
ჩვენ ვუვლით თმას, თუმცა, ხშირად, შედეგი სასურველისგან შორსაა. რა არის ამის მიზეზი? გოგონათა უმეტესობის ყველაზე გავრცელებული შეცდომა იმაში მდგომარეობს, რომ ავიწყდებათ თავის კანის მოვლა, არადა, სწორედ მასზეა დამოკიდებული თმის ხარისხი – ეს ყველაფრის თავი და თავია! Girl.ge-ის რედაქცია ექიმ-ტრიქოლოგს ესაუბრა და ამ მნიშვნელოვანი პრობლემის შესახებ ყველაფერი გაიგო.
თავის კანი, ისევე, როგორც სახე, ბერდება: დერმაში მცირდება კოლაგენის სინთეზი, მცირდება ჰიალურონის მჟავის კონცენტრაცია, ნელდება მიმოცვლითი პროცესები. მისი ელასტიურობის, დატენიანებისა და კვების გაუარესება დაუყოვნებლივ აისახება თმის ძირებისა და, შესაბამისად, თმის საერთო მდგომარეობაზე. მაშ ასე, თავის კანიც, სახის კანის მსგავსად, რეგულარულ დატენიანებასა და კვებას მოითხოვს. რას აკეთებთ არასწორად?
1. არასწორ შამპუნს ირჩევთ
არსებობს ერთი მარტივი წესი, რომელსაც ბევრი ქალი არ იცავს: შამპუნი თავის კანის ტიპის მიხედვით უნდა შეირჩეს, კონდიციონერი – თმის ტიპის მიხედვით. ეს იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, შამპუნი და ბალზამი სხვადასხვა კოსმეტიკური ხაზებიდან შეარჩიოთ, თუ, მაგალითად, თავის კანი საკმაოდ ცხიმიანია და საგულდაგულო წმენდას მოითხოვს, დაბოლოებები კი მშრალია.
2. არ იყენებთ სპეციალურ შრატებს თავის კანისთვის
უშუალოდ თავის კანის მოსავლელად, ნიღბისა და სხვა რეცხვადი საშუალებების გამოყენება თითქმის უაზრობაა. შეაჩერეთ არჩევანი შრატებზე, ლოსიონებსა და გელებზე, რომლებიც თმის ძირებში ისმება და იქვე მოქმედებს. ამ საშუალებათა უმეტესობა არ მოითხოვს ჩამობანვას, ესე იგი, მათი გამოყენების ეფექტი გაცილებით მაღალი იქნება.
3. თავის კანს არასაკმარისად იწმენდთ
რა თქმა უნდა, თავის კანის გაწმენდა აუცილებელია! მხოლოდ შამპუნით ვერაფერს გახდებით, პილინგებიც დაგჭირდებათ. ასეთი წმენდის ხარჯზე, კანში აქტიურდება მიმოცვლითი პროცესები, მარტივდება წვდომა სამკურნალო და მკვებავ ნივთიერებებზე. შეიძლება როგორც აბრაზიული, ისე მჟავებზე (გლიკოური ან სალიცილის, AHA-მჟავების) დამზადებული საშუალებების გამოყენება. ნებისმიერი (განსაკუთრებით მჟაური) პილინგი უნდა შეირჩეს ექიმთან ერთად: თავის კანი ყველას განსხვავებული აქვს. ტრიქოლოგი გირჩევთ მჟავების სწორ კონცენტრაციას, გასწავლით მის გამოყენებას დაწვრილებით.
4. ირჩევთ შამპუნს სინთეტიკური სილიკონით
თავის მოვლის საშუალებების უმეტესობა სილიკონს შეიცავს. ეტიკეტზე ნებისმიერი სიტყვა, რომელიც “-კონ”-ით სრულდება, შემადგენლობაში ამა თუ იმ ფორმის სილიკონის არსებობაზე მეტყველებს. ეს ნივთიერებები უარყოფითად პოპულარულია: ისინი გროვდება თავის კანზე, ამძიმებს თმას და ცუდად ირეცხება.
თუმცა, სილიკონის ყველა სახეობას ასეთი გავლენა როდი აქვს. მაგალითად, თანამედროვე საშუალებებს შორის დაუჯერებლად პოპულარულია ორგანული სილიკონები – სილიკონური და ორგანული ნაერთების (მაგალითად, სილიკონის ბეტაინები) ჰიბრიდები. ისინი ქმნის თმის ზედაპირზე თხელ ფენას, რომელიც არამხოლოდ ათანაბრებს თმის რელიეფს და ელვარებას აძლევს მას, არამედ იცავს მათ აგრესიული გარე ფაქტორებისგან, კერძოდ, ფენის, უთოს ან სახვევის გამოყენებისგან. ამავდროულად, ორგანული მჟავები მარტივად ირეცხება, არ გროვდება თმასა და თავის კანზე.
5. თმისცვენა ექიმთან წასვლის მიზეზი არ გგონიათ
თუ ფიქრობთ, რომ თავის კანს სწორად უვლით, თმა კი მაინც გცვივათ, არ დაგეზაროთ და ჩაიტარეთ გამოკვლევა. თუ ტრიქოლოგთან მიხვედით ვიზიტზე, მზად იყავით იმისთვის, რომ ექიმმა შეიძლება სხვა სპეციალისტებთან გადაგამისამართოთ. ყველამ იცის, რომ თმის მდგომარეობა ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობის ინდიკატორია.
მაგალითად, თმისცვენა შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის, ჰორმონული აშლილობის, ინტოქსიკაციის, მიკროელემენტების ქრონიკული დეფიციტის შედეგი იყოს, რომ არაფერი ვთქვათ სტრესზე. ამიტომ, შეიძლება ენდოკრინოლოგის, გინეკოლოგის, ულტრაბგერითი გამოკვლევები, სისხლის ანალიზი ჰორმონებზე და სისხლის ბიოქიმიური ანალიზი დაგჭირდეთ. ნუ დაგენანებათ დრო, რადგან არაფერია ჯანმრთელობასა და სილამაზეზე უფრო მნიშვნელოვანი.