
ვაშლის მჟავა აძლიერებს სისხლძარღვებს, ფისტის ზეთი იკავებს სითხეს, მოცხარი ათეთრებს კანს, პაპაია კი შლის კერატინის ცილას. Girl.ge-ის რედაქცია გეტყვით, რომელი საკვები ინგრედიენტების გამოყენება შეიძლება კოსმეტიკურ საშუალებებად.
ავოკადო
ეს ბოსტნეული სასარგებლო ცხიმებისგან შედგება. მწვანე ნაყოფის ზეთს უმატებენ კრემებს მშრალი, მგრძნობიარე და გაღიზიანებადი კანისთვის – ცხიმოვანი მჟავები აღადგენს დამცავ ბარიერს, აქვთ ანტიასაკობრივი, ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ავოკადო შეიცავს A ვიტამინს, რომელიც აღადგენს კანის სიმკვრივესა და რეგენერაციის უნარს.
ბროკოლი
იგი შეიცავს С ვიტამინს (მასში იგი 2.5-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ციტრუსში), ფოლიუმის მჟავას, კალიუმს, ბეტა-კაროტინს, უჯრედისსა და ანტიოქსიდანტებს. ბროკოლის შემცველი საშუალებები გვიცავს უ.ი. გამოსხივებისგან და ხსნის ანთებას, სიწითლესა და შეშუპებებს კანზე.
სახის კრემებისა და ნიღბების გარდა, ბროკოლის წვენს თმის მოვლის საშუალებებშიც უმატებენ. ტოკოფეროლი (E ვიტამინი), რეტინოლი (A ვიტამინი), ასკორბინის მჟავა და მიკროელემენტები: კალიუმი, რკინა, კალციუმი აღადგენს ბუნებრივ ელვარებას, კვებავს და აგლუვებს თმას.
ყურძენი
ყურძნის წიპწების ზეთი იდეალურია გაუწყლოებული კანისთვის, აქვს გამაახალგაზრდავებელი, ანთების საწინააღმდეგო, მკვებავი და დამატენიანებელი თვისებები. ზეთს მძლავრი ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს, წყვეტს კუპეროზის პრობლემას, აქვს მსუბუქი მათეთრებელი ეფექტი და ხელს უშლის პიგმენტური ლაქების გაჩენას.
ეს პროდუქტი უხდება კანის ნებისმიერ ტიპს – დელიკატურად უვლის ქუთუთოების მგრძნობიარე კანსა და დეკოლტეს ზონას, ხსნის გაღიზიანებას და აღადგენს პრობლემურ და ცხიმიანობისკენ მიდრეკილ კანს, უხდება აკნეს კომპლექსურ მკურნალობას.
ყურძნის წიპწების ზეთს უმატებენ დასუსტებული და გაყოფილი თმის მკვებავ და დამატენიანებელ, მსხვრევადი ფრჩხილების მოვლის საშუალებებს.
ბერძნული კაკალი
მისი ზეთის შემადგენლობაში შედის სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც აუმჯობესებს მშრალი და გაუწყლოებული კანის მდგომარეობას. ინგრედიენტი არბილებს და კვებავს გაუხეშებულ კანს, აახალგაზრდავებს და ატენიანებს მას.
ბერძნული კაკლის ზეთი აჩქარებს დამწვრობის, ჭრილობების, ნაწიბურების შეხორცებას, ხსნის ანთებასა და გაღიზიანებას – იგი გამოიყენება ფსორიაზისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ. კაკლის ზეთს ლამაზი რუჯის მისაღებადაც იყენებენ.
მაყვალი
აახლებს სახის კანს, აშორებს მორუხო ელფერს და უბრუნებს მას მოელვარე იერს. კენკრის ექსტრაქტს უმატებენ ცხიმიანი, მშრალი და ნორმალური კანის მოვლის საშუალებებს. დერმატოლოგიასა და კოსმეტოლოგიაში, მაყვლის ექსტრაქტი გამოიყენება ეკზემის, დერმატიტების, ანთებისა და გაღიზიანების მოსაშორებლად.
წერწა
იგივე ცხრატყავა კოსმეტიკაში გამოიყენება ექსტრაქტის, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს, ან ზეთის სახით. კენკრის ექსტრაქტი გამოიყენება შემხორცებელი რეპარანტისა და დამატენიანებელი საშუალების სახით.
მწვანე ყავა
ყველაზე პოპულარული ინგრედიენტი ტანის კანის ნაკლოვანებებთან საბრძოლველად – მწვანე ყავის ექსტრაქტი და ზეთი.
კოფეინისა და ქლოროგენის მჟავის შერწყმა მარცვლების შემადგენლობაში ხელს უშლის ქსოვილებში ცხიმის შეწოვას და ამცირებს ახალი ცხიმოვანი ფენების წარმოქმნას. ინგრედიენტი გამოდევნის ჭარბ სითხეს, აქვს ხანგრძლივი ლიმფოდრენაჟული ეფექტი.
ყავის ნალექის გამოყენება შეიძლება ტრადიციული სკრაბის სახით, ცელულიტთან ბრძოლისთვის, მწვანე ყავის ექტრაქტი კრემებსა და ზეთებში კი ატენიანებს, აგლუვებს, კვებავს კანს, იცავს მას უ.ი. სხივების ზემოქმედებისგან.
ხიზილალა
შავი ხიზილალა შეიცავს ომეგა-3 პოლინაჯერ ცხიმოვან მჟავებს, ძვირფას მიკროელემენტებს – ნატრიუმს, კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, A, D, E, F ვიტამინებს, რომლებიც უმძლავრეს ანტიოქსიდანტებად გვევლინება და გვიცავს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, რომელთა განადგურება კანის დაბერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. შავი ხიზილალას ექსტრაქტი კოსმეტიკურ საშუალებებში აჩქარებს განახლების პროცესს, ზრდის ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის საჭირო ნივთიერებების (კოლაგენისა და ელასტინის) გამომუშავებას.
ხიზილალის შემცველი მოვლის საშუალებები აჯერებს უჯრედებს მკვებავი, აქტიური კომპონენტებით, აძლიერებს მარეგენერირებელ და ლიფტინგ ეფექტს.
კურკუმა
ეს სუნელი თამამად უსწრებს პოპულარობით ჯანჯაფილსა და ლიმონს – კურკუმა შეიცავს მძლავრ ანტიოქსიდანტებს, B ჯგუფის და C ვიტამინებს, კალციუმს, რკინას, ფოსფორს, იოდს. ინგრედიენტი ეფექტურ ანთების საწინააღმდეგო საშუალებად მოქმედებს პრობლემურ კანზე და კანის დაავადებების დროს.
მას ხშირად იყენებენ ანტიასაკობრივ კრემებში, ნიღბებსა და შრატებში, აგრეთვე, იმ ბიუთი-პროდუქტებში, რომლებიც პრობლემური, ცხიმიანობისა და აკნესკენ მიდრეკილი კანის მოვლისთვისაა განკუთვნილი.
სელი
სელის ზეთი ეფექტურად აღადგენს მშრალ, გაღიზიანებისკენ მიდრეკილ კანს. A და E ვიტამინები, ზეთის შემადგენლობაში, პასუხს აგებს მაახალგაზრდავებელ ეფექტზე. ინგრედიენტი ხშირად გამოიყენება კრემების ზეთოვან ფუძედ.
სელის ზეთი შეიცავს ყველაზე მეტ ცხიმოვან უჯერ მჟავას, რომელთა სინთეზირება ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია, თუმცა სჭირდება. ინგრედიენტი აჯერებს და კვებავს კანს, ასტიმულირებს ჭრილობებისა და ნახეთწების შეხორცებას, ებრძვის სიმშრალესა და დერმატიტს.
თაფლი
შეიცავს მინერალურ მარილებსა და ვიტამინებს, მცენარეულ გუმფისებს, ეთერზეთებს, რომლებიც ჭრილობის შემხორცებელ, ანთების საწინააღმდეგო და დამარბილებელ მოქმედებას უზრუნველყოფს. დინდგელის ანტისეპტიკური, ანესთეტიკური, მარეგენირერებლი თვისებები ხშირად გამოიყენება პრობლემური კანის მოსავლელ საშუალებებში.
მუხუდო
მუხუდოს ფქვილი კოსმეტოლოგიაში ამქერცლავი, მათეთრებელი და გამაახალგაზრდავებელი თვისებების წყალობით გამოიყენება. მისი ფხვნილის ნიღბების რეცეპტი კოსმეტოლოგიაში აიუვერდიდან შემოვიდა. ინგრედიენტი დელიკატურად აშორებს კანის ძველ უჯრედებს, აღადგენს ახლების წარმოქმნას, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ათეთრებს პიგმენტურ ლაქებს, ათანაბრებს სახის ფერს.
ქაცვი
ქაცვის ზეთი შეუცვლელი ინგრედიენტია მშრალი კანის მოვლისთვის. იგი შეიცავს ყველა ცნობილი ვიტამინის თითქმის სრულ ნაკრებს – C, K, B, E ვიტამინებს, ცხიმოვან მჟავებს, აზოტურ ფუძეებს, ფოსფოლიპიდებს, ამიტომ, ინგრედიენტები შემადგენლობაში შეიცავს მკვებავ და აღმდგენ საშუალებების ხელის, ტანის, ფეხებისა და სახის კანის მოვლისთვის.
ქაცვის ექსტრაქტი გამოიყენება ანტიასაკობრივი კოსმეტიკის შემადგენლობაში, როგორც ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებისა და პოლივიტამინების წყარო.
პაპაია
პაპაიას ექსტრაქტი, A და C ვიტამინებით, გამოიყენება სამკურნალო კოსმეტიკაში, ეპიდერმისის უჯრედებში ნივთიერებათა მიმოცვლის სტიმულირებისა და კანის დაავადებების მკურნალობისთვის.
პაპაიას წვენს უნიკალური თვისებები აქვს – შლის ცილა კერატინს. გამწმენდ ნიღბებში, სკრაბებსა და ენზიმურ პუდრებში პაპაიას წვენი დელიკატურად, თუმცა ეფექტურად აშორებს კანის მკვდარ უჯრედებს.
ბრინჯი
კოსმეტოლოგიაში გამოიყენება ბრინჯის მარცვლების ექსტრაქტი, მცენარის ყვავილები და წვენი. ბრინჯისგან მიიღება ბრინჯის მკვებავი ზეთი, რომელივ აღადგენს კანს, ზრდის სიმკვრივეს, ატენიანებს და არბილებს მას.
ზეთი სწრაფად შეიწოვება და შველის მშრალ კანს გაუწყლოების დროს. ბრინჯის ზეთს ხშირად იყენებენ მგრძნობიარე კანის მოვლის საშუალებებში, რადგან იგი ჰიპოალერგიულია. ბრინჯის ქატო ქერცლავს კანის მკვდარ უჯრედებს, ბრინჯის პუდრა ნაზად წმენდს და აღადგენს კანს.
მოცხარი
ფოთლების ექსტრაქტი, წვენი და ზეთი, რომლებსაც მოცხრის კენკრისგან იღებენ, ეფექტურად აღადგენს კანის ბუნებრივ ბარიერულ ფუნქციებს. თეთრი და წითელი მოცხარი კარგია ცხიმიანი და კომბინირებული კანის მოვლისთვის. ლოსიონებს ტონუსში მოჰყავს კანი და აძლიერებს მას, კრემები კი ატენიანებს და იცავს.
ტრუფელი
ძვირფასი კომპონენტი შეიცავს შეუცვლელ ამინომჟავებს, სასარგებლო მინერალურ მარილებს, მაგნიუმს, პროტეინებს. ტრუფელი გამოიყენება დაბერების ინტენსიური პროფილაქტიკისთვის, ჰიპერპიგმენტაციასა და ღრმა ნაოჭებთან ბრძოლისთვის. თეთრი ტრუფელი ასტიმულირებს აქვაფორინების – ცილოვანი არხების გამომუშავებას, რომელთა გავლითაც უჯრედები წყალს იწოვენ. ამ ინგრედიენტების შემცველი საშუალება ეფექტურად ატენიანებს კანს.
ლოკოკინა
ლოკოკინას მუცინი ყველაზე პოპულარული ინგრედიენტია, რომელიც აქტიურად გამოიყენება კორეულ კოსმეტიკაში. ინგრედიენტი კანის მთელ ფენას ქერცლავს და აახლებს მას. მუცინი გამოიყენება მოვლის საშუალებებსა და დეკორატიულ კოსმეტიკაში – კორეულ ბიუთი-ბაზარზე მას იყენებენ დასაბანი ქაფისა და BB კრემების შემადგენლობაში.
ფისტა
ფისტის ზეთი გამოირჩევა ფიტოსტეროლების მაღალი შემცველობით, რომლებიც გავლენას ახდენს კოლაგენის სინთეზზე და აღადგენს ელასტიურობას, აგრეთვე, შეიცავს E ვიტამინს, ოლეინის და ლინოლეურ მჟავებს. ინგრედიენტებს უმატებენ სამასაჟე ზეთების, მშრალი, გაუწყლოებული თმისა და კანის მოვლის საშუალებების შემადგენლობას. ფისტის ზეთი აღწევს კანში და ინარჩუნებს სითხეს, დელიკატურად უვლის კანს, ამიტომ მისი წასმა ბავშვის კანზეც კი შეიძლება.
ციტრუსი
კოსმეტიკური საშუალებები ლიმონის, ფორთოხლის, გრეიფრუტისა და მანდარინის შემცველობით, მძლავრი ანტიოქსიდანტური მოქმედებით, მათეთრებელი და მატონიზებელი ეფექტით გამოირჩევა. გარდა C ვიტამინისა, ციტრუსი შეიცავს А, Е, РР, Д, В1 და В2 ვიტამინებს, რომლებიც აღადგენს კანის სტრუქტურას და ხელს უშლის ჰიალურონის მჟავის კარგვას. ციტრუსის შემცველი შრატები და კრემები ავსებს კანს ენერგიით, ეთერზეთები კი ადუნებს და ხშირად გამოიყენებ სპა-პროცედურებისთვის.
ბეგქონდარა
ანთების საწინააღმდეგო, ბაქტერიციდული და ჭრილობის შემხორცებელი თვისებები გამოიყენება ტანისა და თმის მოვლის საშუალებებში. ბეგქონდარა ებრძვის გამონაყარსა და კანის ჩამოწელვას, თავის კანის სიმშრალესა და თმის ცვენას.
შოკოლადი
კანში შეწოვისას, შოკოლადი ასტიმულირებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას, იგი შეიცავს კოფეინს, რომელიც წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისგან, F ვიტამინით გაჯერებული კაკაოს ზეთი კი კანში სითხის შენარჩუნებას უწყობს ხელს.
სახისა და სხეულის ნიღბები, კრემები, ლოსიონები, შხაპ-გელები და სახვევები – შოკოლადს მრავალ კოსმეტიკურ საშუალებაში იყენებენ, მისი თვისებებისა და დიდებული არომატის წყალობით.
თეობრომინი და თეოფილინი, რომლებსაც კაკაოს მარცვლები შეიცავს, ააქტიურებს კანში ბუნებრივ ბიოქიმიურ პროცესებს და უზრუნველყოფს ლიფტინგ-ეფეტს.
ევკალიპტი
ევკალიპტისა და ევკალიპტის ზეთის კულტს ჯერ კიდევ თავად კლეოპატრა მართავდა, იყენებდა მთელი სხეულის მოსავლელი საშუალებების ინგრედიენტად. ევკალიპტიანი სახის ნიღბები წმენდს, არბილებს და ატენიანებს, ჰიგიენის საშუალებები აახლებს და ანტისეპტიკად ევლინება კანს, თმის შამპუნები კი წმენდს და აძლიერებს თმის ძირებს.
ევკალიპტი შესანიშნავი ანტისეპტიკია, რომელიც ებრძვის აკნესა და ჰერპესს, ამიტომ, იგი შედის პრობლემური კანის მოვლის საშუალებების შემადგენლობაში.
ვაშლი
ვაშლმჟავა ავსებს ენერგიით, აახლებს სახის ფერს, აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქევას. იგი მშრალ კანს ატენიანებს და აახალგაზრდავებს, ცხიმიანს კი წმენდს და ტონუსში მოჰყავს, ავიწროებს კანის ნასვრეტებს.
ვაშლის ინგრედიენტი მრავალი პილინგისა და ექსფოლიანტის შემადგენლობაში შედის, მასში ხილის ამინომჟავებისა და C ვიტამინის შემცველობის წყალობით. იგი ქერცლავს და ათეთრებს კანს. თმის მოვლის საშუალებებში ვაშლმჟავა დელიკატურად წმენდს თავის კანს, ნიღბები კი კვებავს და ატენიანებს მას.