ქმარმა მხოლოდ 6 სიტყვიანი წერილი მომწერა, რომელიც არასდროს დამავიწყდება

0
291

რამდენიმე წლის წინ, ჩვენ ერთი ჩვეულებრივი ოჯახი ვიყავით. მეუღლე ყოველდღე სამსახურში დადიოდა, საღამოობით ქალიშვილის დაბანაში მეხმარებოდა და მასთან ერთად სეირნობდა. ზოგჯერ შაბათ–კვირას მთელი ოჯახი დასასვენებლად მივდიოდით.

როცა მეორე ქალიშვილი დაიბადა, სიტუაცია გართულდა. ბავშვების მოვლა გამიჭირდა და ქმარს ვუჩიოდი, რომ მას პროფესიულად განვითარების შესაძლებლობა ჰქონდა, მე კი სახლში ოთხ კედელში გამომწყვდეული ვიჯექი.

მეუღლე დასვენების დღეებში მეხმარებოდა, მაგრამ ჩემი მორალური დაღლილობა და ყოველდღიური საქმეებით უკმაყოფილება იზრდებოდა. მეუღლე ხშირად მანქანებს აკეთებდა, აგარაკზე მარტო ადიოდა და ზოგჯერ ავიწყდებოდა იმის გაკეთება, რასაც ვთხოვდი.

ხშირად ვბრაზობდი და გაღიზიანებული ვიყავი. უფროსი გოგოს ბაღში გაგზავნა ვცადე, მაგრამ ხშირად ცივდებოდა, ამიტომ დასვენებას თითქმის ვერ ვახერხებდი. ქმარი დილიდან საღამომდე სამსახურში ქრებოდა. ჩემი ცხოვრება საერთოდ არ მომწონდა.

ვგრძნობდი, რომ ქორწინებიდან ვერაფერი მივიღე უამრავი საზრუნავის, პრობლემის და მარტოობის გარდა. ქმართან ამ თემაზე საუბარი გადავწყვიტე, მაგრამ მცირეწლოვანი შვილების, უსასრულო ყოველდღიური საზრუნავის და სამსახურის გამო საუბარი ყოველთვის იდებოდა. მაშინ ერთმანეთისთვის წერილის მიწერა გადავწყვიტეთ.

წერილში საჭირო იყო ყველაფრის დაწერა, რაც ერთს მეორეში და ჩვენს ოჯახურ ცხოვრებაში არ მოსწონდა. საღამოს ბავშვებმა დაიძინეს და წერილის წერა დავიწყე. 3 ფურცელი დავწერე!

თუ როგორ დავიღალე დეკრეტული „შვებულებისგან“, ჩვენი ქორწინებიდან, იმით, რომ ყოველთვის სამსახურშია, მანქანას არემონტებს ან აგარაკზეა. რომ ასე აღარ შემიძლია, არ მინდა და ვერ ვხვდები, საერთოდ რატომ დავქორწინდით.

მომდევნო საღამოს მეუღლეს წერილი მივეცი. წაიკითხა და დაფიქრდა. შემდეგ გაიღიმა და მითხრა: „კარგი, ბავშვები გაიზრდებიან და ყველაფერი შეიცვლება“. თავისი წერილი მომაწოდა.

უკმაყოფილო სახით გავხსენი, ჩემ მიმართ ასეთივე მრავალრიცხოვან საყვედურებს ველოდი და მზად ვიყავი განქორწინებით მეპასუხა. ერთ დიდ ფურცელს ვშლი და მასზე მხოლოდ 6 სიტყვა წერია: „მე შენ მიყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ“!

არ ველოდი. ყველაფერს ველოდი, მაგრამ ამას არა. არ ვიცოდი, რა მეპასუხა. ის საღამო ერთად გავატარეთ და ამის შემდეგ არაფრის ახსნა არ მომითხოვია.

მივხვდი, რომ ამ მსოფლიოში მეუღლეზე და შვილებზე უკეთესი არავინ მყავს, რომელთაც ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ. არა პროფესიული დამსახურების და ფულის გამო. იმ წერილს ვინახავ და არასდროს დამავიწყდება.

ბავშვები მართლაც გაიზარდნენ. ახლა ჩვენი ცხოვრება შეიცვალა. ჩვენ ერთად ვმოგზაურობთ, პარკებს და მუზეუმებს ვათვალიერებთ, ვერთობით და ლაშქრობაში დავდივართ.

ზოგჯერ იმ საღამოს ვიხსენებ და ბედნიერი ვარ, რომ ქმარს ჭკუა ეყო, რომ ზუსტად ის 6 სიტყვა დაეწერა! წინააღმდეგ შემთხვევაში ერთმანეთს დავშორდებოდით და ჩვენი ბედნიერი ოჯახი აღარ იარსებებდა.