
Girl.ge–ს რედაქცია გთავაზობთ სასარგებლო პროდუქტებს, რომლებიც აკნეს მოშორებაში დაგეხმარებათ.
1. ავოკადო

ალბათ, ამ ბოსტნეულს ძეგლს დაუდგამენ. სკეპტიკოსები ელოდებიან, როცა მასში რაღაც საზიანოს იპოვიან. მაგრამ არა! მხოლოდ სარგებელი. აი, C და E ვიტამინების წყალობით აკნეს დროსაც დაგეხმარებათ.
2. ბროკოლი

ასევე რეკორდსმენი, მაგრამ ბევრი მას უგემურ ბოსტნეულად მიიჩნევს. ეს კი კარგად ერგება კონცეფციას „წამალი მწარე უნდა იყოს“. A, B ჯგუფის და K ვიტამინების ნაკრები კანის მოვლას და მის სწრაფ გამოჯანმრთელებას ხელს უწყობს. გირჩევთ ახალი ბროკოლი მიირთვით, 10 წუთით მდუღარე წყალში გააჩერეთ. ამის შემდეგ ხრაშუნა და ძალიან გემრიელი ხდება.
3. ლეღვი

მაგნიუმით მდიდარი ხილი კანს გლუვს და ხავერდოვანს ხდის და ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობას ამცირებს.
4. შვრია

ასევე მაგნიუმით მდიდარი, ნაკლებად გემრიელი, მაგრამ უფრო ხელმისაწვდომი. ერთ–ერთი საუკეთესო პროდუქტი აკნეს საწინააღმდეგოდ.
5. ყავისფერი ბრინჯი

შთამნთქმელი და უჯრედისის წყარო. გამწმენდ თვისებებს კანთან მიმართებაშიც ავლენს.
6. კალმახი

ცხიმოვანი მჟავები და მისი ანტიბაქტერიული აქტივობა – აი, რატომ არის აუცილებელი თევზის რაციონში ჩართვა.
7. ხამანწკები

ყველა შურიანს უპასუხეთ: „დერმატოლოგმა მირჩია, ხამანწკებში ბევრი თუთიაა“.
8. გოგრის თესლი

კიდევ რომელი პროდუქტი დაგეხმარებათ აკნეს მოშორებაში? გოგრის თესლი – უფრო ბიუჯეტური მეთოდი, რომელიც თუთიის დეფიციტს აღმოფხვრის.
9. მუქი შოკოლადი

ანტიოქსიდანტები თქვენს კანს ნამდვილად წაადგება. სხვათა შორის, შოკოლადში თუთიაც შედის.