აირჩიეთ კარტი და გაიგეთ, რაზე ისაუბრებთ უახლოეს მომავალში

0
4431

Girl.ge-ის რედაქცია გთავაზობთ მცირე მკითხაობას სათამაშო კარტებით: უბრალოდ აირჩიეთ ერთ-ერთი კარტი, რომელიც გეტყვით, რა მოგიმზადათ მომავალმა.

1. აგურის 8-იანი

ამ კარტის მიხედვით, უახლოეს მომავალში გელით სერიოზული საქმიანი მოლაპარაკება. იდი ალბათობით, იგი დაუკავშირდება სამსახურს და თქვენ სერიოზული კარიერული საკითხების გადაჭრა მოგიხდებათ. მზად იყავით იმისთვისაც, რომ თქვენი პარტნიორები სერიოზულად არიან განწყობილი და თქვენგან პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას ელიან. მოემზადეთ, გათვალეთ გეგმა და ეცადეთ, მაქსიმალურად მკაფიოდ და კომპეტენტურად ისაუბროთ. თქვენ გელით ახალი პროექტი, რომლის რეალიზებისთვის დიდი ძალისხმევა და შრომა დაგჭირდებათ. ამიტომ, მთელი ძალა მიმართეთ სამსახურისკენ. თქვენზე იქნება დამოკიდებული, იქნება თუ არა თქვენი გუნდი წარმატებული. იყავით გონიერი და გულდასმით აწონეთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ.

2. ჯვრის 8-იანი

საუბარი, რომელიც გელით, ფინანსებთან იქნება დაკავშირებული. შესაძლოა, თქვენი გარემოცვიდან ვინმემ დიდი რაოდენობით თანხა გთხოვოთ სესხად. არ იჩქაროთ უარის თქმა და ეცადეთ, შეხვიდეთ მის მდგომარეობაში. დიდი ალბათობით, ერთადერთი ხართ, ვისაც მისთვის დახმარების ხელის გაწოდება შეუძლია. არ დაგავიწყდეთ ბუმერანგის მოქმედების შესახებაც. დღეს თქვენ დაეხმარებით, ხვალ – ის დაგეხმარებათ, რამდენადაც არაა გამორიცხული, რომ მალე თავადაც დაგჭირდეთ სესხის აღება. ბედისწერამ თქვენთვის რთული გამოცდა მოამზადა, ამიტომ არ დანებდეთ. ყველა პრობლემა, უპირობოდ, გადაიჭრება, თქვენი ფინანსური მდგომარეობა კი აუცილებლად გაუმჯობესდება.

3. გულის 8-იანი

სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებული საუბარი გექნებათ. მზად იყავით ფლირტისთვის, ნაზი და მგრძნობიარე აღიარებისთვის. მალე რომანტიკა შეგიპყრობთ და ვნებათა და სიამოვნებათა ზღვაში გადაეშვებით. გამოიყენეთ ეს პოზიტიური მომენტი და არ დამალოთ თქვენი ჭეშმარიტი გრძნობები. თქვენი მეორე ნახევარი მადლიერი იქნება, თუ იმავე გრძნობით უპასუხებთ. უკეთესი დრო დადგება გასახსნელად, თქვენი სიყვარულის გამოსახატავად და ოჯახური კავშირების გასაძლიერებლად. თუ თავისუფალი ხართ, ელოდეთ სასიამოვნო ნაცნობობას. ეს მრავალ დადებით ემოციასა და გულწრფელ, მსუბუქ საუბარს მოგიტანთ. მოდუნდით და დატკბით ყველაფრით, რაც ხდება. გახსენით გული და მოემზადეთ თავბრუდამხვევი სიყვარულისთვის.

4. ყვავის 8-იანი

მკითხაობის მიხედვით, ძალიან მალე უსიამოვნო საუბარი გექნებათ ახლობლებთან. იგეგმება რთული კამათი ან კონფლიქტი, რომელთა დროსაც მაქსიმალური მოთმინება და გაგება უნდა გამოავლინოთ. არ იჩქაროთ ცხელ გულზე მოქმედება. მოუსმინეთ, რა აწუხებს თქვენს თანამოსაუბრეს, შეხედეთ სიტუაციას მისი თვალებით და ეცადეთ, გაუხსნათ სული. მძიმე საუბრის შემდეგ დადგება ზავი და პრობლემებიც დაკარგავს თავის აქტუალობას. თუ სერიოზული უთანხმოებების გეშინიათ, გაეცალეთ სიტუაციას ცოტა ხნით. ოღონდ, დიდხანს ნუ დაემალებით პრობლემებს. შესაძლოა, ამ საუბარში ამოტივტივდეს ყველა ის პრობლემა, რომლებიც დიდი ხანი გაწუხებდათ თქვენ და თქვენს ოჯახს. თუმცა, ყველაფერი თქვენ ხელთაა, უფრთხილდით სიტყვებს, იზრუნეთ სხვის გრძნობებზე, ნუ შეგეშინდებათ იმით, რომ სუსტი გამოჩნდებთ, და გამოთქვით ის, რაც გადარდებთ. არ დაგავიწყდეთ სხვისი ემოციებიც. პატივი ეცით მათ და იყავით პოზიტიური.