
დაბალანსებული კვება და სპორტი – ორი საკვანძო ელემენტია, რომელთა დახმარებით შეიძლება ლამაზი სხეულის, კერძოდ, ბრტყელი მუცლის მიღება. მგონი, აზრი აღარ აქვს ფასტფუდისა და შაქრისშემცველი პროდუქტების მავნებლობაზე საუბრს. Girl.ge-ის რედაქციამ გადაწყვიტა, შეეკრიბა რჩევები, რომლებიც, ცხოვრების ჯანსაღ წესთან ერთად, დააჩქარებს გახდომის პროცესს, გაათხელებს წელს, მუცელს კი გააბრტყელებს.
აკეთეთ “პრესის სავარჯიშოები” და “ველოსიპედი”
“ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური სავარჯიშო, რომელიც კუნთების ყველა კუნთსა და თავად “მუცლის კუბიკებს” ამუშავებს – ესაა კლასიკური “პრესის ვარჯიშები”. ამ სავარჯიშოს შესრულების დროს, ამუშავებულია შემდეგი კუნთები: მკერდის დიდი, სწორი, გარე და შიდა, აგრეთვე, მუცლის ღრუს განივი კუნთი.” – ამბობს სამხატვრო ტანვარჯიშის ოსტატი, ბლოგერი, მოთელვის ექსპერტი და სტუდიათა ქსელ TOPSTRETCHING-ის დამფუძნებელი, ანა კანიუკი.
შესრულების ტექნიკა: დაწექით ზურგზე, მოხარეთ ფეხები მუხლებში, ტერფები სწორად დაალაგეთ. ხელები თავზე შეიკარით, კორპუსის ზედა ნაწილი კი იმ სიმაღლეზე წამოწიეთ, რომ ერთდროულად მოსწყვიტოთ იატაკს ბეჭები და შეახოთ იდაყვები მუხლებს. დასაწყისისთვის, გაიმეორეთ 15-20-ჯერ. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სუნთქვას: იგი უნდა იყოს თანაბარი, არ უნდა ირეოდეს. ნუ მოხრით ზურგს და ნუ წამოწევთ ტერფებს იატაკიდან.
“მეორე ეფექტური სავარჯიშო მუცლის ქვედა ნაწილის, ქვედა პრესის გასავარჯიშებლად გახლავთ სავარჯიშო “ველოსიპედი”„.
შესრულების ტექნიკა: დაწექით, დაალაგეთ ხელები სხეულის გასწვრივ და მიაბჯინეთ ისინი იატაკს. წამოწიეთ სწორი ფეხები იატაკიდან და აკეთეთ ისეთი მოძრაობები, თითქოს ველოსიპედის პედლებს ატრიალებდეთ: რაც უფრო ახლოსაა ფეხები იატაკთან, მით უფრო დიდია კუნთების დატვირთვა. საწყის ეტაპზე, ნუ გადაიტვირთებით, მნიშვნელოვანია სხეულის შეგუება ახალ ფიტნეს-რუტინაზე. არ დაგავიწყდეთ, რომ წელი არ უნდა მოაშოროთ იატაკს, ფეხები კი გასწორებული უნდა იყოს.
ჩართეთ რაციონში სასარგებლო ცხიმები
ავოკადო, თხილი, თევზი – სასარგებლო ცხიმების წყაროებია, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ჰარმონიული მუშაობისთვის. ეცადეთ, ჩართოთ ეს პროდუქტი თქვენს ყოველდღიურ რაციონში, მიირთვათ ისინი უფრო ხშირად. გარდა იმისა, რომ ეს პროდუქტი უამრავ სასარგებლო ცხიმოვან მჟავას შეიცავს, ისინი მდიდარია უჯრედისით, რომელიც წმენდს ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან.
და ცოტა ვაშლის ძმარი
ექსპერტების აზრით, დღეში მხოლოდ ერთი ჩ.კ. ვაშლის ძმრის დალევაა საკმარისი კუჭის მჟავიანობის დონის შესამცირებლად და, შედეგად, მუცლის შებერილობის მოსახსნელად.
მიიღეთ მეტი სითხე
თითოეულ ადამიანს თავისი დღიური ნორმა აქვს, თუმცა, ეს საშუალოდ 1.5-2 ლ-ს უდრის. წყალი მონაწილეობს ორგანიზმის ყველა მიმოცვლით პროცესში, აჩქარებს მეტაბოლიზმს. მათ, ვისაც უჭირს მხოლოდ წყლის დალევა, შეუძლიათ რაციონის გამრავალფეროვნება დრენაჟული სასმელებით: მწვანე, ბალახის ჩაი ლიმონით, ჯანჯაფილითა და თაფლით. ისინი შესანიშნავად კლავს წყურვილს, აქვეითებს მადას, გამოდევნის ორგანიზმიდან შლაკებს, ამშვიდებს ადამიანს.
გამოიყენეთ სუნელები
რაციონში მარილის რაოდენობა უნდა შეიზღუდოს, სამაგიეროდ, დაუმატეთ საკვებს სხვადასხვა სუნელი. მათი გამოყენებით, შეძლებთ რეცეპტორების ფუნქციის გაცოცხლებას, საკვების გამრავალფეროვნებას. მწიკვი წიწაკა ან კურკუმა, ექსპერტების აზრით, ზრდის სხეულის ტემპერატურას, რაც ააქტიურებს მიმოცვლით პროცესებს და, შესაბამისად, ცხიმების წვასაც.
გაიკეთეთ მასაჟი
მუცლის ინტენსიური მასაჟი აწესრიგებს კანს, აჩქარებს სისხლდენასა და ლიმფის ნაკადს, რაც, თავის მხრივ, იწყებს ცხიმების წვის პროცესს, აუმჯობესებს საკვების მონელებასა და ნივთიერებათა მიმოცვლას, აგრეთვე, აძლიერებს მუცლის კუნთებს. მასაჟის უამრავი ტექნიკა არსებობს, თუმცა, გირჩევთ, ჩვეულებრივი მოძრაობებით დაიწყოთ – დაკვრითი და მოფერებითი მოძრაობები პრობლემურ ადგილებზე. საუკეთესოა მუცლის მასაჟი სხვადასხვა სამასაჟე ზეთის გამოყენებით: ისინი ამარტივებს კანის დამუშავებას, მოგცემთ სასიამოვნო არომატის ჩასუნთქვისა და მოდუნების საშუალებას.
აკონტროლეთ სტრესის დონე
სტრესი ანელებს საკვების მონელების პროცესებს, ღლის ორგანიზმს, იწვევს შებერილობას. მუცელში, ისევე, როგორც ტვინში, შეიძლება დაგროვდეს დაძაბულობა და გაღიზიანება. ამ უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად და ლამაზი, ბრტყელი მუცლის მისაღებად, მოაწესრიგეთ აზრები, იპოვეთ შინაგანი ბალანსი: დაკავდით იოგით, დაიწყეთ მედიტაცია. შედეგი არ დააყოვნებს.