ბოშები არ ცდებიან: სწრაფი ტესტი იმის გასაგებად, ახდება თუ არა თქვენი სურვილი

0
916

გაიგეთ, ახდება თუ არა თქვენი სანუკვარი ოცნება, 1 კარტის შერჩევით. Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ მარტივ, თუმცა ზუსტ მკითხაობას.

1. თუ პირველი კარტი აირჩიეთ, ესე იგი, სადარდებელი არაფერი გაქვთ. თქვენი სურვილი ნებისმიერ შემთხვევაში ახდება. შეიძლება, არც ისე სწრაფად, როგორც გინდათ, თუმცა, უახლოეს მომავალში აუცილებლად ახდება. მაგრამ, თუ აჩქარებას გადაწყვეტთ, შეიძლება ავნოთ საკუთარ თავს და იღბალმაც ზურგი გაქიოთ. თქვენს შემთხვევაში, ყველაფერს თავისი დრო აქვს.

2. თქვენი ნატვრა რომ ახდეს, კარგად უნდა გაისარჯოთ. არ იჩქაროთ, გადადგით მხოლოდ წინდახედული ნაბიჯები, ნებისმიერმა გაუაზრებელმა მოქმედებამ ხომ შეიძლება თქვენი წლების განმავლობაში ნაშენები გეგმები დაანგრიოს. ბედისწერა თქვენს ხელშია, ნუ გაუშვებთ მას ხელიდან.

3. როგორც იქნა, თქვენს ცხოვრებაში დადგა ის პერიოდი, როცა აგინაზღაურდებათ ყველაფერი, რაც გააკეთეთ. თქვენი ძალისხმევა ღირსეულად დაფასდება. უბრალოდ ჯიუტად და დაჟინებით გააგრძელეთ საკუთარი ოცნებისკენ სვლა.

4. სამწუხაროდ, კარტი ამბობს, რომ უნდა მოიკრიბოთ მოთმინება და დაიცადოთ. წარმატებას ხომ არ უყვარს აჩქარება. გააგრძელეთ იმავე დაჟინებული სულისკვეთებით და ოცნებას აუცილებლად მიუახლოვდებით.