირადი ცხოვრება ადუღდება და გადმოვა.

  • კურო

ერთი ხე ტყეა, თუ ეს ხე კუროა. მარტო შეგიძლიათ მუშაობა და თმების გადადგმა, თუ ხელს არავინ გიშლით. სამაგიეროდ, სწორედ ახლა, როცა მერკური მერწყულშია, გაგიჩნდებათ შესანიშნავი შესაძლებლობა, წარმატებით იმუშაოთ გუნდში და იგრძნოთ მოწესრიგებული კოლექტივის ყველა უპირატესობა. თქვენი ტიპური კუროული სიჯიუტე კომპრომისზე გაცილებით უფრო მარტივად წავა. გაითვალისწინეთ, რომ უფროსი ყველაფერს ხედავს – ხელმძღვანელობა აუცილებლად შეამჩნევს თქვენს წვლილს საერთო საქმეში, ამიტომ, გქონდეთ დაწინაურებისა და დამსახურების დაფასების იმედი.

  • ტყუპები

თქვენთვის, როგორც მერწყულისთვისაც, ექსტროვერტის სამოთხე იწყება. თქვენ გარშემო გაავრცელებთ ნათებასა და დადებით ნაკადებს, შეუძლებელი იქნება თქვენს შარმთან გამკლავება. რამდენადაც მერკური მერწყულში გავლენას ახდენს ყველა ნიშანზე, სოციალური გახსნილობის სასარგებლოდ, შეიძლება ბევრი ახალი ნაცნობი და შესანიშნავი პერსპექტივები გაგიჩნდეთ. რა თქმა უნდა, ყველა მათგანი ვერ გახდება თქვენი საუკეთესო მეგობარი, ამის იმედი ვერც გექნებათ, სამაგიეროდ, ახალ შთაბეჭდილებებს აუცილებლად მიიღებთ. მერწყულის ცნობისმოყვარეობა დაგეხმარებათ განათლების მიღებაში, მაშინაც კი, თუ უკვე აღარ ხართ მოსწავლე, ისწავლეთ ახალი, ამ პერიოდში ყველაფერი მარტივად დაგამახსოვრდებათ და ნამდვილად გამოგადგებათ.

  • კირჩხიბი

მერკური მერწყულში ირეკლება თქვენი რუკის მერვე სახლზე, რომელიც მართავს სიახლოვეს, პირად ცხოვრებას, ამიტომ მზად იყავით აღმოჩენებისთვის. შესანიშნავი შანსი გაქვთ თქვენი ბნელი მხარის გადახედვისთვის, რაც თქვენში სრულ გაგებასა და საპასუხო ნდობას წარმოქმნის. მერვე სახლი არამხოლოდ სასიყვარულო განცდებზე, არამედ ვალებზეც ახდენს გავლენას. თუ ვინმეს ვალი გაქვთ, მზად იყავით ვალის დასაბრუნებლად ან თამამად შეახსენეთ მათ, ვისაც თქვენი მართებს.

  • ლომი

მერკური ურთიერთობის პლანეტაა, რომელიც შედის თქვენთვის სრულიად საპირისპირო ნიშანში. მერწყული ზედმეტად ჭირველი და არასერიოზულია. დიდი ალბათობით, ახლა ვერ შეხვდებით იმ ერთადერთს, რომელიც თქვენთვის განსაკუთრებული გახდება, სამაგიეროდ, შეძლებთ სერიოზულად დაფიქრებასა და უკვე არსებულ ურთიერთობაში გარკვევას. საუბარი არამხოლოდ სიყვარულზე, არამედ მეგობრობაზეცაა. სამაგიეროდ, მერწყული შეძლებს, საერთო ჯამში, დადებითი გავლენა მოახდინოს პროცესზე, პროგნოზიც საკმაოდ კეთილგანწყობილია.

  • ქალწული

ახლა თქვენი სამსახური უბრალოდ მნიშვნელოვანი კი არ გახდება, აღიარებასაც კი მოიპოვებს! შესანიშნავი დროა ძველი პროექტების დასასრულებლად და ახლებსი წამოსაწყებად! თქვენ იგრძნობთ ამაღლებას და, როგორც იქნა, სრულიად მზად ხართ, გაქვთ იმის რესურსი, რომ ჩადოთ სულიერი ძალა ახალ საქმეში, იქნება ეს ამბიციური პროექტი, საქმიანი ურთიერთობების ახალი ეტაპი თუ ახალი სასარგებლო ჩვევების გამომუშავება. ახლა შეძლებთ ურთიერთობის გაძლიერებას კოლეგებთან, თქვენი თანამშრომლობა გაცილებით უფრო ნაყოფიერი გახდება.

  • სასწორი

ოჰ, ეს სიყვარული! ნებისმიერი კოსმიური მოვლენა მერწყულში ააქტიურებს თქვენს რუკაზე რომანტიკის, სიყვარულის, თავბრუდამხვევი ფლირტისა და მოვალეობების გარეშე გართობის ზონას. თქვენ სიყვარულისთვის ხართ შექმნილი, ვენერას მფარველობა კი მეგობრულ მერკურის ცბიერ თავაზიანობას შემატებს. შესანიშნავი პერიოდი გაქვთ ახალი, ამაღელვებელი ნაცნობობის გასაბმელად, მოძველებულ ურთიერთობებში კი ახალი გაზაფხული დადგება. იანვრის შუა რიცხვებისთვის შესანიშნავი პროგნოზია!

  • მორიელი

სულაც არ ხართ პირქუში, ოჯახის ნიშანი ხართ! სწორედ ოჯახი და სახლი გახდება თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს კი არ ნიშნავს იმას, რომ განდეგილად იქცევით. სამაგიეროდ, შეძლებთ, ღიად და სიამოვნებით ეკონტაქტოთ ახლბლებს, მაშინაც კი, თუ ისინი დედამიწის მეორე მხარეს არიან – Zoom-ი ან სხვა აპლიკაცია დაგეხმარებათ ამაში. შესაძლებელია ნდობასთან დაკავშირებული საუბრები მეზბლებთან, ისინიც ხომ ახლობლები არიან. შეიძლება გაგიჩნდეთ მყუდრო ბუდის მოწყობის, კოსმეტიკური რემონტის ან ავეჯის გადაადგილების სურვილი. ნუ ეტყვით საკუთარ თავს უარს, მერკური მერწყულში სავსებით მოგიწონებთ ასეთ ქმედებებს.

  • მშვილდოსანი

მერკური მერწყულშია, მერწყული – ჰაერის ნიშანია. რა შეიძლება წარიმართოს ცუდად? ცეცხლის ნიშნები, ბუნებრივად, შესანიშნავად ერწყმიან ჰაერისებს, ამიტომ თქვენს ცეცხლს ჰაერი მიმოფანტავს და გაუჩნდება ხანძრის პერსპექტივა. თქვენი ქარიზმა ახლა უბრალოდ წვავს და ფერფლავს! მანამდეც არ გიწევდათ ხელის წაღება ჯიბისკენ, მშვილდოსნისთვის ხომ ურთიერთობა მშობლიური სტიქიაა, ახლა კი მერწყულში მერკურია და იგი უბრალოდ გიბიძგებთ კონტაქტისკენ. თქვენი ზეკონტაქტურობა ბევრს მოეწონება, თუმცა, არ დაგავიწყდეთ მოსმენაც – ასე ბალანსს დაიცავთ!

  • თხის რქა

სულიერი ძალა გაგიჩნდათ ფინანსების გასაკონტროლებლად. გამოყავით დრო თქვენი ბიუჯეტის შესასწავლად და სუსტი ადგილების საპოვნელად. შესაძლოა, სადღაც გაუთვალისწინებელი ზედმეტი ხარჯი იმალება, რომლის მოშორება თამამად შეიძლება, სამომავლო მატერიალური კეთილდღეობის სახელით. სერიოზული საქმიანი პერიოდი გაქვთ, ახლა მოდუნების დრო არაა! ბეჯითი შრომა აუცილებლად მიგიყვანთ შესანიშნავ შედეგებამდე.

  • მერწყული

თავქარიანი და მეგობრული მერწყულებისთვის, თხის რქის სეზონი მოსაწყენია, გარშემო ყველა ცდილობს მუშაობას და საუბარი აღარავის უნდა. სამაგიეროდ, მერკური თქვენს ნიშანში, ბოლოს და ბოლოს, გააქარწყლებს ამ მოწყენილობას! ისევ დაგინახავენ და მოგისმენენ, დიდია შანსი იმისა, რომ კალიად იქცევით. ნუ ეტყვით თავს უარს სიამოვნებაზე, რამდენადაც ურთიერთობა თქვენი შვება, მოქმედების კატალიზატორია. თუმცა, ზედმეტადაც ნუ გაერთობით, ზამთარი ჯერ კიდევ არ დასრულებულა. გამოყავით დრო სამსახურში, სწავლისასაც არ დაგავიწყდეთ მიზნების მიღწევის ეტაპობრივი გეგმის შედგენა.

  • თევზები

მერკური მერწყულში ააქტიურებს თქვენი რუკის მეთორმეტე სახლს, რომელიც ციკლების იზოლაციისა და დასრულების ზონა გახლავთ. გასაკვირი არაა, რომ გარკვეულ მარტოობას გრძნობთ. არ დაიმალოთ, თქვენი გუნდი თქვენთან დარჩება, კოლეგები – თავიანთ ადგილებზე, თუმცა, გამორიცხული არაა, რომ შუქზე დაწყევლილი მეგობრებიც გამოვლენ. იფიქრეთ, ღირს თუ არა მათთან ხელახალი მეგობრობა, ახლა შესანიშნავი პერიოდია ამაზე საფიქრელად.