მრავალფეროვანი დეპრესია: ერთი სახელი, ბევრი სახეობა

0
336

როცა დეპრესიაზე ვფიქრობთ, მას ერთი და იმავე სიმპტომების ნაკრების მქონე დაავადებად აღვიქვამთ. არა-ექიმები ხშირად უწოდებენ მას კლინიკურ დეპრესიას, სპეციალისტები – დიდ დეპრესიულ აშლილობას. თუმცა, დეპრესია მრავალმხრივია – მისი იმდენი სახეობა არსებობს, რამდენიც მასში მყოფი ადამიანია.

ხშირ შემთხვევაში, დეპრესია პირადი ცხოვრებისეული ბრძოლის გამოხატულებაა. ესაა ციებ-ცხელება, რომელიც გვეუბნება, რომ არის ჩვენს ცხოვრებაში რაღაც, რასაც უნდა გადავხედოთ ან სხვაგვარად შევხედოთ.

რა თქმა უნდა, ხანდახან, დეპრესია ორგანული დარღვევების სიმპტომად გვევლინება, თუმცა, დეპრესიის ეს სახე მხოლოდ მცირე ნაწილია მიზეზთა მრავალფეროვანი ლანდშაფტისა.

დარღვეული მიჯაჭვულობა

დეპრესიის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულული ფორმა უკავშირდება ბავშვობაში მიჯაჭვულობის აშლილობას. მზარდი გაურკვევლობა ურთიერთობაში, ცხოვრებაში საკვანძო ადამიანების ხელმისაწვდომობისა და სანდოობის თვალსაზრისით, ადამიანს ართმევს სანდო ცოდნას იმის შესახებ, რომ იგი ყოველთვის იარსებებს და გარშემომყოფთათვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება.

შედეგად, ასეთი ადამიანი მუდმივად ებრძვის მარტოობის საშინელ გრძნობას, რომლის მოშორებასაც მუდმივად ცდილობს. მარტოობა, რომელიც ყველას აშინებს – სწორედ ის შიშია, რომელიც უჩნდება ბავშვს, რომელიც პროდუქტის მაღაზიაში დაიკარგა და არ იცის, ოდესმე კიდევ იპოვის თუ არა მშობლებს. ასეთი დეპრესია მაშინ ყვავის, როცა სრულდება მნიშვნელოვანი ურთიერთობა ან ადამიანი თავს მიტოვებულად გრძნობს. ასეთ მომენტებში, ადამიანი ძლიერ დათრგუნული ხდება და კარგავს მომავლის იმედს. მას მოსდევს აზრი, რომ უმნიშვნელოა. მას უჭირს მოქმედება და გრძნობს, რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა.

“მე”-ს დაკარგვა

დეპრესიის მეორე სახეობა იმ სიცარიელის შედეგად ჩნდება, რომელიც “მე”-ს მკვეთრი საზღვრების დაკარგვის შემდეგ იჩენს თავს. ასეთ დეპრესიაში, ადამიანი იმდენად მიჩვეულია გარემოებებზე მორგებას, რომ თავადაც აღარ ესმის, რა სურს. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი იყო სხვების გაბედნიერება ან ახლობლებისთვის გულის არ-ტკენა. ახლა კი იგი თავს გაცარიელებულად გრძნობს, რამდენადაც მან სრულად დაკარგა კავშირი თავის მოთხოვნილებებთან, სურვილებთან და ვნებებთან. ცხოვრება სპექტაკლივით იგრძნობა. ბევრი ადამიანი ამგვარად კარგავს საკუთარ თავს ქორწინებასა და სამსახურში, რომლებშიც ისინი უბრალოდ როლს ასრულებენ, რეალურად კი არ სურთ იმავეს გაკეთება. ასეთი დეპრესიის შესანიშნავი ილუსტრაციაა აღწერილი წიგნსა და ფილმში “ცვლილებების გზა”.

ცხოვრების განდეგილი წესი

ადამიანი განდეგილი დეპრესიით შორდება ცხოვრების მრავალ სფეროს, მხოლოდ იმის შიშით, რომ არ განიცადოს მარცხი. ეს იწვევს მოსაწყენ ცხოვრებას, მწვავე შეგრძნებების ნაკლებობით. ასეთი ადამიანი შეიძლება მოერიდოს ახალი ადამიანების გაცნობას უარის თქმის რისკის გამო, შესაბამისად, ვერასდროს განიცადოს რომანტიკული სიახლოვე. იგი, ხშირად, არ დგამს ნაბიჯებს კარიერულ კიბეზე ასასვლელად, რამდენადაც მარცხის ეშინია. ეს დეპრესია მოსაწყენი, გაუბედურებული ცხოვრებით სრულდება.

სირცხვილი

არსებობს დეპრესიაც, რომელსაც სირცხვილის გრძნობა იწვევს. ასეთი დეპრესიის დროს, ადამიანს ძალიან რცხვენია საკუთარი თავის, არ აძლევს სხვა ადამიანს მისი ახლოს გაცნობისა და სინამდვილის დანახვის საშუალებას. იგი შეცდომით იღებს სხვა ადამიანების არაკეთილსინდისიერ ქცევებს იმის ნიშნად იღებს, რომ იგი იმსახურებს ცუდად მოპყრობას; ასეთი ადამიანი თავს დაზიანებულად, გაფუჭებულად, ცუდად მიიჩნევს. სექსუალური ან ფიზიკური ძალადობა ხშირად იწვევს ასეთ აშლილ წარმოდგენას საკუთარ თავზე. ასეთი წარმოდგენის ფასად ჩნდება დეპრესია.

ასეთი ადამიანი ვერ ეჯაჭვება სხვას, რამდენადაც ეშინია, რომ სხვები უარს ეტყვიან მას, თუ გაიცნობენ. იგი არ აღიქვამს სიყვარულს, რამდენადაც თავისი თავი არ უყვარს. შედეგად, რა თქმა უნდა, ჩნდება ცხოვრებითა და საკუთარი თავით დაუკმაყოფილებელი ქრონიკული გრძნობა.

შინაგანი კონფლიქტი

შინაგანი კონფლიქტი აიძულებს ადამიანს გადაუჭრელ პრობლემაში ჩარჩენას. ადამიანმა, მაგალითად, შეიძლება, თავი დამნაშავედ იგრძნობს იმისთვის, რომ აირჩია სამსახური, რომელიც მის მშობლებს არ მოსწონს. ხშირად, ეს კონფლიქტები იწვევს ერთგვარ დამბლას, გადაწყვეტილებების მიღებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.

ადამაინი ყოველთვის ვერ იაზრებს თავის პრობლემას. მან შეიძლება შესჩივლოს თერაპევტს უმიზეზოდ გაჩენილი დათრგუნვის შეგრძნების გამო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დეპრესიას შეუძლია იმ უხერხული დილემის ჩანაცვლება, რომელიც იწვევს სხვების უკმაყოფილებას და ემუქრება საკუთარ “მე”-ს.

996 სხვა დეპრესია

დაუმატეთ ამ სიას დეპრესიის სხვა ასობით ნაირსახეობა და გაიგებთ, რომ დეპრესია არაა მხოლოდ დაავადება, და იგი არ ექვემდებარება მარტივ, ყოვლისმომცველ დიაგნოსტიკას. რეალურად, ადამიანებში დეპრესიის გამოწვევა სხვადასხვაგვარ ცხოვრებისეულ მოვლენას შეუძლია. თუ თავის საიმედოდ და დაცულად გრძნობა გინდათ, ხანგრძლივი ურთიერთობების დასრულება დეპრესიას გამოიწვევს.

თუ თქვენი თვითშეფასება გარემოცვაზეა დამოკიდებული, მეგობრების დაკარგვა ჩამშვებ მექანიზმად მოგევლინებათ. ამიტომაა მნიშვნელოვანი, არ “დაიკარგოთ” დიაგნოზში.

მოკლედ, დეპრესია არაა უბრალოდ პრობლემა, რომელიც ანტიდეპრესანტებით იკურნება. ესაა თვითანალიზის საწყისი წერტილი. დეპრესია გეუბნებათ, რომ ცხოვრების რომელიღაც სფეროში გაიჭედეთ, მოწყდით ჭეშმარიტ გრძნობებსა და მოთხოვნილებებს, ვერ მიდიხართ წინ. დეპრესია გეუბნებათ, რომ ნებისმიერ ფასად უნდა დაიბრუნოთ საკუთარი ცხოვრება.

ხანმოკლე პერსპექტივაში, შეგიძლიათ, პრობლემას ყური არ უგდოთ, თუმცა, დამერწმუნეთ, დეპრესია დაბრუნდება, სანამ მის გზავნილს არ მიიღებთ და საკუთარ თავზე მუშაობას არ დაიწყებთ, კაცობრიობის ისტორიაში ვერავინ მოახერხა საკუთარი თავისგან გაქცევა.