ვბრუნდებით ფორმაში დღესასწაულების შემდეგ: როგორ გავიკეთოთ ლიმფოდრენაჟული მასაჟი

0
879

თუ შეამჩნიეთ, რომ სახის ოვალი ადრინდელივით მკვეთრი აღარაა, მუცელი ჩამოიწია, მთელმა სხეულმა კი, თითქოს, ფორმა იცვალა, ნუ იჩქარებთ დიეტაზე დაჯდომას. დიდი ალბათობით, ეს ცხიმი კი არა, წყალია, რომელსაც მარტივად მოიშორებთ, თუ სახლის პირობებში ლიმფოდრენაჟულ მასაჟს გაიკეთებთ. Girl.ge-ის რედაქცია გასწავლით, როგორ “ჩაატაროთ” იგი დამოუკიდებლად.

ჩვენი კანი ნამდვილი გმირია! იგი მკვებავ ნივთიერებებს ყველაზე ბოლოს იღებს, სწორედ იგი უწევს წინააღმდეგობას გარემოს მავნე ზემოქმედებას და იცავს შინაგან ორგანოებს, არეგულირებს ტემპერატურას, ორგანიზმიდან დღეში დაახლოებით 1 ლ სითხეს გამოდევნის, რითაც თირკმლებს ეხმარება… აი, სწორედ ამ ბოლო ფუნქციაზე ვისაუბრებთ ახლა. ჩვენი ორგანიზმიდან ნივთიერებათა დაშლის პროდუქტისა და მავნე ნივთიერებების გამოდევნაზე პასუხს ლიმფური ნაკადი აგებს. ანუ, ლიმფური სითხის გადაადგილება. ეს სწორედ კანის საფარში ხდება. ადამიანში ლიმფის მოცულობა სისხლის მოცულობაზე მეტია, ამიტომ, ეს საკმაოდ სერიოზული დატვირთვაა კანზე. სისტემაში უმცირესი დარღვევაც კი საკმარისია, და სითხე იწყებს დაგროვებას, განსაკუთრებით თეძოებში, მუცელში და ღაბაბის ზოლში.

რამდენადაც ჩვენ ყველა ვარღვევთ სწორი კვების წესებს, არ ვმოძრაობთ იმდენს, რამდენიც საჭიროა, მივირთმევთ გემრიელად, თუმცა არაჯანსაღად, გასაკვირი არაა, რომ სისტემა საკმაოდ ხშირად იშლება. კარგი ამბავიც გვაქვს: თუ საკუთარ თავს დღეში 10 წუთს მაინც დაუთმობთ, ხელს შეუწყობთ ლიმფური ნაკადის დარეგულირებას, 1 კვირაში კი შენიშნავთ, როგორ დაიწყებს წონა თამამად შემცირებას! შეგიძლიათ, მასაჟი არამხოლოდ სახეზე, არამედ მთელ სხეულზეც გაიკეთოთ.

ლიმფოდრენაჟული თვითმასაჟის წესები

  • სხეულის ლიმფოდრენაჟული თვითმასაჟი სრულდება მშრალი, ნატურალურთმიანი ჯაგრისით, სხვა არაფრით!
  • უმჯობესია, მასაჟი შხაპის ან აბაზანის მიღების წინ მიიღოთ.
  • მთელი მასაჟი წრიული მოძრაობებით, ქვენოდან ზემოთ, პერიფერიიდან ცენტრის მიმართულებით უნდა შესრულდეს, ისევე, როგორც ლიმფა მოძრაობს სხეულში.
  • ნუ გაიხეხავთ კანს ჯაგრისით: შეხებამ კომფორტის შეგრძნება უნდა მოგიტანოთ.
  • ასეთი მასაჟისთვის ჯაგრისს მხოლოდ ნატურალური თმა უნდა ჰქონდეს.
  • მუცელი წრიულად, მარჯვნიდან მარცხნივ უნდა დაიზილოთ.
  • მასაჟი უნდა დასრულდეს ფეხების, ტერფებისა და ხელის გულების ლიმფოდრენაჟული მასაჟით.
წყაროcosmo