
გიჟური 2020 წელი დასრულდა და ახლა შეგვიძლია უკან მოვიხედოთ და ვთქვათ, რომ რეტროგრადული მარსი ვერძში ნამდვილი სისაძაგლეა. საოცარია, თუ რამდენად შეუძლია რეტროგრადულ პერიოდს გააფუჭოს ისეთი აქტიური და ნაყოფიერი მესიჯი, როგორიცაა მარსი ვერძში. წინსვლისკენ იდეალური სწრაფვა, სექსუალური ლტოლვა, გადაწყვეტილების მიღებისთვის მზადყოფნა, წარმატებაში თავდაჯერებულობა – ეს ყველაფერი მოულოდნელად მინუსს იღებს და უკან იხევს. 2020 წლის ივნისიდან მარსი ვერძში მეფობდა, ეს ნიშნის და მისი მმართველი პლანეტის შესანიშნავი კომბინაციაა, მაგრამ 6 იანვრიდან საომარი კავშირი დასრულდა და ახლა მარსი უფრო მიწიერ ნიშანში იმყოფება. კურო ისეთი ცეცხლოვანი არაა, როგორც ვერძი, და მარსის მგზნებარე სიყვარულით არ სარგებლობს.
მარსი არის მოქმედება, სწრაფი შეტევა, სწრაფად გადაწყვეტილების მიღება, ენთუზიაზმი. რატომ უნდა უყვარდეს კურო თავისი პრაგმატიზმით, ზედმიწევნითი წინდახედულობით, თუ პირდაპირ მის რქებთან გაშლილია ლოზუნგი „ჩუმად მიდიხარ – შორს წახვალ!“ სხვა საქმეა, თუ მშვიდ კუროს მუდმივად შეუკიტინებთ, აქ გარდაუვალია კორიდას ყველაზე სისხლიანი ვერსია, როცა ხარი გამარჯვებული გამოდის.
ასტროლოგიაში ეს ყველაზე უცნაური კავშირია, მაგრამ ენერგეტიკულად უფრო გამართლებულია და საოცარი შედეგის იმედს ტოვებს. კურო მარსის ბრძოლის ჟინს აცხრობს, ხოლო მარსი კუროს მშვიდი ძილის საშუალებას არ აძლევს. იდეალური შემთხვევა, როცა ყველა გეგმა შეგიძლიათ განახორციელოთ, არა მხოლოდ მოიფიქროთ, არამედ გამოთვალოთ, იმოქმედოთ, შემდეგ კი თქვენი ძალისხმევის ნაყოფი იგემოთ.
დროა ახალი საქმე დაიწყოთ, მასშტაბური პროექტი განახორციელოთ, ახალი ურთიერთობები დაამყაროთ, მშენებლობა დაგეგმოთ და დაწინაურებას მიაღწიოთ. მარსი უნივერსალური ინიციატორია და როგორც გამოცდილი მეომარი მარცხს არ ეგუება. ამ შემთხვევაში პედანტური, მიზანდასახული კუროც მცირე მარცხის შემდეგ უკან დახევას და შეგუებას არ დაუშვებს. ამბიციური მიზნები დაისახეთ.
მარსის მმართველობის დროს სექსუალური კავშირები აყვავდება. თუ ვერძში ეს თავდასხმა და შეტევა იყო, მიწიერ კუროში ფუფუნებისკენ, აუჩქარებელი და გააზრებული სიამოვნებისკენ ლტოლვაა.
მარსი კუროში 2 თვე იქნება. კარგი დროა, რომ მის პრაქტიკულობას პატივი სცეთ და მომავალ წარმატებას საფუძველი ჩაუყაროთ. შრომისმოყვარობა, პოზიტივი და ნაყოფიერება დაჯილდოვდება, ხოლო მარსი მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ – პირად ცხოვრებას ნაპერწკალი ხომ უნდა შემატოთ!
მოკლედ, Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ჰოროსკოს ყველა ნიშნისთვის: რას გპირდებათ მარსი კუროში.
ვერძი
6 თვიანი გიჟური რბოლა, მარსი ხომ თქვენს ნიშანში იყო, და ახლა დასვენების მომენტი დადგა. მნიშვნელოვანია, რომ დრო დიდხანს არ გაიწელოს, თუმცა მოდუნება ნამდვილად ღირს. ახლა, როცა მარსი კუროშია, მოქმედების დროა. მიმდინარე 2 თვე კარგ მოგებას და დიდ ფულს გპირდებათ. მარსმა შეიძლება ზედმეტი ხარჯისკენ გიბიძგოთ, ამიტომ გაცნობიერებულ ეკონომიაზე განეწყვეთ.
კურო
ძლიერი მოკავშირე მიიღეთ და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება – მარსი თქვენს ნიშანშია და ენერგიას გულუხვად გიზიარებთ. სასიამოვნო მღელვარება და თამამი ხედვა მომავლისკენ – წითელი პლანეტის გავლენაა. დროა გრანდიოზული გეგმები განახორციელოთ, თამამი ოცნებები არ დამალოთ, სურვილების სია გახსნათ, გიყვარდეთ და დაიპყროთ! სათანადოდ იმუშავეთ და მიღწევების დასაპყრობად მზად იყავით!
ტყუპები
მარსი კუროში მკაცრი დაკვირვების ქვეშ თქვენს რუკაზე მე-12 სახლი იმყოფება, ეს კი ციკლის დასრულება, საიდუმლოს გამჟღავნება, საიდუმლო მტრების მხილებაა. თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ვიღაც ორპირი იყო, რომელიც პირში გიღიმოდათ, ზურგს უკან კი მიწას გითხრიდა. მოსალოდნელია დახურული პროექტების თავიდან გახსნა, მიმდინარე საქმის კორექტირება. ეს აუცილებლად სარგებელს მოგიტანთ – შანსი გამოჩნდება, რომ ყველაფერი მოაგვაროთ, თაროებზე დააწყოთ, ჩიხიდან გამოხვიდეთ. მარტის დასაწყისში მარსი თქვენს ნიშანში გადმოვა, ამიტომ აქტიური მოქმედებისთვის მზადება შეგიძლიათ ახლავე დაიწყოთ.
კირჩხიბი
გახსოვთ თამაში, როცა მხიარული მუსიკის ფონზე სკამზე დაჯდომა უნდა მოგესწროთ? ნუ იქნებით გოგო, რომელმაც დაჯდომა ვერ მოასწრო. მარსი კუროში თქვენს სოციალურ ცხოვრებას ააქტიურებს და თითქოს ირგვლივ ყველა ცეკვავს. ახლა გვერდზე დგომის დრო არაა. მეგობრებს, ნაცნობებს დააკვირდით – ზოგიერთი მათგანი შეიძლება კარგი მეგობარი გახდეს, ზოგი თქვენი სკამის მოტაცებას ეცდება, სანამ მუსიკა დასრულდება. დარწმუნდით, რომ თქვენი გარემოცვა გუნდია და არა სისინა გველი. მაშინაც კი, თუ ვინმესთან ურთიერთობის გაწყვეტა მოგიწევთ, ეს თქვენთვის სასარგებლო იქნება.
ლომი
მიმდინარე 2 თვე თქვენთვის მნიშვნელოვანი პროფესიული პერიოდი გახდება. ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ, მაგრამ ახლა დიდი ყურადღება ნერვული სისტემისთვის დატვირთვას იწვევს. ყურადღება გაამახვილეთ, ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები გაკვირდებიან. საქმის ცუდად შესრულებამ შეიძლება სერიოზული შედეგები გამოიწვიოს. სამაგიეროდ, წარმატება დამატებით ბონუსს მოგიტანთ და დაწინაურების შანსს გაზრდის!
ქალწული
მოულოდნელად სანაცნობო წრის გაფართოების, პიროვნული ზრდის და საინტერესო ცნობისმოყვარეობის სურვილს გრძნობთ? ამას სწორედ მარსი კუროში იწვევს. კარგი დროა პროდუქტიული საქმიანობისთვის. სწავლას, კვალიფიკაციის ამაღლებას და ახალი პროფესიის ათვისებას მარტივად შეძლებთ. ეს ყველაფერი მომავლის ყულაბას დიდ სასარგებლო უნარებს შემატებს. სამყაროს შეცნობისა და მოგზაურობისკენ ლტოლვა დროებით სარისკოა, მაგრამ გონივრული სიფრთხილე და ახალი მეთოდების ძიება დიდი შესაძლებლობების სამყაროს დაგანახებთ.
სასწორი
ცხოვრების ორ სფეროს შორის ბალანსი დაიცავით, რომელსაც მარსი კუროში ახლა მიზანმიმართულად ააქტიურებს, ეს შეიძლება რთული აღმოჩნდეს. სიახლოვე – ურთიერთობა, სექსუალური ცხოვრება, პარტნიორობა – მოულოდნელად კაშკაშა, აქტიური და ცხელი გახდება. ვალები – აი, რა არ ჯდება მგრძნობელობის ჰიმნში. ამ პერიოდში თქვენი ვალი შეიძლება დაგროვდეს, ეს შეიძლება ფული არ იყოს. გადადებული პროექტი, საკუთარი თავისთვის ან სხვისთვის მიცემული პირობა – დროა მოვალეობები შეასრულოთ. წითელი პლანეტა დაპირებული სარგებლის მიღებას ხელს უწყობს. შეაგროვეთ, ამის უფლება გაქვთ!
მორიელი
ამ პერიოდში ურთიერთობაში ახალი ჰორიზონტები გამოჩნდება. იდეალური დროა ადამიანებს შორის კავშირების დასამყარებლად, ახალი ჰორიზონტების და ახალ აღქმის გასახსნელად. თუ ვინმეს ხვდებით, დროა ურთიერთობაში გაერკვეთ, თუ ერთმანეთისთვის ვინ ხართ. ახალი მეგობრები შეიძლება საუკეთესო მეგობრები გახდნენ, საქმიანი ნაცნობობა შეიძლება მომგებიან ნაყოფიერ პარტნიორობაში გადაიზარდოს. კეთილდღეობის გასაღები შეიძლება იყოს ურთიერთგაგება და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა. ეს აუცილებლად ბედნიერებას მოგიტანთ.
მშვილდოსანი
მხოლოდ რამდენიმე კვირა გაქვთ, რომ ნაგავი გაიტანოთ, გაჭინაურება მოახრჩოთ და პასუხისმგებლობა თამამად ხელში აიღოთ. მარსი კუროში დაჟინებით მოითხოვს, თუნდაც არ გსურდეთ, რაღაც უნდა გადაწყვიტოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგების თავიდან აცილებას ვერ შეძლებთ. ყველაფერზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ, რაც თქვენს ხელშია. თქვენი ვალდებულებები შეამოწმეთ, იპოვეთ სუსტი წერტილი მანამ, სანამ ამას თქვენი უფროსი გააკეთებს. ამ პერიოდში შეძლებთ ყველაფერს, რაც პოზიტიურ რეორგანიზაციასთან იქნება დაკავშირებული – სამსახურით დაწყებული და პირადი სასარგებლო ჩვევებით დამთავრებული. ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ დაგავიწყდეთ!
თხის რქა
მარსი კუროს ნიშანში იმყოფება და უზარმაზარი თეფშით დიდი სარგებელი მოგიტანათ, ეს თქვენი რუკის მე-5 სახლია – მხიარულება, სექსი და რომანტიკა! სადგამზეა შემოქმედება, შთაგონება და მგრძნობელობა. პირად ცხოვრებაში წარმატების შანსები გაქვთ, სექსუალური ლტოლვა იდეალური თანაბარი ალით იწვის. მარსი კუროში – თქვენთვის იდეალური დროა, ისიამოვნეთ და გაერთეთ!
მერწყული
თქვენთვის შეიძლება ყოველდღიური უსიამოვნებების პერიოდი დაიწყოს. მარსი კუროში – პერიოდი, რომელმაც თქვენს ცხოვრებაში ჩართო დოგმა „სადაც თხელია, იქ წყდება“. მზად იყავით, რომ რომელიღაც საყოფაცხოვრებო ტექნიკა სწორედ ახლა გაფუჭდება. მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული თუ როგორ გამოიყენებთ ამ ორ თვეს კეთილდღეობის სტიმულად. გახსოვდეთ, რომ კურო პრაგმატული, პრაქტიკული და ძალიან მყარი ნიშანია, ხოლო მარსი მოგიწოდებთ, ხელი არ ჩაიქნიოთ. ეს პერიოდი თქვენთვის სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება, თუ არ დანებდებით.
თევზები
თქვენმა თავშეკავებამ და დელიკატურობამ კალთების აწევა და გაბედული ფეხის გამოჩენა გადაწყვიტა – მარსი გამბედაობას და წინსვლას ხელს უწყობს, ხოლო კუროში ყოფნისას ბეჯითი შრომისკენაა მიმართული. მარსი კუროში ურთიერთობაში ახალი საზღვრების დრო გახდება – გაიცანით, დაუმეგობრდით, შეიყვარეთ, ახალი ურთიერთობა დაამყარეთ და ძველი განავითარეთ. მთავარია, კუროს თავშეკავებულობა არ დაივიწყოთ და შეშლილი ხარივით არ იჩქაროთ, ეს ყველას არ მოსწონს.