ტესტი: რა არის თქვენი ცხოვრებისეული მოწოდება

0
450

Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ მარტივ ტესტს, რომლის დახმარებით გაიგებთ, თუ რა არის თქვენი ცხოვრებისეული მოწოდება.

თქვენს წინაშეა 8 ფიგურა. აირჩიეთ ერთ–ერთი, რომელიც თქვენი აზრით ყველაზე მეტად გგავთ. ახლა კი მისი მნიშვნელობა წაიკითხეთ.

1. ხელმძღვანელი – პირი, რომელსაც ორგანიზებისა და ხელმძღვანელობისკენ მიდრეკილება აქვს. როგორც წესი, ორატორული უნარები, კარგი ლიდერული თვისებები აქვს. სოციალურ სფეროში შესანიშნავად ადაპტირდება. აღსანიშნავია, რომ ამ თვისებების გამოვლენა დიდწილად მის ფსიქიკურ განვითარებაზეა დამოკიდებული, ამიტომ დაბალ დონეზე ეს თვისებები შეიძლება სიტუაციურად იყოს წარმოდგენილი.

2. პასუხისმგებელი შემსრულებელი – ხელმძღვანელის ბევრ თვისებას ფლობს, მაგრამ სერიოზული გადაწყვეტილების მიღებისას ყოყმანობს. ასეთი ადამიანი პროფესიონალიზმით და პასუხისმგებლობის მაღალი დონით გამოირჩევა. სამართლიანობის მიმართ მაღალი მგრძნობელობა ახასიათებს. მომთხოვნია როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ. ზედმეტი დატვირთვის და დაძაბულობის შედეგად ხშირად ნერვული დაავადებები აწუხებს.

3. მშფოთვარე–ეჭვიანი – ძალიან ქმედუნარიანი და ნიჭიერი ადამიანი, რომელიც ბევრ ნიჭს ფლობს. ასეთ ადამიანს ერთი პროფესიის ჩარჩოში მუშაობა უჭირს, რის გამოც ხშირად საქმიანობას სრულად საპირისპირო მიმართულებით იცვლის. სხვადასხვა ჰობი აქვს, რომელიც შეიძლება მეორე პროფესია გახდეს. უწესრიგობას და სიბინძურეს ფიზიკურ დონეზე ვერ იტანს, რის გამოც ხშირად სხვებთან კონფლიქტში შედის. ასეთი ადამიანი ძალიან დაუცველია და ახლობლებისგან მუდმივად მხარდაჭერა სჭირდება.

4. მეცნიერი – ასეთ ადამიანს რეალობასთან სწრაფად შეგუება შეუძლია. ნებისმიერი სიტუაციის გაანალიზების და რაციონალურად დაგეგმვის უნარი აქვს. კონცეპტუალურ გონებას და ფსიქიკურ წონასწორობას ფლობს. ამ ტიპის წარმომადგენელი კინოს, ცირკის და ანიმაციის სფეროებში ხშირად გვხდება.

5. ინტუიციური – ასეთი ადამიანი ნერვული სისტემის მაღალი მგრძნობელობით გამოირჩევა. ტექნიკურ სფეროში თავს ხშირად იჩენს, კარგი წარმოსახვა აქვს. სიახლე უყვარს და ახალ იდეებს მხარს უჭერს. ალტრუისტია, სხვებზე ზრუნავს, თავისუფლების მოყვარეა და მის ხელყოფას ვერ იტანს. საკუთარი მორალური კოდექსი აქვს და კარგად განვითარებულ თვითკონტროლს ფლობს.

6. გამომგონებელი, კონსტრუქტორი, მხატვარი – შემოქმედებითი ბუნების ადამიანი ტექნიკური კუთხით. ასეთი ადამიანები გვხვდება სამხატვრო, ინტელექტუალურ და ტექნიკურ სფეროებში. ხშირად ინტროვერტები არიან. საკუთარი მორალური ნორმები აქვთ და კარგად განვითარებული თვითკონტროლს ფლობენ. საკმაოდ მგრნობიარეები არიან და ხშირად საკუთარი გენიალური იდეებით გატაცებულნი არიან.

7. ემოციური – ასეთ ხალხს მაღალი ემპათია ახასიათებს. ზოგჯერ ფილმის გარკვეული კადრების გადატანაც კი უჭირთ. მძიმე მოვლენამ შეიძლება გააოგნოს და დეპრესია გამოიწვიოს. სხვებზე ზრუნვაში ბევრ ენერგიას ხარჯავენ. თუმცა, ასეთ ხალხს საკუთარი უნარების გასავითარებლად ძალა აღარ ყოფნით.

8. სხვების განცდების მიმართ უგრძნობი – ემოციური ტიპის საპირისპირო. ისინი სხვების განცდებს ან საერთოდ ვერ ამჩნევენ ან უყურადღებოდ ექცევიან და მათზე ზეწოლასაც ახდენენ. იმ შემთხვევაში, თუ კარგი სპეციალისტია, სხვებს იმის გაკეთებას აიძულებს, რასაც თავად თვლის სწორად. ამ ტიპის ადამიანს გარკვეულ ვითარებაში უგულობა ახასიათებს, ხშირად მაშინ, როცა საკუთარ პრობლემებში ჩაფლულია.