რაზეა დამოკიდებული არომატის ვარგისიანობის ვადა და როგორ გავახანგრძლივოთ იგი

0
752

შესაფერისი არომატის არჩევას შეიძლება არა თვეები, არამედ წლებიც კი დასჭირდეს. თუმცა, როგორც კი ვპოულობთ იმ სურნელს, რომელიც მოგვწონს, მისი დიდი ხნით გაყოლა გვინდება. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ თითოეულ პარფიუმს თავისი ვარგისიანობის ვადა აქვს, თუმცა, მისი გახანგრძლივება ყოველთვის შეიძლება, თუ მისი შენახვისა და გამოყენების რამდენიმე მნიშვნელოვან პირობას დაიცავთ. ამის და არა მხოლოდ ამის შესახებ, Girl.ge-ის რედაქცია ამ სტატიაში გიამბობთ.

არომატის ვარგისიანობის ვადა

სუნამოების მწარმოებელთა უმეტესობა ამბობს, რომ პროდუქტის ვარგისიანობის ვადა შეიძლება 1-3 წლამდე მერყეობდეს (ყოველთვის დახედეთ ამ ციფრს შეფუთვაზე). ზოგიერთ შემთხვევაში, არომატის გამოყენება 4-5 წლის განმავლობაშიც კი შეიძლება. თუმცა, მხოლოდ ერთი პირობით: თუ კარგად ერკვევით პარფიუმის შემადგენლობაში და მკაცრად იცავთ მისი შენახვის წესებს.

რაზეა დამოკიდებული სუნამოს ვარგისიანობის ვადა?

სუნამოების შემადგენლობა მათ ვარგისიანობის ვადაზე ახდენს გავლენას. ამანდინ პალეზი, Bvlgari Parfums-ის უფროსი კრეატიული დირექტორი ამერიკულ გამოცემა byrdie-ის უყვება, რომ, ჩვეულებრივ, ყველაზე ცოტა ხნით ინახება სუნამოები, რომლებსაც ციტრუსის მაღალი ნოტები აქვს. ამასთან, ხისა და ტყავის აკორდები, პირიქით, ეხმარება არომატს ვარგისიანობის ვადის 3 წელზე მეტი ხნით გახანგრძლივებაში. ახლა გასაგებია, რატომ უმატებენ მათ პარფიუმერები შემადგენლობაში.

საინტერესოა, რომ ახლა ადამიანების უმეტესობა ერიდება შემადგენლობაში სპირტის არსებობას. თუმცა, არომატებში იგი მნიშვნელოვან როლს ასრულებს: რაც უფრო მეტია იგი შემადგენლობაში, მით უფრო ხანგრძლივია სუნამოს ვარგისიანობის ვადა.

“თუ არომატი არ შეიცავს სპირტს, რომელიც კონსერვანტად მოქმედებს, მას დიდხანს ვერ გამოიყენებთ (არაუმეტეს 1 წლით).’ – გვაფრთხილებს ამანდინ პალეზი. ტუალეტის ან პარფიუმერულ წყალში, რომელსაც ვარგისიანობის ვადა 3 წლამდე აქვს, ჩვეულებრივ, 80-96% ალკოჰოლს შეიცავს.

პარფიუმის გაფუჭების გაგება ძალიან მარტივია: ჩვეულებრივ, მისი სუნი აღარაა ისეთი, როგორიც შეძენის დროს, ფლაკონში წყალი კი ფერს იცვლის, მღვრიე ხდება. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არომატის გამოყენება აღარ შეიძლება.

ხრიკები, რომლებიც სუნამოს ვარგისიანობის ვადას გაახანგრძლივებს

1. მოაშორეთ არომატი სინათლეს

ფლაკონების ფანჯარასთან დალაგება დეკორისთვის კარგია, მაგრამ არომატის ხარისხისთვის – საშინელება. მზის სხივი ანადგურებს არომატის მოლეკულებს და მის ამჟავებას იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად, მოათავსეთ სუნამო დახურულ კარადაში.

2. გაარიდეთ სუნამო ნესტსა და სიცხეს

სააბაზანო ოთახი ან კარადა გამათბობლის გვერდით სუნამოს შენახვის ცუდი ვარიანტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნესტი და მაღალი ტემპერატურა (15 გრადუსზე მეტი) შეცვლის ქიმიურ შემადგენლობას და დროზე ადრე გაფუჭდება.

3. გამოიყენეთ არომატი, სანამ არ გათავდება

რაც უფრო ნაკლები არომატი რჩება ფლაკონში, მით უფრო დიდია მისი კონცენტრაციის შეცვლის რისკი, განსაკუთრებით, თუ მასში სპირტი მცირე რაოდენობითაა. რჩევა: არ შეინახოთ ნახევრად სავსე სუნამოები დიდი ხნით, პირველი გახსნის შემდეგ, რეგულარულად გამოიყენეთ იგი. ეს წესი შეიძლება არც ისეთი მარტივი ჩანდეს მათთვის, ვისაც უყვარს არომატების ყოველდღე შეცვლა, თუმცა, ეს აუცილებელია პროდუქტის ვარგისიანობის ვადის გასახანგრძლივებლად.