როგორ დავლიოთ წყალი სწორად და რატომ გახდა ცხელი წყალი პანაცეა ტიბეტელი ბერებისთვის

0
8127

ერთი ჭიქა წყალი არა მხოლოდ წყურვილის მოსაკლავი საშუალება, არამედ ორგანიზმისთვის აუცილებელი პროდუქტია. ყველამ იცის, რომ დღეში საკმარისად ბევრი სითხე უნდა დავლიოთ, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ დავლიოთ წყალი სწორად. აღმოჩნდა, რომ წყლის ტემპერატურა მის თვისებას განსაზღვრავს. ამის შესახებ ჯერ კიდევ ძველად ტიბეტელმა ბერებმა იცოდნენ. Girl.ge–ს რედაქცია გიამბობთ, თუ რატომ არის სასარგებლო ცხელი წყალი დილით და რატომ არ უნდა დალიოთ ცივი წყალი.

რატომ არის სასარგებლო 1 ჭიქა წყალი

წყლის ტემპერატურას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია – რაღაც სითხე მიიღოთ. დღის განმავლობაში არა მხოლოდ წყალს, არამედ ყავას, ჩაის და წვნიანს ვიღებთ. ოფიციალური მედიცინა ადასტურებს, რომ წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთიერებაა. ის აუცილებელია გასაწმენდად, გასაახალგაზრდავებლად და მეტაბოლური პროცესების დასარეგულირებლად. მოსაზრება, თუ როგორ დავლიოთ წყალი სწორად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავდება.

დღეს Girl.ge–ს რედაქცია გიამბობთ ტიბეტელი ბერების უძველეს მოძღვრებაზე, სადაც განსაზღვრულია წყლის ნამდვილი სარგებელი ადამიანისთვის. წყლის ტემპერატურა მის თვისებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. აღმოსავლელი ბრძენების აზრით, დილით მიღებული ცხელი წყალი ასობით მედიკამენტს ანაცვლებს. მოდით, აღმოსავლურ მოძღვრებაში გავარკვიოთ, თუ როგორ დავლიოთ წყალი სწორად.

ადამიანის ორგანიზმი 60-80% წყლის მოლეკულებისგან შედგება. დადგენილია, რომ წყლის დღიური ნორმა მოცულობით უნდა განისაზღვროს, დღეში 2 ლ ან რამდენსაც ჟურნალში წაიკითხავთ. თუმცა წყლის ტემპერატურა უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ვიდრე რაოდენობა. უნდა დალიოთ მაშინ, როცა წყურვილის პირველ ნიშნებს იგრძნობთ, რომ გაუწყლოება არ დაუშვათ.

წყლის დღიური ნორმა თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია. აუცილებელი სითხის რაოდენობაზე გავლენას ახდენს ასაკი, სქესი, წონა, საქმიანობის სფერო, ატმოსფერო, რაციონი, ცხოვრების წესი და ბევრი სხვა რამ. აშშ–ს სამედიცინო ინსტიტუტმა დაადგინა, რომ ზრდასრული მამაკაცისთვის წყლის დღიური ნორმა 3,7 ლიტრია, ქალისთვის – 2,7 ლ. გახსოვდეთ, რომ სითხედ მხოლოდ სუფთა ან მინერალური წყალი არ ითვლება. ჩაი, წვენი, წვნიანი, ბოსტნეული და ხილი ორგანიზმს აუცილებელი სითხით ავსებს.

წყლის რომელი ტემპერატურაა სასარგებლო და რომელი არა

როგორც აღმოსავლელი ბრძენები ირწმუნებიან, ახალგაზრდობის ჭეშმარიტი რეცეპტი ცხელი წყალია. წყლის ტემპერატურა ზუსტად 40-45°C უნდა იყოს, ანუ მდუღარესა და თბილს შორის საშუალო. სასმელები ყინულით ორგანიზმისთვის ყველაზე მავნებელი სითხეა. სწორედ ამიტომ, 1 ჭიქა წყალი შეიძლება სასარგებლო ან საზიანო იყოს.

არსებობს მოსაზრება, რომ ყოველ დილით მიღებული ცხელი წყალი სიცოცხლეს 10 წლით ახანგრძლივებს. ანუ უჯრედებს მუდმივად აახალგაზრდავებს, სიბერის პროცესს ანელებს. წყალი კუჭის წვას აქრობს და მავნე მიკროფლორას ანადგურებს. სწორედ ამიტომ, ჭიქა წყალი, ადუღებამდე გაცხელებული, დღემდე ჩინეთის ბევრ ოჯახში სავალდებულო პროცედურაა. ზოგიერთი რესტორანი კლიენტებს ცხელ ჭიქა წყალს ართმევს, სანამ შეკვეთას ელოდებიან.

აიურვედიც, ინდური მედიცინის ტრადიციული სისტემა, დილით ჭიქა ცხელი წყლის დალევის სარგებელზე საუბრობს. აიურვერდის თანახმად, ასეთი საშუალება თავის ტკივილს აქრობს, არტერიულ წნევას ამცირებს, ართრიტს, სიმსუქნეს და სხვა მრავალ დაავადებას ხელს უშლის.

ადამიანებმა, რომლებმაც წყლის სწორად დალევა არ იციან, დილით ჭიქა ცივი მინერალური წყლის დალევას მიჩვეულნი არიან. ითვლება, რომ ასეთი მეთოდი სწრაფად გაღვიძებაში ეხმარებათ. სინამდვილეში სხეული შოკს განიცდის და დამცავ რეაქციას რთავს. ორგანიზმის ნორმალურ ტემპერატურამდე გათბობა იწყება.

ცივი წყალი სისხლძარღვების და ნაწლავების სპაზმებს იწვევს. კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოები ლორწოს აქტიურად აწარმოებენ, რაც საჭმლის მონელების პროცესს ანელებს. კუჭის სპაზმმა შეიძლება ნაღვლის ბუშტის სპაზმი გამოიწვიოს, რომელსაც უფრო ცუდი შედეგები მოჰყვება.

ასეთი თავდაცვითი რეაქცია დიდ ენერგიას მოითხოვს. სანამ ორგანიზმში წყლის ტემპერატურა ნორმალურ დონეს მიაღწევს, კუჭი დიდ ენერგიას დახარჯავს სითხის გათბობაზე და არა მკვებავი ნივთიერებების შთანთქმაზე. ასეთი კალორიების წვა სასარგებლო არაა.

ცხელი წყალი: ჯადოსნური საშუალების სარგებელი

ცხელი წყალი კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების ქსოვილებს ადუნებს. საჭირო დონემდე გამთბარი 1 ჭიქა წყალი ნაწლავებს საჭმლის და სასმელის ნარჩენებისგან წმენდს. ეს კი ახალი დღის დასაწყებად ძალიან მნიშვნელოვანია.

1 ჭიქა წყალი ნივთიერებათა ცვლას არეგულირებს, სისხლს მავნე ელემენტებისგან წმენდს და ორგანიზმის დეტოქსის პროცესს რთავს. ასეთი დეტოქსი საოფლე ჯირკვლების, ლიმფური სისტემის და თირკმლების ხარჯზე ხდება. პროცესში თანდათან ყველა ორგანო ერთვება, რაც სხეულს ნაზად აღვიძებს.

ახალი ჩვევის ხარჯზე ჯანსაღ კანის ფერს მიიღებთ, სახე სუფთა გახდება და ცხიმოვანი ბზინვარება გაქრება. გარდა ამისა, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე წონაში დაკლებას შეძლებთ. ეს კი გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე დადებითად აისახება.

როგორ დავლიოთ წყალი სწორად

ჩვენ უკვე გიამბეთ, თუ როგორი უნდა იყოს წყლის ტემპერატურა. როგორ დავლიოთ წყალი სწორად ისე, რომ მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ? აი, რამდენიმე წესი, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სარგებელი მიიღოთ:

  • 40-45°C ტემპერატურის წყალი დალიეთ;
  • წყალი უზმოზე დალიეთ;
  • ცხელი წყალი აუჩქარებლად, მცირე ყლუპებით დალიეთ;
  • აღმოსავლური პანაცეის დალევიდან 20 წუთის შემდეგ ისაუზმეთ;

უკვე ხვალიდან ცხელი წყლის დალევა დაიწყეთ, რომ ჯადოსნური საშუალების სამკურნალო და გამაახალგაზრდავებელ თვისებებში თავად დარწმუნდეთ.

ახლა ზუსტად იცით, თუ როგორ დალიოთ წყალი სწორად და რატომ არის სასარგებლო ცხელი წყალი. ვიმედოვნებ, რომ ცხელი წყლის რეგულარულად დალევას შეძლებთ, ხოლო შედეგი დიდხანს არ დააყოვნებს.