
Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ უმოკლეს ტესტს ინტელექტზე. სურვილი გექნებათ ამ კითხვებს ინტუიციურად უპასუხოთ, მაგრამ სწორი პასუხის გაცემა აუცილებელია.
კონცენტრირდით, ახლა მსოფლიოში უმოკლესი ტესტის გავლა მოგიწევთ. მას ეწოდება Cognitive Reflection Test (CRT), ანუ კოგნიტური რეფლექსების შემოწმება. ტესტი შეინ ფრედერიკმა, იელის უნივერსიტეტის პროფესორმა, გამოიგონა იმის შესაფასებლად, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს სირთულის აღქმა, რომელიც ერთი შეხედვით მარტივია.
დავიწყოთ:
კითხვა 1
ბეისბოლის ჯოხი და ბურთი ერთად 1 ლარი და 10 თეთრი ღირს. ჯოხი ბურთზე 1 ლარით ძვირია. რა ღირს ბურთი?
კითხვა 2
5 მანქანა 5 წუთში 5 ნივთს აწარმოებს. რამდენი დრო დასჭირდება 100 მანქანას 100 ნივთის საწარმოებლად?
კითხვა 3
ტბა სავსეა წყლის შროშანებით. მათი ფართობი ყოველდღე ორმაგდება. მთელი ტბა 48 დღეში დაიფარება. რამდენ დღეში დაფარავენ ყვავილები ზედაპირის ნახევარს?
პასუხი 1
რამდენი მიიღეთ – 10 თეთრი? თქვენც სხვებივით აჩქარდით და ასეთი კითხვისთვის თავი ზედმეტად ჭკვიანად ჩათვალეთ. თავად განსაჯეთ: თუ ბურთი 10 თეთრი ღირს, ხოლო ჯოხი 1 დოლარით ძვირია, მაშინ მისი ფასი 1 დოლარი და 10 თეთრი იქნებოდა, ხოლო ეს კი ნივთების ჯამია. სინამდვილეში ბურთი 5 თეთრი ღირს.
პასუხი 2
ცდუნებას ვერ გაუძელით და იმწამსვე უპასუხეთ „100“? სულ ტყუილად, კითხვა ეშმაკური იყო. სინამდვილეში 100 მანქანას 100 ნივთის საწარმოებლად იმდენივე დრო დასჭირდება, რამდენიც 5 მანქანას 5 ნივთის საწარმოებლად, ანუ 5 წუთი. მანქანის რაოდენობის შეცვლით ნივთის წარმოების დრო არ იცვლება!
პასუხი 3
რამდენია ისეთი, ვინც უპასუხა „24 დღე“?! თქვენც ასევე? ნუ დარდობთ, ეს კითხვა ტესტის მწვერვალია. მოდით, ლოგიკურად განვიხილოთ: თუ ყოველდღე ზედაპირზე შროშანების რაოდენობა ორმაგდება, მაშინ ზედაპირის ნახევარს 48 დღის დამთავრებამდე 1 დღით ადრე დაფარავს. ანუ 47 დღეში წყლის შროშანები ტბის ზედაპირის ნახევარს დაფარავს.