
არავინ იცის, როგორ საშუალებებს გვიმზადებენ ცნობილი ბრენდები წელს, თუმცა, Girl.ge-ის რედაქციამ გადაწყვიტა, გაეაზრებინა ვარსკვლავური ვიზაჟისტების ბოლოდროინდელი ნამუშევრები და ბოლო სიახლეები, იმის გასაგებად, თუ რა გველის 2021 წელს. წაიკითხეთ ამ სტატიაში ჩვენი ვარაუდები:
ტონალური ფუძე ბუნებრივი, ნახევრადმატე ფინიშით

ბოლო რამდენიმე წელია ვაკვირდები სველი კანის მკაფიო ტრენდს, ამიტომ, ბრენდები ნახევრადგამჭვირვალე, მოელვარე საშუალებებს უშვებდნენ. ახლა ისარი ბუნებრივი ფინიშისკენ გადაიხარა, ამიტომ ახალ წელს ელოდეთ ბუნებრივი, ნახევრადმატე ფინიშის მქონე ტონალურ ფუძეებს. ისინი წინასგან სიმტკიცით და, შესაძლოა, ანტიბაქტერიული კომპონენტებითაც კი გამოირჩეოდეს, რომლებიც არ მისცემს აკნესა და მუწუკებს კანზე გამოსვლის საშუალებას, ნიღბის ხანგრძლივი ტარების შედეგად. ასე გეტყვით, ესაა ბიუთი-ინდუსტრიის რეაქცია პანდემიის შედეგებსა და მასკნეს გაჩენაზე.
კრემოვანი საშუალებები

ეს ტრენდი ჯერ კიდევ 2020 წელს შეინიშნა, თუმცა, დარწმუნებული ვართ, რომ 2021 წელს ყველა ბრენდი გამოუშვებს ახალ ფერ-უმარილს, ბრონზერს, ჰაილაითერებსა და ჩრდილებს, კრემოვანი ტექსტურებით. ბუნებრივი იერი – აი, რისკენ მიისწრაფვის ხალხი, ეს ხომ ბოლო წლების ძირითადი ტენდენციაა. ადრე კრემოვანი პროდუქტი არ იყო მდგრადი და ტონალური კრემის წამოწევა შეეძლო, ახლა კი ბრენდები აქტიურად მუშაობენ პრობლემის გამოსწორებაზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა პირბადეები ყოველდღე გვიკეთია.
ფიქსატორი

როგორც ხედავთ, პანდემიამ სილამაზის ინდუსტრიაზე ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. მაკიაჟი პირბადეს რომ არ გააყოლოთ, დიდი ალბათობით, მრავალფეროვან ფიქსატორებს გამოუშვებენ. ეს ხომ შესანიშნავი საშუალებაა! აწი აღარ გავალთ სახლიდან, სახეზე მაფიქსირებელი სპრეის შეშხეფების გარეშე.
ტრიოქრომა

2020 წლის შემოდგომაზე, ვიზაჟისტმა ნატაშა დენონამ გამოუშვა თხევადი ჩრდილები ტრიოქრომის ეფექტით, ანუ, ისინი სამ სხვადასხვა ელფერში იღვრება. მას მოჰყვა დანესა მაირიკსის, ბრენდ Danessa Myricks-ის დამფუძნებლის მიერ მსგავსი პროდუქტის გამოშვება. დარწმუნებული ვართ, დანარჩენი ბრენდებიც ამ მიმართულებით იმოძრავებენ. ეს, რა თქმა უნდა, ულამაზესია, განსაკუთრებით, პირადად დანახვისას.
მწვანე ჩრდილები

ისევ 2020 წელს, მოდურმა ბრენდებმა გამოუშვა მწვანე პალეტები (მაგალითად, Fenty Beauty-მ და Jeffree Star-მა), თუმცა, ბრენდების დიდმა ნაწილმა ვერ მოასწრო იმავეს გაკეთება. არადა, ეს ფერი ახლა ძალიან პოპულარულია! დიახ, იგი ყოველდღიურ მაკიაჟს არ შეესაბამება, რაც ხელს არ უშლის მის შეყვარებას. ვფიქრობთ, რომ დანარჩენი ბრენდებიც მიჰბაძავენ სხვებს და ამ გამის პალეტებს გამოუშვებენ.
ტოპერები ქუთუთოებზე

ადრე არავის ესმოდა პალეტებზე ნაკლებადპიგმენტირებული ბრჭყვიალების არსებობის მიზეზი, ახლა კი, პირიქით, მათ შეძენას ყველა ლამობს, რამდენადაც ისინი ქმნის პრიალა ეფექტს ქუთუთოებზე. ჩვენ გვახსოვს, რომ ამ ფორმულის გამოშვება ყველაზე პირველი Tom Ford-მა, Charlotte Tilbury-მ და Pat McGrath-მა დაიწყეს. გარწმუნებთ, ეს მხოლოდ დასაწყისია, რამდენადაც ამ ბრჭყვიალებზე მოდის მიმდევრები აქტიურად დაიწყებენ ნადირობას. თუ მათ გამოიყენებთ, მაკიაჟს რამდენიმე საათით გააცოცხლებთ!
ტუჩის ფანქრების გაუმჯობესებული ფორმულები

გასაოცარია, როგორ იქცა ნულამდე მივიწყებული ტუჩის ფანქატი გასული წლის ტრენდულ საშუალებად. 2021 წელს, იგი ნამდვილად არ დაავიწყდებათ. ყველა ბიუთი-ბლოგერი ერთხმოვნად ირჩევს მას ფავორიტად და ყველა ვიდეოში იყენებს.
ტუჩის არაწებოვანი ბრჭყვიალა საცხი

ფიქრობთ, ვის სჭირდება ტუჩის ბრჭყვიალა საცხები, როცა ყველას პირბადე უკეთია? ინსტაგრამის მიხედვით – ყველას. გახსოვთ, რაღაც მომენტში ყველა ბრენდმა მხოლოდ მატე ტუჩსაცხების გამოშვება რომ დაიწყო? იგივე განმეორდება ამ სეზონზე, ოღონდ ბრჭყვიალა საცხებზემ, რიანასა და მისი ტუჩსაცხის, Gloss Bomb-ის დამსახურებით, რომელიც ბიუთი-მანიაკების დიდ ნაწილს უკვე შეუყვარდა. ჩვენი აზრით, 2021 წელს ბრჭყვიალა საცხებს ის ბრენდები შემოგვთავაზებენ, რომლებსაც დიდი ხანია არ განუახლებიან თავიანთი პროდუქტის ფორმულები ბრჭყვიალის ეფექტით.