გავიდიდოთ ტუჩები ინექციის გარეშე, კონტურინგით

0
785

თუ დიდი ხანი ოცნებობდით დიდი ზომის ტუჩებზე, თუმცა, ინექციის გაკეთებას ვერ ბედავთ, ეს ტრენდი მაკიაჟში სწორედ თქვენთვისაა. Girl.ge-ის რედაქცია გეტყვით, როგორ უნდა გაიდიდოთ ტუჩები ვიზუალურად, სულ რამდენიმე მოქმედებით.

როგორ გავიდიდოთ ტუჩები

ტუჩის კონტურინგი მაკიაჟის სახეობაა, რომელიც ტუჩების ფორმის კორექციის, მათთვის მოცულობისა და სიფუმფულის მინიჭების საშუალებას გვაძლევს. თუ ტუჩებზე უბრალო მატე ტუჩსაცხს წაისვამთ – მაკიაჟი ბრტყელი გამოჩნდება, ექსტრემალურად მუქი ფერები კი საერთოდ “შეჭამს” ტუჩების მოცულობას, თუ მათ არასწორად გამოიყენებთ. ისევ კონტურინგი დაგეხმარებათ!

რა დაგჭირდებათ ტუჩის კონტურინგისთვის:

  • ტონალური კრემი ან კონსილერი;
  • ტუჩსაცხი;
  • ტუჩსაცხზე 1 ტონით მუქი კონტური;
  • ტუჩის თეთრი ფანქარი;
  • ტუჩის მბრწყინავი საცხი.

როგორ მოვიქცეთ?

ინტერნეტში უამრავი ისეთი სქემის პოვნა შეიძლება, რომლებიც გიჩვენებთ, როგორ უნდა გაიკეთოთ ტუჩის კონტურინგი ჩვენ კი მხოლოდ ყველაზე ეფექტურ ვარიანტებს განვიხილავთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, დაიწყეთ სახეზე ტონალურის წასმა, არ გამოტოვოთ ტუჩებიც – ისინი სრულად უნდა დაფაროთ ღია კონსილერით ან ტონალური კრემით, ხატვისთვის სუფთა ტილო გჭირდებათ!

I ვარიანტი

ახლა შემოიტარეთ ტუჩის კიდეებზე ფანქარი. თუ ტუჩების ვიზუალურად გაფართოებაა საჭირო, შეგიძლიათ, ოდნავ გასცდეთ ბუნებრივ ზღუდეს. შემდეგ, იგივე ფანქარი წაისვით ქვედა და ზედა ტუჩებზე პერპენდიკულარულად. სწორედ ესაა ჩვენი კონტურინგის ფუძე – უნდა შექმნათ მოცულობის შეგრძნება.

შემდეგ, ფანქრის ზემოდან უბრალოდ წაისვით ტუჩსაცხი: იგი ოდნავ უფრო ღია უნდა იყოს, ზოლები ოდნავ რომ ჩანდეს, თუმცა, შეუიარაღებელი თვალით ტუჩისგან რომ არ გამოირჩეოდეს. დამამთავრებელი შტრიცი: ტუჩის მბზინავი საცხი – სწორედ ის ადიდებს ტუჩებს.

II ვარიანტი

როგორ გავიდიდოთ ტუჩები ინექციის გარეშე? პირველი ნაბიჯი ისეთივეა, როგორც წინა ინსტრუქციაში – დაიფარეთ ტუჩები კონსილერის ან ტონალური კრემის სქელი ფენით.

შემდეგ, აიღეთ რბილი თეთრი ფანქარი (გამოდგება ღია ვარდისფერიც) და წაისვით ტუჩების შუაში, სქელ ზოლად.

შემდეგი ნაბიჯი – წაისვით კონტური. ამისთვის გამოიყენეთ ფანქარი, რომელიც ტუჩსაცხის ფერს ემთხვევა; მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ბუნებრივად ჩანდეს.

ფრთხილად, თითით გადაანაწილეთ თეთრი ზოლი ტუჩებზე ისე, რომ იგი ძლივს შესამჩნევი გახდეს, ტუჩების შუაში კი მოცულობა შექმნას. დაბოლოს, უკანასკნელი შტრიხი: დაფარეთ ეს სილამაზე ვარდისფერი (უკეთესია თხევადი ვარიანტი) ან მბზინავი ტუჩსაცხი, მზადაა! ახლა უკვე იცით რომ ტუჩების გადიდება ინექციის გარეშე შეიძლება.

ესეც ვარსკვლავური მაგალითები:

Photo credit: Getty Images
Photo credit: Getty Images
Photo credit: Getty Images
Photo credit: Getty Images
Photo credit: Getty Images