2021 წლის იანვრის ახალმთვარე: 6 მარტივი წესი კეთილდღეობის მოზიდვისთვის

0
721

საახალწლო მხიარულება უკან მოვიტოვეთ, მთვარე კი 2021 წლის პირველ მნიშვნელოვან მოვლენას – პირველ ახალმთვარეს გვიმზადებს, რომელიც 13 იანვრის ღამით დადგება. შემოდგომის კოსმიური ქაოსის შემდეგ, როცა მთვარის დაბნელებათა კორიდორმა იმედგაცრუებები და წარუმატებლობები მოგვიტანა, ციდან გვჭირდება იმის მტკიცებულება, რომ რთული პერიოდი დასრულდა. როგორ გამოვიყენოთ 2021 წლის პირველი ახალმთვარე, ცხოვრებაში ყველაფერი რომ დალაგდეს?

მომავალი ახალმთვარე თხისრქის ნიშანში ჩაივლის, ამიტომ ნამდვილად გქონდეთ დადებითი პროგნოზის იმედი. რადიკალური მიწის ნიშანი, თხის რქა პასუხს აგებს განვითარებად ზრახვებზე: პროფესიულ ზრდაზე, მატერიალურ სარგებელზე, ნებისმიერი სასარგებლო წამოწყება, რომლებიც მატერიალურ კეთილდღეობას წაადგება. თუმცა, არსებობს ნიუანსები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, იმედგაცრუება რომ არ განიცადოთ.

ახალმთვარის ენერგიას მიმართულება პლუტონის მთვარესა და მზეზე გავლენით მიეცემა. პლუტონი ბნელი ტრანსფორმაციის პლანეტაა, რომელიც ინტენსიურად ახდენს გავლენას ყველაფერზე, რაც ჩვენ გარშემოა. ეს ჩვენ მკაცრ და მიუღებელ ადამიანად გვაქცევს, რაც სავსებით გამართლებულია, თუ საუბარი დასახული მიზნების მიღწევას ეხება. ეს მიმართულება კონკურენტულ ბრძოლაში გაჩუქებთ სიმტკიცეს, თუმცა, ვიღაცას შეიძლება ზედმეტად მკაცრად მოეჩვენოთ. ამასთან, მარსისა და სატურნის მიერ განლაგებული კვადრატი ხელს უწყობს შენელებას, დინების არევას, რაც მოთმინებას აწრთობს. ვენერასთან ჰარმონიული კავშირი აუცილებლად შემოიღებს რომანტიკულ ნოტას, პირად ცხოვრებაში კი სურპრიზებს გვიმზადებს.

წლის პირველი ახალმთვარე მოგიტანთ წარმატებას, თუ ამ მრავალფეროვან ელემენტებს ჰარმონიულად დააბალანსებთ, თუმცა, ზოგადად, პროგნოზი სავსებით ხელსაყრელია. კოსმიურ თანასწორობაში ორიენტირება რომ გაგიმარტივდეთ, Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ 6 მარტივ რჩევას.

კონცენტრირდით ხანგრძლივ გეგმებზე

ნებისმიერი ახალმთვარე შესანიშნავი დროა წამოწყებისთვის. ესაა ახალი ენერგია, რომელიც ნებისმიერ საქმეში შემოქმედებით ბიძგს გვაძლევს. გასულ თვეში, მთვარის დაბნელებამ კოსმიურ ვიბრაციებში გარკვეული ქაოსი შეიტანა, რამაც ხელი შეუშალა ყველა სასარგებლო წამოწყებასა და მოქმედებას.

ამ თვეში ყველაფერი წარმატებით დაიწყება სწორედ ახალი საქმეების წამოწყების, დადებითი განზრახვების ფიქსაციის წყალობით. თხის რქის ენერგია ახალმთვარეობაში შესანიშნავად იმოქმედებს ხანგრძლივი, სამსახურებრივი გეგმების ასაწყობად, დაწვრილებითი სტრატეგიის შესამუშავებლად. ნიშნის დაჟინებულობა და მიზანმისწრაფება ახალი მთვარის ენერგიის უკეთ გამოყენებაში შეგიწყობთ ხელს.

ნუ მოითხოვთ წამიერ შედეგს

თხის რქა გამოცდილი საქმოსანია, ასეთი პიროვნებები კი ენერგიას თავზემოთ ხტომაში არ ფლანგავენ. მომენტალური წარმატების ნებისმიერი მოლოდინი იმედს გაგიცრუებთ, ამაში კი შორეულ ვარსკვლავებს ვერ დაადანაშაულებთ. ახალმთვარეობა თხის რქაში სტაბილურ და გამოცდილ გზას გვთავაზობს წარმატებისკენ: ზედმიწევნითი გეგმა, თანდათანობითი განვითარება, სტაბილურობა თითოეულ ეტაპზე.

მიზნისკენ მიმავალი საიმედო გეგმის დასახვაში სატურნსა და მარსს შორის განლაგებული დაძაბული კვადრატი გვეხმარება. შეუპოვარი მარსი არ მოგცემთ დანებების საშუალებას და დეზს წინ და ზემოთ იღებს, ხოლო შემზღუდველი სატურნი აჩქარების საშუალებას არ გაძლევთ. თუმცაღა, ეს მითიური სცილა და ჰარიბდა არაა, ნუ ეცდებით პლანეტების წინააღმდეგ წასვლასა და კოსმოსის გაცურებას. მარსისა და სატურნის რთულ დუეტთან დაკავშირებული ახალმთვარეობა დასახული მიზნების მიღწევის მძლავრ ინსტრუმენტად შეიძლება იქცეს.

დაისახეთ პრაგმატული გეგმები

ახალი წლის მთელი მისტიური სარჩული ყველა რიტუალის, ცრურწმენისა და ჩვევის გავლით გაანათებს. ახალი ბედნიერება, ახალი გეგმები – და ყველაფერი, თითქოს, თავისთავად ჩაივლის. სამწუხაროდ, არ გამოვა! თხის რქა არ დაუშვებს ცარიელ ოცნებას. თეორეტიკები, რომლებიც ოცნების წარმოსახვასა და ეშმაკური სიტყვათა თამაშით ოცნებას გვირჩევენ, ხელმოცარულები რჩებიან. პრაქტიკულობა, ეფექტურობა და, გარკვეულწილად, მოსაწყენი პედანტიზმიც კი მეტ სარგებელს მოგიტანთ და, შედეგად, უფრო ეფექტური აღმოჩნდება. ოცნებას არავინ მოუკლავს, თუ, რა თქმა უნდა, მას მოქმედებითა და პრაქტიკით დაუჭერთ მხარს.

არ მოაწყოთ შეჯიბრება ფორმალური გამარჯვებისთვის

2021 წლის იანვარი იხსნება პლუტონის შესამჩნევი გავლენის ქვეშ მყოფი ახალმთვარეობით, ამ პლანეტას კი ძალაუფლება სწყურია. კონკურენტუნარიანობა შესანიშნავი საქმიანი თვისებაა. დადებითი გაგენით, ეს მართლაც დაგეხმარებათ სწორი გეგმის შედგენაში, მგრძნობელობის გაძლიერებაში და დაგაჯილდოვებთ დიპლომატიური უნარით, მიაღწიოთ თქვენსას, კომპრომისის ხარჯზე. თუმცა, თუ ვერაგ პლუტონს მიენდობით, ძალიან მარტივია მის ბნელ მხარეში მოქცევა, მაშინ კი თქვენი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ მოქიშპეების დაჯაბნვა გახდება. საჭიროა იმის თქმა, რომ მოქიშპეები არც კი იეჭვებენ, რომ მსგავსი შეჯიბრება არსებობს?

იმუშავეთ და გამდიდრდით

თქვენი პროფესიონალური თვისებების განვითარებისას, წარმატებას აუცილებლად მიაღწევთ. თხისრქაში მოქცეული ახალმთვარეობა დადებითად იმოქმედებს სამსახურებრივ ასპექტებზე. ახლა საუკეთესო დროა რეზუმეს განსაახლებლად, მასში გამომუშავებული უნარებსი ჩამატება, საკუთარი თავის უკეთ შეფასება, ვიდრე 1 წლის წინ, და უფრო უკეთ, ვიდრე კარიერის დასაწყისში. ზედმეტი არ იქნება პორტფოლიოს შექმნა და საკუთარი თავის სპეციალისტად გაცნობა, ბიუჯეტისთვის უფრო უფრო სარფიანი გეგმის შედგენა, ფინანსურ დაბანდებებში გარკვევა. ახლა გადადგმული ნაბიჯი მომავალში ათმაგად დაფასდება.

ნუ დაივიწყებთ რომანტიკის, სიყვარულის, პირადი ცხოვრების შესახებ

ამ იანვრის ახალმთვარეობაში პრაგმატიზმი ახალ რელიგიად იქცა, თოვლის პაპამაც კი გაიხადა ნაბადი და საქმიანი კოსტუმი ჩაიცვა. საბედნიეროდ, თქვენს მხარესაა ვენერასა და ურანის შესანიშნავი კავშირი – ტრინის ეს ასპექტი ქმნის სიყვარულისა და მოულოდნელობების გასაოცარ ჰარმონიას, რას შეუძლია მომაბეზრებელი პრაგმატული ყოველდღიურობის უკეთ გახალისება? არაპროგნოზირებადობა, სასიამოვნო სურპრიზები, ახალი ნაცნობობა და გატაცება, რომლებიც მუდმივ პარტნიორში ახალ მხარეებად იქცევა, აავსებს სიცოცხლეს ბედნიერების განუმეორებელი ელფერებით. რა თქმა უნდა, ახალმთვარეობა თხის რქაში წარმატებებს გვპირდება მატერიალურ სამყაროში, თუმცა, არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავიც – კოსმიურს ვიბრაციებს წარმატება მოაქვთ მათთვის, ვინც ჰარმონიისკენ მიისწრაფვის.