როგორ “მეგობრობენ” კოსმეტიკური საშუალებები – ვიზაჟისტის ხრიკები

0
669
Photo credit: Shutterstock

დღეს კოსმეტიკური ბაზარი სავსეა ე.წ. მულტიფუნქციური პროდუქტით. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი პროდუქტის, მაგალითად, ტუჩსაცხის, ფერ-უმარილად და ჩრდილად გამოყენება შეიძლება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მოსახერხებელია, დროისა და ჩანთაში ადგილის მუდმივი დეფიციტის თვალსაზრისით. ჰოლივუდელი ქალბატონის მაკიაჟის სულ რამდენიმე პროდუქტით გაკეთება ხომ შესანიშნავი იდეაა! თუმცა, შეიძლება ამ ცთუნებამ გაგაცუროთ. Girl.ge-ის რედაქცია გეტყვის, როგორ უნდა აიცილოთ ეს თავიდან.

რა თქმა უნდა, ტუჩსაცხისთვის ფერ-უმარილისა და ჩრდილების თვისებების მიწერა გენიალური მარკეტინგული სვლა იყო. თუმცა, ამ ხრიკების სინამდვილეში გამოყენება არც ისეთი მარტივია, როგორც ბიუთი-ბლოგერები გვაჩვენებენ. როგორც მინიმუმ, ზუსტად მაინც უნდა იცოდეთ, რომელი ტექსტურები “მეგობრობენ” ერთმანეთს შორის და სახეზე იდეალური, ჯანმრთელობით მოელვარე კანის (და არა ჭუჭყიანი ყავისფერლაქებიანი ნიღბის) ეფექტს ქმნიან. ასეთი ანტიმაგალითები კი ძალიან ხშირად მხვდება, დამიჯერეთ! მაშ ასე, ჩვენ შეგახსენებთ მაკიაჟის რამდენიმე ძირითად წესს, რომლებიც დაგეხმარებათ შეცდომებისა და სავალალო შედეგების თავიდან აცილებაში.

ზეთს + ზეთი, წყალს + წყალი

პირველი წესი, რომლის დაცვას დაჟინებით გირჩევთ: კრემისებრი ტექსტურა კრემისებრთან ერთად, მშრალი – მშრალთან. რას ნიშნავს ეს? სახეზე ლაქების გაჩენის შანსის მინიმუმამდე დასაყვანად და, პირიქით, სახეზე ნატურალური ჩრდილებისა და ნატურალური ფერ-უმარილის შეგრძნების შესაქმნელად, კრემისებრი პროდუქტები უნდა წაისვათ კრემისებრ ფუძეზე (მაგალითად, თუ ტუჩსაცხის ფერ-უმარილად ან ჰაილაითერად წასმა გსურთ, ეს პუდრის წასმამდე უნდა გააკეთოთ, ან მშრალ ტექსტურებს თავი უნდა აარიდოთ). და პირიქით, თუ მშრალ ფერ-უმარილს იყენებთ, პირველ რიგში, კანი გაიპუდრეთ ფხვიერი პუდრით.

მიეცით მაკიაჟს დრო

ზეთზე დამზადებული პრაიმერის გამოყენებისას, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ტონალური კრემის (მით უმეტეს, წყალზე დამზადებულის) წასმამდე რამდენიმე წუთი უნდა გავიდეს, ზეთი კანმა კარგად რომ შეიწოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს საფრთხე იმისა, რომ ტონი არ დაჯდება.

თვალის სითხეს + პრაიმერი

თუ მაკიაჟის დატანებამდე თვალის ორფაზიანი სითხე გამოიყენეთ, აუცილებლად კარგად გაიწმინდეთ ქუთუთო (წაისვით სპეციალური პრაიმერი)! წინააღმდეგ შემთხვევაში, კრემისებრი ჩრდილიც კი შეიძლება გაითხაპნოს.

ტონალურ კრემს + ტუჩის ბალზამი

ძალიან მშრალ კანზე ნებისმიერი ტონი ან კონსილერი ცუდად დაჯდება და ხაზს გაუსვამს აქერცლილ კანს, თუმცა, sos-საშუალების გამოყენება შეგიძლიათ… ტუჩის ბალზამის! წაისვით მკვებავი და დამცავი ტუჩის ბალზამი სუპერგამომშრალ ზონებზე (მაგალითად, ცხვირთან, შუბლსა და ნიკაპზე). გააკეთეთ ეს ფრთხილად, შეაზილეთ ბალზამი თითით ტონალურ კრემს. იგი სწრაფად შეიწოვება და კანის ნაკლებს დაფარავს. არ იდარდოთ, ტუჩის ბალზამი მართლაც უნივერსალური საშუალებაა და შესანიშნავად ჯდება სახის სხვა მონაკვეთებზეც.