
მარტივი ლოგიკური დავალებების ამოხსნა სასიამოვნო და სასარგებლო საქმიანობაა ნებისმიერ ასაკში. და, თუ სკოლაში მსგავსი საქმიანობა აუცილებელია იმისთვის, რომ ახალგაზრდა გონებამ ისწავლოს აზროვნება და სწორი გადაწყვეტილების მიღება, ზრდასრულ ადამიანებს მსგავსი დავალებები ჩვეულებრივი გახურებისთვის სჭირდება. ტვინი ხომ მუდმივად ტონუსში უნდა შევინარჩუნოთ.
ამიტომ, Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ რამდენიმე დავალებას, რომლებიც, რეალურად, არც ისეთი რთულია. თუმცა, ზრდასრული ადამიანისთვის, რომელსაც მათემატიკური წესების უმრავლესობა უკვე დაავიწყდა, იგი მარტივი სულაც არ იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს კარგი შესაძლებლობაა საკუთარი თავის გამოსაცდელად.

მარტივი ლოგიკური დავალებები
ამოცანის პირობები
1. პირველი დავალება, თუ წყაროს დავუჯერებთ, 7 წლის იაპონელი მოსწავლეებისთვისაა განკუთვნილი. ისინი როგორღაც უმკლავდებიან მას. თუმცა, ჩვენს მკითხველებს შორის რამდენი შეძლებს სწორი პასუხის მიღებას?
2. მეორე დავალების ამოსახსნელად, უნდა განსაზღვროთ ძაღლის, კატისა და კურღდლის წონები. ამასთან, ნახატზე მოცემული ციფრები საკმარისია პასუხის საპოვნელად და სამივე ცხოველის წონის გასაგებად. თუმცა, ალბათ, ვიღაც მაინც იფიქრებს, რომ პასუხის პოვნა უფრო მარტივი იქნება. გაუმკლავდებით?
3. დაბოლოს, საახალწლო ამოცანა. იპოვეთ თოვლის კაცის, სათამაშოსა და ნაძვის ხის უკან დამალული ციფრები, ბოლო მაგალითის ამოსახსნელად.
ამოხსნა
1. იაპონელი სკოლის მოსწავლეები, როგორც ჩანს, მცირე ასაკიდან მიაჩვიეს მათეტმატიკური კანონზომიერების შემჩნევას. ისინი ხომ როგორღაც ხსნიან ამ ამოცანებს? თუ მთელ რიგს გააანალიზებთ, გაიგებთ, რომ გადაბრუნებული მაგალითები ასე გამოიყურება: (3 + 3) * 3 = 18, (4 + 4) * 4 = 32 და ა.შ. ამიტომ, ბოლო მაგალითი ასეთი იქნება: (10 + 10) * 10 = 200.

2. თუ ძაღლი და კურდღელი ერთად 20 კგ-ს იწონიან, ხოლო ძაღლი და კატა – 24 კგ-ს, ესე იგი, კატა კურდღელზე 4 კგ-თი მძიმეა, შესაბამისად, პირველი მაგალითით ვიგებთ, რომ კურდღელი (10 – 4) / 2 = 3 კგ-ს იწონის. ასე კატის წონა 10 – 3 = 7 კგ-ს უდრის. ამ შემთხვევაში, ძაღლის წონა 20 – 3 = 17 კგ-ს შადგენს. შესაბამისად, ცხოველების საერთო წონა 10 + 17 = 27 კგ იქნება.
3. პირველი მაგალითი გვეუბნება, რომ თოვლის კაცი 36 / 3 = 12-ს უდრის. მეორე მაგალითით კი ვიგებთ, რომ ნაძვის ხის უკან 24 / 3 = 8 იმალება. მაშინ სათამაშო 21 – 12 – 8 = 1-ის ტოლია. ამიტომ, ბოლო მაგალითი ასე გამოიყურება: 12 + (1+ 1 + 1) * (12 + 8) = 12 + 3 * 20 = 72.

რამდენი ამოცანა ამოხსენით სწორად?