შვილები – ყოველთვის მშობლების კარმაა. შემთხვევითი არაფერია

0
543

ადამიანი ამ სამყაროში თავისი, უნიკალური მისიით მოდის. გზაზე არა მხოლოდ საკუთარი მისიის, უნიკალური ჩანაფიქრის განხორციელებას, არამედ აუცილებლად მშობლების დახმარებას აპირებს.

დიახ, პატარა ადამიანი მოდის, რომ მშობლებს რაღაც აუხსნას, მათ სწორი გზა მიუთითოს. ვიღაც გააძლიეროს, ვიღაც უფრო მოქნილი გახადოს, ვიღაც – უფრო რბილი.

ბავშვის დაბადებას ადამიანის ცხოვრების სრულად, კარდინალურად და სამუდამოდ შეცვლა შეუძლია.

მშობლები შვილებს თავის „ჯვრად“ მიიჩნევენ და წუწუნებენ, იმის ნაცვლად, რომ გაიგონ, რა ღირებულებები მოუტანა მათ შვილმა და რისკენ უბიძგებს.

თუ ზრდასრული, მოხუცი ადამიანი უკან მოიხედავს, თავის ცხოვრებას გადახედავს და გულწრფელად გაანალიზებს, დაინახავს, რომ მისი მიღწევების, დამსახურებების და გამარჯვების უმეტესობა არის ის, რასაც შვილების ყოლის გარეშე ვერ მიაღწევდა.

ბავშვი მამოძრავებელი ძალაა, რომელიც მშობლებს წინსვლისკენ უბიძგებს. აჩვენებს, თუ რამდენის გაკეთება შეუძლიათ. რამდენად შეიძლება იყოს უანგარო, ამტანი, მომთმენი და კეთილი.

ხშირად ბავშვი მშობელს ცხოვრებაზე სხვა შეხედულებას აჩვენებს და ზრდასრულმა ადამიანმა უნდა მოისმინოს, დააკვირდეს. იქნებ ბავშვი ჭეშმარიტებას ამბობს?

ბავშვის სული ყოველთვის ირჩევს მშობელს დიდი სიყვარულით, დიდი სურვილით, რომ საკუთარი თავის მაქსიმალურად გამოხატვაში დაეხმაროს.

მაშინაც კი, თუ უმაღლესის ჩანაფიქრი თქვენთვის უცნობია, ის ნამდვილად არსებობს.

დაფიქრდით, რამდენად უკეთესი და გონიერი გახდით მშობლობის შემდეგ.

თუ ზრდასრული შვილი გშორდებათ, იშვიათად გეხუტებათ და კეთილ სიტყვებს არ გეუბნებათ, როგორც ჩანს, სადღაც შეცდომა დაუშვით, არ მოუსმინეთ, ვერ გაუგეთ. ამის გაგება გვიანი არასდროსაა, მთავარია გსურდეთ.

თუ ბავშვი ავადაა, მოვიდა იმისთვის, რომ გაგაძლიეროთ. ყველაფრის მიუხედავად ცხოვრებით ტკბობა და წვრილმანებში ბედნიერების დანახვა გასწავლოთ. დიახ, ასეთი შვილი განსაკუთრებული საჩუქარია და ამის მიღება ყველას არ შეუძლია.