10 საშუალება მათთვის, ვისაც ნიღბის გამო აკნე გაუჩნდა

0
933

2020 წელს, ბიუთი-ინდუსტრიაში რამდენიმე ახალი სიტყვა გაჩნდა. ერთ-ერთი მათგანია “მასკნე”. იგი სახეზე, ნიღბის ტარების გამო, ანთებისა და გამონაყარის გაჩენას აღნიშნავს. ამ პრობლემის შესახებ ისაუბრა ამერიკელ დერმატოლოგთა ასოციაციამ, New York Times-მა და BBC-მ, სახის საწმენდი მოწყობილობების ყველაზე პიპულარული შვედური ბრენდი Foreo კი სწრაფად ორიენტირდა ბაზარზე და მასკნესთან სამუშაო სპეციალური მოწყობილობაც კი შემოიღო.

რამდენადაც უკვე ყველას ესმის, რომ მალე ნიღბები ჩვენს მთავარ აქსესუარად იქცევა, უნდა ვისწავლოთ მასკნესთან გამკლავებაც. დასაწყისისთვის, კლინიკა Aging Control-ის კოსმეტოლოგ-ესთეტისტი, ტაისია პეტროვა გვირჩევს ერთჯერადი სინთეტიკური ნიღბის ნატურალური მასალისგან დამზადებული, მრავალჯერადი ვარიანტით ჩანაცვლებას: “მრავალჯერადი ნიღაბი ერთჯერადს რამდენიმე მიზეზით სჯობს. მას ამზადებენ ბამბისგან, ეს ნატურალური მასალა კი უკეთ ნიავდება, კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს, არ აღიზიანებს სახეს და არ იწვევს ალერგიას. ამავდროულად, ერთჯერადი ნიღაბი შედგება სინთეტიკური ბოჭკოებისგან, რომლებიც ცუდად ატარებს ჰაერს, ამასთან, მისი გამოყენება არ შეიძლება ალერგიისკენ მიდრეკილი ან მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის. ზოგიერთ შემთხვევაში, ნიღბისთვის სულ რამდენიმე წუთია საკმარისი  (განსაკუთრებით, სიცხეში ან თბილ ოთახში) იმ შედეგებისთვის (გაჩნდება გამონაყარი, ანთება, სიწითლე), რომელთა გადაჭრას შემდეგ კოსმეტოლოგი ან დერმატოლოგი დასჭირდება.”

თუმცა, ისეც ხდება, სინთეტიკურ ნიღაბზე უარის თქვა პრობლემას ვერ უმკლავდება, ამ დროს კი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს მოვლა. ექიმ-დერმატოლოგები დაჟინებით გვირჩევენ, ამ პერიოდში არ შევეხოთ ანთებულ ელემენტებს, კატეგორიულად გამოვრიცხოთ ზეთები და, გამწვავების მომენტში, ყოველთვის ამოვიღოთ მოვლის საშუალებებიდან გლიკოლეური მჟავის შემცველი პროდუქტები – ეს ნივთიერება ზრდის კანის მგრძნობელობასა და გამონაყარის რაოდენობას. და, პირიქით, დაუმატეთ მოვლის რუტინას უსპირტო ტონიკები, სებომარეგულირებელი ნიღბები, რომლებიც კანის გაწმენდისკენაა მიმართული, აგრეთვე, სალიცილის მჟავის შემცველი ნიღბები და პილინგები – მაგალითად, ბუნებრივი მცენარეული პილინგი და სებომარეგულირებელი დამამშვიდებელი ნიღაბი.

რბილი დასაბანი ქაფი Zarter Reinigungsschaum, Weleda

გამოიყენეთ აქაფებადი და დელიკატური საშუალებები კანის გასაწმენდად. Weleda ხარისხიანად აშორებს მაკიაჟსა და ჭუჭყს, ამავდროულად, არ არღვევს ჰიდრო-ლიპიდურ ბალანსს. შემადგენლობაში იპოვით მცენარეულ კომპონენტებს, რომლებიც ამშვიდებს და ატენიანებს – გამამელისისა და ტუხტის ფესვის ნახადები. ეს საშუალება არ კეტავს კანის ნასვრეტებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ აკნეს ებრძვით.

მიცელარული წყალი Effaclar Ultra, La Roche-Posay

მიცელარული წყალი კიდევ ერთი საშუალებაა, რომლის გამოყენებაც საღამოს დემაკიაჟისთვის შეგიძლიათ, ანთებულ კანს კი არაფერს ავნებთ. Effaclar Ultra  La Roche-Posay-ისგან კი კონკრეტულად პრობლემური კანისთვისაა შექმნილი – წმენდის გარდა, იგი ამცირებს ცხიმიან ელვარებას და კანს მატე იერს აძლევს. შემადგენლობაში არაა სპირტი, ზეთები და საღებავები.

გამწმენდი ტონიკი Active Pureness, Comfort Zone

ამ საშუალების მთავარი კომპონენტია გლუკონოლაქტონი – 3% პოლი-ჰიდროქსილური მჟავა ამქერცლავი მოქმედებით. კარგია დილა-საღამოს პრობლემური კანის გაწმენდისა და ტონიზაციისთვის. არ შეიცავს სპირტს.

აღმდგენი დამცავი კრემი სიკალფატი+, Avene

მაშინაც კი, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ, არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ ყოველდღიური დატენიანება. სიკალფატ+ უხდება ზრდასრულებსა და ბავშვებს და სწორედ მგრძნობიარე, გაღიზიანებადი და დაზიანებული კანისთვისაა დანიშნული. იგი აღადგენს კანის ბუნებრივ ბარიერს. შემადგენლობაშია თუთიის სულფატი, რომელსაც ანტისეპტიკური, გამომშრობი და ანთების საწინააღმდეგო თვისებები აქვს.

მზისგან დამცავი კრემი SPF30, Dermatologica

მიუხედავად ნიღბის ტარებისა, სანსქრინი მაინც ყოველდღე უნდა წაისვათ. შემადგენლობაში იპოვით მთავარ კომპონენტს – თუთიის ოქსიდს. იგი ბლოკავს უ.ი. სხივების გავლენას და კანის ყველა ტიპს უხდება. ჩვენს ნაკრებში Dermatologica-ს პროდუქტი მოხვდა, რამდენადაც იგი კომფორტულად ისმება და არ ტოვებს თეთრ კვალს, აგრეთვე, არ იცდება ცხოველებზე.

მატე დამცავი კრემი SPF 15 Comodex Mattify & Protect Cream, Сhristina

ბრენდი, რომელის რეკომენდებულია პროფესიონალი კოსმეტოლოგების მიერ. Comodex-ის კრემის ქვეშ შეგიძლიათ დერმატოლოგის მიერ გამოწერილი სამკურნალო საშუალების დატანება. კრემი სწრაფად შეიწოვება, გამოსაყენებელია მთელი წლის განმავლობაში და უსაფრთხოა ფეხმძიმეებისთვის.

შრატი რეტინოლით Retinol 1%, Phyto-C

ზამთრის პერიოდში, საღამოობით შეგიძლიათ რეტინოლიანი შრატის ან კრემის წასმა: აფთიაქის (დერმატოლოგის მიერ რეკომენდებული) ან კოსმეტიკური ვარიანტი.

შრატ Phyto-C-ის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი შეიცავს წყალზე დამზადებულ რეტინოლს, რომელსაც კანი უკეთ ითვისებს. თუ საშუალებას მხოლოდ აკნეს სამკურნალო კონტექსტში განვიხილავთ, აღვნიშნავთ მის ანთების საწინააღმდეგო, ქონის ჯირკვლების სეკრეციის მარეგულირებელ და აკნეს მიერ დატოვებული ჭრილობების შემხორცებელ თვისებებს.

რეტინოლიანი შრატი Don’t touch my skin

საშუალების შემადგენლობაშია ინკაფსულირებული რეტინოლი, ნიაციანამიდი, რძემჟავა, ფოსფოლიპიდები. დასაწყისისთვის, წაისვით შრატი საღამოს, კვირაში რამდენჯერმე, შემდეგ კი გაზარდეთ პერიოდულობა, საჭიროებისამებრ. მეორე დღეს არ დაგავიწყდეთ სანსქრინის გამოყენება.

მნიშვნელოვანია!

თუ აკნე ნიღბის ტარების გამო გაგიმწვავდათ, ყურადღება მიაქციეთ არამხოლოდ თავის მოვლას, არამედ საყოფაცხოვრებო საშუალებების ხარისხსაც. შესაძლოა, კანისთვის გამღიზიანებელ ფაქტორად იქცა არა თავად ნიღაბი, არამედ ფხვნილი, რომლითაც მას რეცხავთ. გამოიყენეთ მხოლოდ ჰიპოალერგიული საშუალებები და ცვალეთ ნიღაბი ყოველდღე. აკნე შეიძლება მოვლის საშუალებების შემადგენლობაში არსებული ქიმიის ან ნახშირორჟანგის ზემოქმედების შედეგი იყოს.