
დღეს Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ მსოფლიოში ყველაზე გულწრფელ, აღმოსავლურ ჰოროსკოპს.
1. ვირთხა
გამოირჩევა გონებამახვილობითა და კრეატიულობით. იმდენად გამოირჩევა, რომ ყველა დანარჩენ ნიშანს თითქმის არასდროს ესმის, რას ფიქრობს ვირთხა და, რაც მთავარია, რას მოიმოქმედებს შემდეგში. ვირთხამ შესანიშნავად იცის, რომ კუდი გვერდიდან არც ისეთი მიმზიდველი ჩანს, ამიტომაც მოიფიქრა ასეთი რამ: პირველ რიგში, იგი სხვებს აჩვენებს თავის თათებს, რომლებიც თითქმის ხელებივითაა: მას შემდეგ, რაც იგი ვიღაცის გულს ჩაავლებს, გარშემომყოფებს ისე მოჭრის თვალებს, რომ მის კუდს აღარავინ მიაქცევს ყურადღებას. მეტიც: ცნობილია შემთხვევები, როცა ზოგი მისით პირდაპირ აღფრთოვანებულან და ვირთხასა და დრაკონს შორის უპოვნიათ მსგავსება. სწორია: მიმიკრიის ნიჭის თვალსაზრისით, ვირთხას ვერავინ სჯობს!
2. ხარი
ეს ის ნიშანია, რომელიც ბოლომდე მიიყვანს ყველაფერს, რასაც დაიწყებს, მაშინაც კი, თუ ამის დაწყება საერთოდ არ ღირდა. კონსერვატიულობა მისი მეორე სახელია, სიჯიუტე – მამის სახელი, შეუპოვრობა – პარტიული თიკუნი. მეორე მხრივ, ხარის ნდობა ყოველთვის შეიძლება, აგრეთვე, მისთვის შეიძლება იმ საქმეების მინდობა, რომელთა გაკეთება თავად არ გსურთ. მთავარია, არ დაგავიწყდეთ ხარისთვის უხვი მადლობის გადახდა და შექება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხარმა შეიძლება იფიქროს, რომ მას რაღაც არასწორი დააკისრეს. ეს კი, თავადაც იცით, რომ საშინელებაა: ხარს არ მიაჩნია საჭიროდ, რომ გააფრთხილოს ტორეადორი კორიდის დაწყების შესახებ.
3. ვეფხვი
მერყევი ცხოვრება: ვეფხვი მარტოხელა მონადირეა, რომელსაც ყოველთვის სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა, თუნდაც, ეს გაზვიადების შედეგად შეძლოს. ეს მეთოდი ყოველთვის ეფექტურია, რამდენადაც შესანიშნავ ვეფხვს უნდა შეხება, მაგრამ … გაწიე ხელები! რეალურად, აქ არაფერია ურთიერთსაწინააღმდეგო, უბრალოდ, ვეფხვს ძალიან უყვარს ძალაუფლება. რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ მას არ მისცემთ. ეს იმიტომ, რომ საშუალოსტატისტიკური ვეფხვი ყველაზე ცნობილი კაციჭამიაა. არაფერი პირადული, უბრალოდ კლიმატია ასეთი…
4. კატა
ეტალონური ქალი: ჭკვიანი, თავდაჯერებული, გრაციოზული, ეშმაკი და ვერაგი. ნებისმიერ გაუგებარ სიტუაციაში იკბინება. ყველა დანარჩენ სიტუაციაში კი არაფერი შეუძლია – თათები აქვს. ჩვენ შეგახსენებთ, რომ კატის წელი, რატომღაც, კურდღლის წლადაც ითვლება, თუმცა, ამ ფაქტს უგულებელვყოფთ: კატის წელში დაბადებულებს კურდღელთან არაფერი აქვთ საერთო. ნუ, თუ არ ჩავთვლით იმ მეტაფორულ სოროში დამალვის მანერას, რომელშიც თავად ეშმაკი წაიტეხს კისერს.
5. დრაკონი
ნაზი და მგრძნობიარე სული ფოლადის სხეულში. ვერაგი დრაკონი, როგორც წესი, სწორედ ამას აჩვენებს ახლოებს, რომელთაც მისი გულუბრყვილოდ სჯერათ. რეალურად, დრაკონი მოქმედებს პრინციპით “თუ რაღაცის დამალვა გინდა, დადე იგი თვალსაჩინო ადგილას”. ანუ, დრაკონი ყოველთვის ნაზი და მოწყვლადია. თუმცა, არა სულის სიღრმეში, არამედ გარედან. ამასთან, დრაკონი გულმავიწყია და წყენას არ ინახავს. უბრალოდ, ასეთი ბრაზიანია. მეხსიერებაც კარგი აქვს.
6. გველი
გველი ის არსებაა, რომელსაც ახლობლებში ჟრუანტელის დავლა შეუძლია არა გამოჩენით, არამედ უბრალოდ არსებობის ფაქტით: საკმარისია იმის ცოდნა, რომ გველი სადღაც შორიახლოსაა, რომ საღამო დაუყოვნებლივ შეწყდება. რა თქმა უნდა, ეს იმიტომ, რომ გველი, პირველ რიგში, აბსოლუტურად ცივსისხლიანია, მეორეც, იგი ჭეშმარიტად ბრძენი არსებაა და, მესამეც, სასიკვდილოდ შხამიანი. მათ, ვისაც ამ პუნქტის გაბათილება და თავიანთი ცოდნით დატრაბახება სურს, ვურჩევთ, გველს უთხრან, რას აკეთებს არასწორად, და იხილონ, რა მოხდება. ანტიდოტი თავიდანვე მოიმარაგეთ. უი, ის ხომ არ არსებობს1
7. ცხენი
ყველა ამბობს, რომ ცხენის წელში დაბადებულები მუშა ცხენები არიან, თუმცა, არასდროს არავის უცდია ნორმალური ცოცხალი ცხენისთვის მუშაობისკენ მიბიძგვა: თუ ვინმე ეცდება, ცხენი ბრძოლის გამოუცხადებლად მოგსვამთ მტკივნეულად, და გაგაგებინებთ, რომ კატეგორიულად არ გეთანხმებათ. თუმცა როგორღაც, საერთო ჯამში, ცხენს ძალიან უყვარს მუშაობა. უბრალოდ, გართობა უფრო მეტად უყვარს. ორივე შემთხვევაში, იგი საუკეთესო პარტნიორი და საიმედო მეგობარია, რომელიც ზურგზე შემოგისვამთ და ორივეს სიმძიმეს ატარებს. მართალია, იმის პირობას ვერ მოგცემთ, რომ არ გაგიტაცებთ.
8. თხა
ჩვენი რედაქცია ეჭვობს, რომ თხა როგორღაც მალავს თავის ჭეშმარიტ აზრებსა და გრძნობებს: თუ მათ გამოხატავს, შეიძლება ვინმეს სერიოზულად ეტკინოს გული, რასაც თხა ვერ გადაიტანს, ის ხომ არავის ენდობა – რა იცის, როგორ შემოუბრუნდება მერე ეს წყენა. როგორც წესი, ამას თხა ნანობს ხოლმე, თუმცა, დიდად არ წუხს: ბოლო-ბოლო, ყოველთვის შეიძლება ყველა წარუმატებლობის იმაზე მიწერა, რომ რაღაც ვერ გაიგო.
9. მაიმუნი
ქრესტომათიული ანეკდოტის გმირი, რომელმაც ვერ გადაწყვიტა, ჭკვიანს მიმართოს თუ ლამაზს. პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ იგი მართლაც ჭკვიანი, ლამაზი, მეგობრული, კეთილი, მომხიბლავი და ნებისმიერი გარემოცვის ცოტათი სენტიმენტალური გულია. ის მომენტი, როცა მაიმუნი ხელში ხელყუმბარას აიღებს, როგორც წესი, გარშემომყოფები ყურადღებას არ აქცევენ, თუმცა, ამაოდ.
10. მამალი
პიონერი – მაგალითი ბავშვებისთვის: მამალი ყოველთვის ყველაფერს სწორად აკეთებს, ხოლო ის, ვინც ამ აზრს არ ეთანხმება, ჩანისკარტდება. თანაც ისე, რომ დამნაშავე ვინმე ვეფხვი (ის ხომ მონადირეა) აღმოჩნდება. მამლისთვის ჭკუის სწავლებისა და გულახდილობისკენ მითითების ერთადერთი გზა მის პატივმოყვარეობაზე თამაშია: აუხსენით, რომ ამ საქათმეში ისაა მთავარი. დაზუსტება: ასე უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მამალი ქათამია.
11. ძაღლი
თვით გულწრფელობა, თვით ერთგულება, თვით სრულყოფილება. რა თქმა უნდა, გარშემომყოფები თავს მაშინვე უხერხულად გრძნობენ, თუმცა, ძაღლი ამას კეთილშობილურად უგულებელყოფს (იმ გაგებით, რომ ახლობლებს არ უშლის ხელს მისით აღფრთოვანებაში).
12. ღორი
ეტალონური გამანადგურებელი, რომელიც მთებს გადადგამს, თუ მას დახმარებას ვინმე უსამართლოდ დაჩაგრული, დამცირებული, განდევნილი ან სხვ. მიმართავს. რა თქმა უნდა, თუ ეს უსამართლოდ დაჩაგრული შეძლებს ღორის ყურადღების მიქცევას. უყვარს გართობა, განსაკუთრებით – ჭამა.