ისევ ოფისში: 5 უნივერსალური საშუალება ყოველდღიური მაკიაჟისთვის

0
584

შეინახეთ ბრჭყვიალა და მკვეთრი ჩრდილები უჯრაში, ამოიღეთ პატჩები, გამაგრილებელი ნიღბები და ზამთრის მაკიაჟის კოსმეტიკური საშუალებები: Girl.ge-ის რედაქციის ნაკრებში 5 იდეალური საშუალებაა ოფისის მაკიაჟისთვის:

წარბების ფანქარი Brow Perfecting Pencil, Tom Ford

ავტომატური ფანქარი უხდება მათაც კი, ვისაც არ გამოსდის ორი ერთნაირი ისარი (If you know, what I mean). რბილი ფანქარი კარგად ღებავს კონტურს, ფუნჯი კი დელიკატურად ანაწილებს მას, არ “კაწრავს” კანს.

ტუჩსაცხი ფანქარში Superstay Ink Crayon, შუქჩრდილი 50, Maybelline

ერთ-ერთი იმ ტუჩსაცხთაგანი, რომელიც ექსტრემალურ პირობებშიც კი არ დაგაღალატებთ. ტუჩსაცხი-სტიკი Superstay Ink Crayon ქმნის მტკიცე მატე საფარს, რომელიც (კრემისებრი ფორმულის წყალობით) არ აშრობს ტუჩებს. ალუბლისფერი იდეალური მეგზური იქნება იანვრისთვის. ზომიერად მკვეთრი, წვნიანი და ნებისმიერი ლუქისთვის შესაფერისი – იქნება ეს მყუდრო სვიტრი თუ მკაცრი საოფისე კაბა.

წყალგამძლე ტუში სუპერ-მოცულობითი სცენის ეფექტით, Waterproof Artistic Volume Mascara, Vivienne Sabo

Vivienne Sabo-ს ნებისმიერი ტუში წამიერად იქცევა ჰიტად. იდეალური ხარისხი – მოცულობა, ფერი და სიმტკიცე – ერწყმის მისაღებ ფასს. აი, წყალგამძლე ფორმულა Waterproof Artistic Volume Mascara კი იცავს იანვრის მაკიაჟს თოვლისა და წვიმისგან.

ილუმინატორი სტიკში Make Up Bright Idea Illuminating Stick, შუქჩრდილი 04 Rose Petal Pop NYX

ნაღებ-ვარდისფერი ფერ-უმარილი ვიზუალურად ანიჭებს დღესასწაულებისა და რუხი ამინდებისგან დაღლილ კანს ელვარებასა და სიახლეს. ასეთი სტიკით შეიძლება მაკიაჟის დასრულება ან მისი გამოყენება დამოუკიდებლად, ყოველდღიური ბიუთი-რუტინის შემდეგ.

CC-კრემი “აბსოლუტური სრულყოფილება” Spf 20, Lumene

უწონო ტონალური ფუძე თხევადი ტექსტურით ნიღბავს სიწითლეს და ათანაბრებს ტონს, კანზე კი ბუნებრივ ელვარებას ტოვებს. შესანიშნავი დელიკატური ტონალური საშუალებაა, რომელიც არ აშრობს კანს, ცივი დღეებისა და სუსხიანი მზისთვის.