
ქალის ხელებით მისი ასაკის განსაზღვრა შეიძლება – დროთა განმავლობაში, კანი იცვითება, ჩნდება პიგმენტური ლაქები და იბურცება ვენები, შედეგად კი, უამინდობისა და ვიტამინების უკმარისობის გამო, ხელის კანი ნაადრევად ბერდება. წლის ცივ პერიოდში, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებების გამო, სისხლძარღვები ვიწროვდება, რაც ხელის კანის გაღიზიანებას იწვევს – იგი უხეშდება, იქერცლება და წითლდება, ჩნდება მიკრონახეთქები.
პირველი ვარიანტი – მოიმარაგეთ ხელთათმანები და აირჩიეთ ერთ-ერთი SOS-საშუალება ხელებისთვის, Girl.ge-ის რედაქციის ნაკრებიდან.
ხელის კრემ-ბარიერი La Roche-Posay
საშუალება Cicaplast-ის პოპულარული ხაზიდან. იგი კანს ყველაზე საგანგებო სიტუაციებშიც კი იხსნის. კრემი ლა როშ-ფოსეი ქმნის უხილავ ფენას, იმ ბარიერს, რომელიც გვეხმარება თოვლის, ქარისა და უხელთათმნოდ სეირნობის შედეგების დაძლევაში. საშუალება არბილებს და ინარჩუნებს სითხეს, უკვე არსებულ სიწითლეებს კი კურნავს და ახშობს. Must – აგრესიული ამინდისა და დერმატიტისკენ მიდრეკილი კანისთვის.
ხელის გამაახალგაზრდავებელი კრემი “ხავერდოვანი ნუში”, Loccitane
Loccitane-ის კრემი ნუშის უჯრედების ექსტრაქტებითა და უ.ი. ფილტრებით არამხოლოდ აახალგაზრდავებს, აგლუვებს კანს და ამცირებს პიგმენტურ ლაქებს, არამედ ინტენსიურად კვებავს ხელის კანს. მკვრივი ტექსტურა ნიღაბივით ეფინება კანს და დროს მოითხოვს სრული შეწოვისთვის, თუმცა, შედეგი ამად ღირს.
ხელის კრემი Blanche, Byredo
Byredo-ს ხელის კრემის მკვებავი კომპონენტები არბილებს და ამშვიდებს ხელის კანს. ბონუსად კი მოჰყვება დაუჯერებელი არომატი, რომელსაც ძლივს გაარჩევთ სუნამოსგან, ალდეჰიდის, ვარდის, ციტრუსის კანის, იის თაიგულის, ბაღის ნემსიწვერასა და თბილი მუშკის ნოტებით. ლამაზი, ალუმინისფერი კრემი მთელი დღით უზრუნველყოფს დატენიანებასა და არომატს.
დამატენიანებელი კრემი CeraVe
კრემი ძალიან მშრალი კანისთვის სწრაფად იწოვება და, თავისი მკვრივი ტექსტურის წყალობით, დიდი ხნით იცავს კანს უამინდობისგან. ხრიკი – წაისვით CeraVe სქელ ფენად, ნიღაბივით, და გაიჩერეთ რამდენიმე საათით, სრულ გაშრობამდე.
ხელის კრემი Ultimate Strength Hand Salve, Kiehl’s
ნაჯერი ფორმულა სკვალანით, ავოკადოს, კარიტეს, ევკალიპტის ზეთებითა და დიმეტიკონით, იცავს და აღადგენს ძალიან მშრალ და დაზიანებულ კანს. საშუალება ქმნის “ხელთათმნის” ეფექტს – დამცავ ბარიერს, რომელიც ხელს უშლის სითხის კარგვას. სქელი კრემი სწრაფად შეიწოვება და არ ტოვებს წებოვან ფენას.
თქვენ რომელ კრემებს იყენებთ ზამთარში, ხელების დასაცავად?