
ვერაგმა ზამთარმა უკვე ჩვენამდეც მოაღწია. თითქოს, აქ ამ დროს დიდად არ ცივა, თუმცა, კანისთვის 0 გრადუსიც კი უკვე პრობლემას წარმოადგენს. Girl.ge-ის რედაქციამ გადაწყვიტა, გაგაცნოთ ჩვენი რჩეულები კატეგორიიდან “ზამთრის კრემები”, რომლებიც გამოკვებავენ, გაამკვრივებენ და დაიცავენ კანს ცივ და ქარიან დღეებში.
Capture Totale C.E.L.L. Energy, Dior
Dior-ის მკვლევარებმა გამოავლინეს, რომ გაუწყლოებული კარი უფრო მოწყვლადი ხდება, რამდენადაც მისი ბუნებრივი ბარიერული თვისებები სუსტდება, შედეგად, დაბერების პროცესი ჩქარდება. მკვებავი, უცხიმო ტექსტურის წყალობით, კრემი ძალიან სასიამოვნოდ ისმება კანზე. გლიცერინი, ცვილი და მცენარეული ზეთები შემადგენლობაში კი მყისიერად ხსნის დისკომფორტს, აღადგენს ლიპიდურ ფენას და კვებავს კანს. ნემსიწვერას ზეთის ექსტრაქტი და სპეციალური ბიოუჯრედული ტექნოლოგია ატენიანებს, აღადგენს კანს რეგენერაციულ ციკლს, აძლიერებს უჯრედებშორის შეერთებას, შესაბამისად, ძლიერდება გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც. მასთჰევია გაუწყლოებული, ასაკოვანი კანისთვის!
Rénergie Nuit Multi-Glow, Lancôme
დიახ, ეს ღამის კრემია, თუმცა, უკიდურეს შემთხვევებში, მისი წასმა დღითაც შეიძლება. ამ ნაკრებში იგი თავისი აღმდგენი უნარის გამო ჩავსვით. მის შემადგენლობაშია 8 ბუნებრივი ზეთი, ომეგა 6 და 9, სელის თესლის ექსტრაქტიც, რომელიც ეხმარება კანს აღდგენაში, აშორებს წვრილ ნაოჭებს, ათანაბრებს ფერს და ამკვრივებს კანს.
დამატენიანებელი კრემი მშრალი და ძალიან მშრალი კანისთვის, CeraVe
საზღვარგარეთულ TikTok-ზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კრემია, თანაც, საფუძვლიანად: იგი გვპირდება კანის ბარიერის დატენიანებასა და გაძლიერებას, რასაც შესანიშნავად უმკლავდება. ფორმულაში შეგხვდებათ ცერამიდები – სწორედ ისინი აგებენ პასუხს კანის გაძლიერებაზე, შესაბამისად, კანი უკეთ გადაიტანს ტემპერატურულ ცვლილებებს, ქარსა და ყინვებს. საშუალება არც ისეთი ძვირია, თანაც, დიდხანს გეყოფათ.
Triple Lipid Restore 2-4-2, SkinCeuticals
თუ კანის ულტრამგრძნობელობა გაწუხებთ, ეს კრემი ნამდვილად გჭირდებათ – იგი აღადგენს კანის ბარიერს, რის გამოც სიწითლე და ქავილი სწრაფად ქრება. ზამთარში, ჩვენთვის ეს აუცილებელი პროდუქტია. მას აქვს სასიამოვნო ტექტურა, მარტივად ნაწილდება და ქარისა და სიცივის საწინააღმდეგო დამცავი ფენის შეგრძნებას ტოვებს. ამასთან, მასზე შესანიშნავად დგება მაკიაჟი.
Oceanskin Nourishing Facial Cream, Sesderma
არც ისე დიდი ხნის წინ, Sesderma-მ წარმოადგინა Oceanskin – ხაზი გაუწყლოებული კანისთვის, რომელიც სწორედ ეს მკვებავი კრემი შევიდა. ბრენდის პროდუქტის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ აქტიური ინგრედიენტები ნანოზომის ლიპოსომებშია შეყვანილი, რათა კომპონენტებმა უფრო სწრაფად შეაღწიონ კანის ღრმა შრეებში, ესე იგი, შედეგი უფრო ხილული გახდეს. კონკრეტულად ეს კრემი აძლიერებს კოლაგენის სინთეზს, ამცირებს ნაოჭების სიმკვეთრეს, ზრდის კანის სიმკვრივესა და ელვარებას. ის, რაც გჭირდებათ!
Blue Therapy Red Algae Uplift Rich Cream, Biotherm
Biotherm-ის ყველა მოვლის საშუალების შემადგენლოვაშია Life Plankton-ი, რომელიც უზრუნველყოფს კანის დაცვასა და რეგენერაციას, დღის ეს კრემი ლიფტინგის ეფექტით კი გამონაკლისი არ გახლავთ. ამასთან, იგი შეიცავს წითელი წყალმცენარის ექსტრაქტს, რომელი უბრუნებს კანს სიმკვრივესა და ელვარებას, აგლუვებს ნაოჭებს. ცოტა ხნის წინ, ბრენდმა განაახლა კრემი, ახლა უკვე, ფორმულა გამდიდრებულია კოლაგენის პეპტიდური ფრაქციით, რომელიც ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას და აუმჯობესებს კანის სიმკვრივესა და ტურგორს. რას ნიშნავს ეს? კრემი გაცილებით უკეთ იმუშავებს, ვიდრე მანამდე. მას სასიამოვნო ხავერდოვანი ტექსტურა აქვს, რომლის წუალობითაც მას მარტივად და სასიამოვნოდ ვისვამთ სახეზე.
Polypeptide Rich Cream, skin regimen
Skin regimen-მა არც ისე დიდი ხნის წინ ჩაამატა თავის ხაზში სახის გაჯერებული კრემი გამაძლიერებელი პეპტიდების, ბაბუაწვერას ექსტრაქტირა და დღეგრძელობის კომპლექსის™ ნარევით, რომელიც ანელებს დაბერების პროცესს. მისი ტექსტურა ათქვეფილ ნაღებს უფრო გვაგონებს, ვიდრე ჩვეულებრივ კრემს, რაც ძალიან მოსახერხებელია – პროდუქტი მარტივად ისმება და იწოვება კანის მიერ. დროთა განმავლობაში, შენიშნავთ, რომ კანი გამკვრივდა, გამოიკვება და გამოცოცხლდა.
Moisture Surge 72-Hour Auto-Replenishing Hydrator, Clinique
ალბათ, ეს Clinique-ის ერთ-ერთი საკულტო პროდუქტია. მის შესახებ ნამდვილად სმენია ნებისმიერს და, დიდი ალბათობით, გიცდიათ კიდევაც. ეს მარტივი გელ-კრემი ზამთარში შესანიშნავია ნორმალური, კომბინირებული და ცხიმიანი კანის მქონე გოგონებისთვის, რამდენადაც იგი ერთი წასმით კანს რამდენიმე დღის განმავლობაში ატენიანებს. აგრეთვე, ეს საშუალება ებრძვის აქერცლვას და ახშობს ჩამოწელვის შეგრძნებას.
Ultra Repair Cream Intense, First Aid Beauty
დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს კრემი მხოლოდ მშრალ კანს უხდება, თუმცა, ვცდებოდით – მისი გამოყენებით, კომბინირებული კანის მოვლაც შეიძლება. სხვებისგან მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ არ შეიცავს ეთერზეთებსა და ინანთებს, რომლებსაც მგრძნობიარე კანის გაღიზიანება შეუძლია. თუ ძალიან პრეტენზიული კანი გაქვთ, ეს პროდუქტი უნდა სცადოთ. იგი შესანიშნავად ატენიანებს და კვებავს კანს – სწორედ ისე, როგორც საჭიროა, არც მეტად და არც ნაკლებად. გარდა ამისა, იგი აღადგენს კანის ბარიერს და მოჰყავს იგი ნორმალურ მდგომარეობაში.
Sacred Nature Nutrient Cream, [comfort zone]
ჩვენ მივეჩვიეთ, რომ მკვებავი კრემები მძიმეა, თუმცა, ეს ნამდვილად გამონაკლისია – ამ პროდუქტს აქვს ჰაეროვანი ტექსტურა, რომელიც იდეალურია ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. სხვადასხვა ესტრაქტის ხარჯზე, ძლიერდება კოლაგენის გამომუშავება, კანი უფრო ელვარებს. ჩვენ, აგრეთვე, შევნიშნეთ ისიც, რომ საშუალება სახეზე მსუბუქ ვუალს ქმნის, რომელიც იცავს კანს გარემოს აგრესიული ზემოქმედებისგან.