
Girl.ge-ს რედაქცია გთავაზობთ 10 მარტივ მეთოდს, თუ როგორ გახდეთ ძალიან ჭკვიანი ადამიანი.
ბევრი შეცდომა დაუშვით
თუ ვინმე გაბედავს მოლაყბე გიწოდოთ, ჩათვალეთ ეს კომპლიმენტია. მიჩიგანის სოციალური კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერები თვლიან, რომ ადამიანი რაც უფრო მეტს ურთიერთობს სხვებთან, მით უფრო მაღალი ინტელექტუალური მაჩვენებელი და მეხსიერება აქვს.
მეტი ჭამეთ
სწორი და სრულყოფილი კვება ტვინის კარგი მუშაობის გარანტიაა. შტოში, მოცვი, ჭარხალი, კომბოსტო, ორაგული, ისპანახი და შოკოლადი “ჭკუას” განსაკუთრებით შეგმატებთ. მთავარია, ეს პროდუქტები ერთმანეთს არ აურიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანალურ გასტრიტს ან კუჭის წყლულს მიიღებთ.
იოდის შემცველი პრეპარატები მიიღეთ
იოდი არა მხოლოდ განწყობასა და ფარისებრი ჯირკვლების მუშაობაზე ახდენს გავლენას, არამედ ე.წ. ბუნებრივ ინტელექტს ზრდის და ტვინის მარაგებს ხსნის: მეხსიერებას, ყურადღებას, შრომისუნარიანობას აუმჯობესებს, ახალი არაორდინალური ამოცანების ამოხსნას ამარტივებს, ადამიანი ნაკლებ შეცდომას უშვებს.
გამოიძინეთ
ძილის დეფიციტი ინტელექტს აღარიბებს. გაითვალისწინეთ, თუ რამდენიმე დღე ზედიზედ ძალიან გვიან დაწვებით, ხოლო დილით ადრე ადგებით, ისევე იაზროვნებთ, როგორც მთვრალი ადამიანი. აი, რამდენიმე საათით დამატებითი ძილი დამატებით ბონუსს მოგცემთ.
ითამაშეთ
ასევე ამოცანები და რთული თავსატეხები ამოხსენით. დამახსოვრების შეჯიბრების ჩემპიონები ფენომენალური შესაძლებლობებით არ გამოირჩევიან – ათობით სახელს და ათასობით ციფრს მხოლოდ მრავალრიცხოვანი ვარჯიშის წყალობით იმახსოვრებენ. სწორედ ამიტომ ტვინს, როგორც კუნთს, ვარჯიში სჭირდება!
ბავშვის გაჩენა
არა, პირდაპირ ახლა არა! თუმცა სამომავლოდ გაითვალისწინეთ. ორსულობის დროს და მშობიარობის შემდეგ ქალის ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონები, რომლებიც ტვინში დამახსოვრების და აღქმის სტრუქტურას ააქტიურებენ. ერთი ბავშვის მოვლა უფრო რთულია, ვიდრე სამსახურში 10 ადამიანის მართვა.
ერუდიციულ თამაშებს უყურეთ
თამაში, მაგალითად „რა, სად როდის“. ასე დღეში 30-40 წუთით რამდენიმე ათობით ენციკლოპედიურ საკითხზე პასუხებს მიიღებთ, ხოლო რამდენიმე თვეში რეგულარული ყურებისას ჭკუის 30%–ით გაზრდის ყველა შანსი გაქვთ.
უფრო ძლიერ მოწინააღმდეგეს ეთამაშეთ
სწორედ ამ წესს ასწავლიდნენ 1883 წელს „ჭადრაკის საფუძვლებში“ და სწორედ ამ წესს იყენებდა ფილმის მთავარი გმირი გაი რიჩი „როველვერში“, რომლის წყალობით მთელი ფილმის განმავლობაში არაერთი საჭადრაკო პარტია მოიგო.
სექსით დაკავდით
ალბათ, ყველაზე სასიამოვნო და მარტივი მეთოდი, რომ „მის კონგენიალურობის“ ტიტული მოიპოვოთ. სქესობრივი აქტის დროს ორგანიზმი გამოყოფს ჰორმონს ოქსიტოცინს, რომლის წყალობით ქალი უფრო ნათლად და ღრმად აზროვნების უნარს იძენს. იქნებ, სჯობს საპასუხისმგებლო მოლაპარაკების წინ სექსით დაკავდეთ?
ცუდი ხასიათი გამოიმუშავეთ
სიბერეში ცუდი ხასიათის ადამიანები თანატოლებზე უფრო ჭკვიანები არიან. ამ დასკვნამდე მეცნიერები მივიდნენ. ამ უცნაური კავშირის ახსნა დღემდე ვერ შეძლეს, მაგრამ ეს სათადარიგო მეთოდად ჩათვალეთ. ვინ იცის, იქნებ სიბერეში ჭკვიანი ბუზღუნას ნაცვლად ჩვეულებრივი მოხუცი ბუზღუნა გახდეთ.