მომავლის გაგება გინდათ? სწრაფად აირჩიეთ ტაროს კარტი და ნახეთ…

0
1797

ამ მკითხაობაში ყველაფერი დაემთხვა არამხოლოდ ჩემს, არამედ ჩემი დისა და დედის სიტუაციებს. ამასთან, ჩვენ ყველამ სხვადასხვა კარტი ავირჩიეთ, თუმცა, შედეგებს რომ დავხედეთ, ძალიან გაგვიკვირდა. ამიტომ, Girl.ge-ის რედაქცია ახლა გთავაზობთ ტესტს, რომელშიც უნდა აირჩიოთ ერთი კარტი, თქვენი სურვილები, საიდუმლოები და ინტერესები კი წიგნივით გადაიშლება.

ტარო მკითხაობის, წინასწარმეტყველებისა და სულიერი განვითარების ძალიან მძლავრი ინსტრუმენტია. ადამიანების უმეტესობა მკითხაობს მომავლის დადებითი პროგნოზის მიღების მიზნით.

თუმცა, მარტივი ლოგიკა იმაზე მეტყველებს, რომ მხოლოდ კარგი ან მხოლოდ ცუდი პროგნოზი არ არსებობს. თითოეული წინასწარმეტყველება ინდივიდუალური და კონკრეტულია, მკითხაობა ყოველთვის უკავშირდება კონკრეტულ ადამიანსა და მის სიტუაციას.

ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომლის დასმაც ადამიანს შეუძლია არასასურველი პროგნოზის მიღების შემდეგ, ასეთია: რისი გაკეთება შემიძლია მომავლის შესაცვლელად?

თუ თქვენი მომავლის გასაგებად მზად ხართ, აირჩიეთ ტაროს ერთ-ერთი კარტი და წაიკითხეთ:

1. ჯადოქრის კარტი: გამოიყენე უნარები სხვების დასახმარებლად

ამ კვირაში, თქვენს ერთ-ერთ ახლობელს თქვენი დახმარება დასჭირდება. ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა თქვენი სიბრძნისა და უნარების გამოსაყენებლად, თანაც, სხვის საკეთილდღეოდ. ადამიანები აღფთოვანდებიან თქვენი გულით!

2. ორაკულის კარტი: ეძებეთ სიბრძნეს მოხუცებში

ნუ მოერიდებით სიბრძნის თხოვნას მათთვის, ვინც თქვენზე უფროსია. სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, თუ მოუსმენთ და მიენდობით საკუთარ გულს.

3. გოლემის კარტი: სთხოვეთ დახმარება მეგობარს

ბევრი ადამიანის პატივისცემასა და სიყვარულს მხოლოდ იმიტომ იმსახურებთ, რომ კეთილსინდისიერი ხართ. ამ კვირაში, შესაძლოა, დახმარება დაგჭირდეთ. რამდენადაც მეგობრებისადმი კეთილი იყავით, ისინი აუცილებლად დაგეხმარებიან.

4. ქალწულის კარტი: ააწყვეთ ახალი ურთიერთობები

ეს კვირა ახალ ურთიერთობებს მოგიტანთ. იპოვით იმას, ვისაც თქვენი სულიერ დონეზე ესმის. შესაძლოა, ბოლო დროს თავს მარტოდ გრძნობდით. ეს ადამიანი შეგახსენებთ, რომ მარტო არ ხართ. ეს ურთიერთობები თქვენს სულს განკურნავს.